კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მათხოვრების ჩხუბი 16 წლის ბიჭის გაუპატიურებითა და მკვლელობით დამთავრდა

ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემთხვევით გამვლელმა მოქალაქეებმა დაახლოებით დილის 9 საათზე მოზარდის ცხედარი აღმოაჩინეს. პოლიციამ მომხდარის შესახებ სწორედ მათგან შეიტყო და ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მკვლელის დაკავებამდე უცნობი მიცვალებული პროზექტურაში გადაასვენეს და ბავშვს ყველა ექსპერტიზა ჩაუტარდა. 16 წლის ბიჭი 48 საათის გარდაცვლილი აღმოჩნდა. მალე გაირკვა ისიც, რომ გარდაცვლილი ბოშა იყო, რომლის დაკარგვაზეც მის ოჯახს პოლიცია საქმის კურსში ჰყავდა ჩაყენებული.

რა გახდა ბიჭის მკვლელობის მიზეზი? ვინაიდან მას სკოლაში არასდროს უვლია და არც მეგობრები ჰყავდა, პოლიციას ეჭვი ვერავისზე მიჰქონდა. თავდაპირველად გამოითქვა ვარაუდი, რომ ის, შესაძლოა, ავარიის მსხვერპლი გახდა, მაგრამ მისი დაზიანებებიდან გამომდინარე, ეს ვერსია გამოირიცხა. ექსპერტიზების შემდეგ აშკარა გახდა, რომ მასზე ვიღაცამ შური იძია, რადგან მიცვალებულს არაერთი დაზიანება ჰქონდა მიყენებული – მუხლები, ხელები და კისერი გადამტვრეული ჰქონდა და, ყველაზე მთავარი – სხეულზე სექსუალური ძალადობის კვალი ემჩნეოდა.

დაუჯერებელია, მაგრამ, ამ სისასტიკის ჩამდენი 63 წლის მამაკაცი, ვინმე არტოშ კ. აღმოჩნდა. მკვლელობის მოტივი კი, არც მეტი, არც ნაკლები, ბიჭსა და მას შორის კონკურენცია ყოფილა. საქმე ისაა, რომ, როგორც მკვლელი, ასევე მოკლული მათხოვრები იყვნენ. ჩხუბის მიზეზი კი სამათხოვრო უბანი გახდა – ვინაიდან მოზარდი მეტ ფულს შოულობდა, ბაბუისტოლა კაცმა პატარა მათხოვრის თავიდან მოშორება გადაწყვიტა.

ჩადენილი მკვლელობისა და სექსუალური ძალადობისთვის არტოშ კ-ს 19 წლით პატიმრობა მიესაჯა. გამოძიება ეჭვობს, რომ დანაშაულში სხვა პირებიც მონაწილეობდნენ. ამის შესახებ თავად მკვლელმა განაცხადა, მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ დაკავებულმა თანამონაწილეთა მხოლოდ სახელები და არა მათი ნამდვილი ვინაობა იცოდა, მათი დადგენა ვერ მოხერხდა. სხვათა შორის, დანაშაულში სხვა მონაწილეების არსებობიდან გამომდინარე, მკვლელმა მკვლელობაც უარყო და მოზარდის გაუპატიურებაც – მომხდარს თანამონაწილეებს აბრალებდა, მაგრამ, მოწმეთა ჩვენებების გათვალისწინებითა და გარდაცვლილის სხეულზე აღმოჩენილი კვალის მიხედვით განსასჯელის თავის მართლება არც გამოძიებამ და არც სასამართლომ არ გაიზიარა.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, გარდაცვლილი ალიკ მ. ბოშების ოჯახიდან იყო. მის დედას, სახელად რადას, 5 შვილი ჰყავდა: ოთხი გოგონა და ერთიც ბიჭი – აწ გარდაცვლილი ალიკა. ოდესაში დაბადებულმა ბავშვებმა მათხოვრობა ჯერ კიდევ იქ დაიწყეს, მაგრამ, მას შემდეგ, რაც მამა გარდაეცვალათ, დღემდე დაუდგენელი გზებით, დედამ შვილები საქართველოში ჩამოიყვანა (ოჯახის წევრებს პირადობის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტები არ აქვთ) და შვილებს ამჯერად თბილისის ქუჩებში ამათხოვრებდა.

თარჯიმნის თანდასწრებით დაკითხული დედის ჩვენებიდან მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება: მართალია, დედას შვილი უყვარდა და მომხდარს განიცდიდა, მაგრამ მისთვის უფრო დიდი დანაკლისი ის იყო, რომ შემოსავალი დაკარგა – ბიჭი 50 ლარამდეც კი შოულობდა.

გარდაცვლილის დედის ჩვენებიდან: „ოდესაში უფრო ბევრ ფულს ვშოულობდით, ჩემი ქმრის ძმებიც იქ იყვნენ და შიშით იმ ტერიტორიაზე მათხოვრობას სხვები ვერ ბედავდნენ. იქ უფრო მდიდარი ხალხი ცხოვრობდა, უფრო ბევრი ფული ჰქონდათ, მაგრამ, მას შემდეგ, რაც ჩემი ქმრის ნათესავები სხვა ქალაქში წავიდნენ, ხოლო ჩემი ქმარი გარდაიცვალა, იქაურმა მილიციამ იძულებული გაგვხადა, ის ადგილი დაგვეტოვებინა, ჩვენს ნაცვლად კი ადგილი ჩვენს მტრებს დაუთმო, რადგან ჩვენ მილიციას ფულს არ ვუხდიდით, ისინი კი ფულის გადახდაზე თანახმანი იყვნენ. ამიტომ ჩამოვედით საქართველოში, მაგრამ, ყველაზე ბევრ ფულს ბუდუ (აწ გარდაცვლილს დედა „ბუდუს“ ეძახდა) შოულობდა. მისი დები არაფერში ვარგიან, ბუდუ კი ჭკვიანი და საზრიანი იყო, ქართული მალე აითვისა, იმ უბანში, სადაც სამათხოვროდ დადიოდა, ფულს ყველა მას აძლევდა. იცოდა, თავი როგორ შეეცოდებინა, რომ ფული მიეცათ. მისი წყალობით, საჭმელი ყოველთვის გვქონდა.

ვაგონში ვცხოვრობდით, მაგრამ ცუდად არ ვიყავით. თავიდან, რომ გადმოვედით, ბუდუს სულ ეზოში უნდოდა ყოფნა. სახლში წყნარად იქცეოდა, მაგრამ ეზოში სულ მეჩხუბებოდნენ, რომ რაღაცას აშავებდა – მას ქურდობას აბრალებდნენ. თუმცა აგრესიული არასდროს ყოფილა, ბავშვები ჩაგრავდნენ და ამას ვერ ეგუებოდა. ხშირად მოსულა სახლში ნაცემი. სკოლაში მინდოდა მიმეყვანა, მაგრამ, დაბადების მოწმობები არ მქონდა და ვერც ერთი შვილი ვერ მიმყავდა. ამის მიუხედავად, მეზობლის დახმარებით მაინც მივიყვანე, მაგრამ სკოლას ვერ მოერგო – მასწავლებელს ჯოხი გადაარტყა და მას მერე აღარ მიუშვეს. ვატყობდი, სწავლა უნდოდა. შემდეგ ინტერნატში მიდიოდა ხოლმე, სადაც სხვა ბიჭები გაიცნო და მათ აიყოლიეს – სახლში წებო მოჰქონდა. ერთხელ ვაგონში შევედი და ჩემი ერთი გოგო გულწასული დამხვდა – თურმე, ცელოფანში წებო ჩაუსხა და იმას ასუნთქებინებდა. ბოლოს გონზე მოეგო და თქვა, რომ ბიჭებს ჩამოსცილდებოდა, მარტო იმათხოვრებდა და ადგილიც იშოვა. პირველ თვეებში სახაჭაპურეებთან მათხოვრობდა. ხალხი ხაჭაპურს რომ ყიდულობდა, ისიც იქვე იდგა და ყიდვას თავისთვისაც სთხოვდა. ბევრს ეცოდებოდა და მისთვისაც ყიდულობდა, მეხაჭაპურეებიც აძლევდნენ და თავი გაგვქონდა, მაგრამ, ერთ დღეს, სახლში ნაცემი მოვიდა – მეპატრონეს უცემია, რომ მათ ტერიტორიაზე არ გამოჩენილიყო. შემდეგ რესტორნებში იპარებოდა იქიდან მოჰქონდა საჭმელი, მაგრამ იქაც სცემეს“, – ამბობს გარდაცვლილის დედა.

მისივე თქმით, სწორედ ამის შემდეგ მიაგნო ბუდუმ ადგილს ავჭალაში, სადაც იმაზე მეტ ფულს შოულობდა, ვიდრე სახაჭაპურეებსა და რესტორნებში.

დედის ჩვენებიდან: „თავიდან ის ადგილი რომ იშოვა არაფერი მოჰქონდა, მთვრალი მოდიოდა და გვცემდა. ერთხელ იმდენი დალია, ცუდად გახდა, მეგონა მოკვდებოდა. რამდენიმე დღე სახლიდან ვეღარ გავიდა. რომ გამოკეთდა, მითხრა, აღარ დავლევო. მისი ლაპარაკიდან გავიგე, რომ იმ ადგილზე დიდი კაცებიც მათხოვრობდნენ, რომლებიც ფულს არყისთვის აგროვებდნენ. როგორც ბუდუმ მითხრა, ეს კაცები გაბრაზდნენ, რომ ხალხი ბუდუს უფრო ბევრს აძლევდა, ცემით გააგდეს, მაგრამ ბუდუ მაინც მიდიოდა და ამიტომაც დააწყებინეს არყის დალევა, რომ მათთვის ხელი აღარ შეეშალა, მაგრამ ბუდუ ჭკვიანი იყო, მიხვდა, რასაც უკეთებდნენ და აღარ სვამდა. ამის შემდეგ ნაცემი უფრო ხშირად მოდიოდა. ერთხელ მითხრა, რომ იმ კაცებმა ნაშოვნი ფული წაართვეს, ამიტომ მათ ბუდუც ხშირად ჰპარავდა ფულს.

იმ დღეს, სახლიდან რომ წავიდა, თავის დაც თან წაიყვანა. ორივემ ბევრი იშოვა, რადგან ის კაცები იქ არ ყოფილან. თუმცა, მეორე დღეს ორივე რომ დაინახეს სამათხოვროდ მისულ ბუდუს ცემა დაუწყეს, და ის კი გამოიქცა. საღამოს მშივრები ვიყავით, ბუდუ რომ არ გამოჩნდა, გოგომ მაშინ მითხრა, ორმა კაცმა სცემაო. სამი დღე გავიდა და, რომ აღარ გამოჩნდა, ქუჩაში პოლიციას ვუთხარი. იმ ადგილას პოლიცია გოგომ მიიყვანა. თუმცა, ის კაცები იქ აღარ დახვდათ“.

საბოლოოდ, გარდაცვლილის ოჯახმა ერთი კვირის შემდეგ შეტყო, რომ ბუდუ მკვდარი იყო. მართალია, გარდაცვლილის დედას აჟიოტაჟი არ აუტეხავს, მაგრამ, სამართალდამცველების სასიკეთოდ უნდა ითქვას, რომ მათ საქმე პროფესიონალურად გახსნეს.

როგორც საქმიდან ირკვევა, მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა გარდაცვლილის დისგან შეიტყვეს, რომელ უბანში მათხოვრობდა მისი ძმა, პოლიციამ იმ უბანში თვალთვალი დაიწყო. პირველ ხანებში იქ სხვა მათხოვრები არ გამოჩენილან. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ბუდუს იმ უბნის პოლიციელებიც იცნობდნენ, რადგან ქუჩაში ხშირად ესაუბრებოდნენ. გარდაცვლილი იცნობდა ასევე იქვე მდებარე სასადილოში მომუშავე დუდუკზე დამკვრელებს, რომლებიც მას ფულს ხშირად სჩუქნიდნენ. პოლიციასთან საუბარში მათ შენიშნეს, რომ სხვა მათხოვრები ბიჭს ხშირად სცემდნენ, და, რადგან ის ეცოდებოდათ, ფულს მას აძლევდნენ.

სწორედ ერთ-ერთი იქ მომუშავისგან ცნობილი გახდა, რომ სასადილოში შემოსულ ბუდუს იმ საღამოს ხელში ბევრი ფული დაუნახა. ხოლო მეორე, დიდი კაცი, რომელიც არაყს მათხოვრობდა, ბიჭს სთავაზობდა – აბანოში წავიდეთ, ტანსაცმელს გიყიდი და მოგიყვანო. მისი თქმით, ბუდუ ამ კაცს გაჰყვა და შემდეგ დაინახა, რომ მათ კიდევ ორი მამაკაცი მისდევდათ. მოწმის ჩვენებით, მას ამ კაცების ამოცნობა შეეძლო, რადგან მკვლელობამდე მათ თითქმის ყოველდღე ხვდებოდა და ხშირად შესწრებია, როგორ სცემდნენ ხოლმე. „თბილი ბავშვი იყო, ძალიან უყვარდა სასადილოს კატები, გვეუბნებოდა, კნუტი რომ ეყოლება კატას, მომეცითო. ბიჭი ხშირად ხდებოდა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი – მას სცემდნენ და ხშირად ტიროდა. თვითონ აგრესიული არ იყო, მაგრამ სხვა ბავშვებთან ურთიერთობის პრობლემა ჰქონდა, რადგან ხშირად დასცინოდნენ”, – თქვა სასადილოს თანამშრომელმა.

სწორედ ამ სასადილოს თანამშრომლების დახმარებით გაიხსნა პატარა მათხოვრის მკვლელობა და პოლიციამ სომეხი ეროვნების არტოშ კ. დააკავა. მას ბრალად დასდეს არასრულწლოვნის მკვლელობა და გაუპატიურება, რაც დაკავებულმა კატეგორიულად უარყო: „იმ დღეს სასადილოში ქელეხის სუფრა იყო. ფული ყველას მოგვცეს, მაგრამ, რადგან ბოშა ყველაზე პატარა იყო, თან, ქართველი ეგონათ, მას სხვებზე მეტი შეხვდა. თვითონ გვითხრა, რომ აბანოში წავსულიყავით და ტანსაცმელი გვეყიდა. გვეუბნებოდა, რომ სახლში მისვლა აღარ უნდოდა, რადგან დედამისი ფულს ართმევდა”, – აცხადებდა განსასჯელი, რომელიც ირწმუნებოდა, რომ ის მათთან ერთად არსად წასულა, იმ ღამეს მთვრალს ერთ-ერთ სადარბაზოში ეძინა. თუმცა, მიკრონაწილაკების ექსპერტიზით უტყუარად დადასტურდა, რომ არტოშ კ. მკვლელობის ადგილზე ნამდვილად იმყოფებოდა. რაც შეეხება გაუპატიურების ბრალდებას, შესაბამისი ნიმუშებით დადგინდა, რომ მას აღნიშნული დანაშაული არ ჩაუდენია. საბოლოოდ, განსაკუთრებული სისატიკით ჩადენილი მკვლელობისთვის განსასჯელს 19 წელი მიესაჯა.


скачать dle 11.3