კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კვირის დღეების ასტროპროგნოზი

ორშაბათი

გეომაგნიტური დღეა

სიმშვიდისა და წინდახედული მოქმედების დღეა. კარგად გაიაზრეთ თქვენი მოქმედებები. გადაამოწმეთ ნებისმიერი მიღებული ინფორმაცია, მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობასა და გარეგნობას. კარგია დიეტის დაცვა, უძრავი ქონებისა და სამშენებლო მასალების ყიდვა. ატარეთ ყავისფერი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი, ლიმონისფერი, ნაცრისფერი, ნარინჯისფერი, კრემისფერი, ყვითელი ან იისფერი სამოსი; ქვებიდან კი – ლაბრადორი, ონიქსი, მწვანე ძოწი, ქრიზოლითი, აქატი, ამეთვისტო ან წითელი იასპი. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებსა და სულსწრაფ გადაწყვეტილებებს. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, ფილტვები, ბრონქები.

პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის.

ნეგატიური დღეა: სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის.

სამშაბათი

ეჭვებისგან გათავისუფლების, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დღეა. კარგია კონტაქტები და მოლაპარაკებები, ინფორმაციის გაცვლა, სავაჭრო გარიგებები, ხელშეკრულებების დადება, ვაჭრობა. ატარეთ ყვითელი, ნაცრისფერი, ნარინჯისფერი, ბეჟი, ცისფერი, ოქროსფერი ან იასამნისფერი სამოსი; ქვებიდან – წითელი იასპი, მთის ბროლი, აქვამარინი, ჯესპილიტი, ან ტოპაზი. არ ვარგა ხანგრძლივი მოქმედების საქმეები, სასიყვარულო კავშირები, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა; კარგია საბანკო ოპერაციები, სამეცნიერო კვლევა, მშენებლობა. სუსტდება ფილტვები, ბრონქები, მხრები, ხელები, ნერვული სისტემა.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, ლომებისთვის, მერწყულებისთვის.

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, ქალწულებისთვის, თხის რქებისთვის.

ოთხშაბათი

გეომაგნიტური დღეა

კარგია შემოქმედებითი მუშაობა, გამოცდების ჩაბარება. ატარეთ ნარინჯისფერი, ყვითელი, ოქროსფერი, ნაცრისფერი, ცისფერი ან იასამნისფერი სამოსი; ქვებიდან კი – ობსიდიანი, ავანტიურინი, ცირკონი, ალექსანდრიტი, ჯესპილიტი ან სერდოლიკი. ყურადღება მიაქციეთ სიზმრებს. არ ვარგა სასიყვარულო ურთიერთობები, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა. კარგია კონტაქტები, მოლაპარაკებები, ხელშეკრულებების დადება, სამეცნიერო კვლევა, საბანკო ოპერაციები. სუსტდება ფილტვები, ბრონქები, მხრები, ხელები.

პოზიტიური დღეა: სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის.

ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის.

ხუთშაბათი

გადაწყვიტეთ პრობლემები, მიაღწიეთ მიზნებს. ატარეთ თეთრი, ვერცხლისფერი, მწვანე, ცისფერი ან იისფერი სამოსი; ქვებიდან კი – იასპი, საფირონი, ცისფერი ნეფრიტი, ცისფერი აქატი, ქარვა, პირიტი ან ცირკონი. კარგია ვაჭრობა, ხელოვნებასთან კონტაქტი, ტრადიციების დაცვა, სასამართლო პროცესები. არ ვარგა სასიყვარულო კავშირები, სახლის მშენებლობა, ადგილსამყოფლის შეცვლა. სუსტდება კუჭი, მკერდი, ღვიძლი.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის.

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, ლომებისთვის, მერწყულებისთვის.

პარასკევი

მაღალია კონფლიქტების ალბათობა, ცდუნებები. ნუ გასცემთ დაპირებებს. მაღალია ფინანსური შეცდომების დაშვების ალბათობა. არ ვარგა სასიყვარულო კავშირები, სახლის მშენებლობა, ფულის ვალად აღება, ადგილსამყოფლის შეცვლა. ატარეთ თეთრი, მწვანე, იისფერი, ვერცხლისფერი ან ცისფერი სამოსი; ქვებიდან კი – რუხი ტოპაზი, ნეფრიტი, საფირონი ან ზურმუხტი. ნუ მიაქცევთ ყურადღებას სიზმრებს. კარგია საოჯახო-სანათესაო ურთიერთობები, ვაჭრობა, სასამართლო პროცესების დაწყება. სუსტდება კუჭი, მკერდი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თევზებისთვის.

ნეგატიური დღეა: სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის.

შაბათი

გეომაგნიტური დღეა

კარგია მშენებლობის დაწყება, ხელმძღვანელ პირებთან ურთიერთობა, ახალი სამსახურის დაწყება, ხელოვნებასთან ურთიერთობა. ატარეთ წითელი, ოქროსფერი, ყვითელი, ბეჟი, ლურჯი ან ნარინჯისფერი სამოსი; ქვებიდან კი – ნეფრიტი, ციტრონი, ფირუზი, ობსიდიანი, ბრილიანტი ან სარდონიქსი. არ ვარგა ფინანსური გარიგებები, ხელშეკრულებების დადება, სასიყვარულო კავშირები, ვაჭრობა. კარგია იურიდიული საქმეები, ხელმძღვანელებთან ურთიერთობა. სუსტდება გულსისხლძარღვთა სისტემა, კანი, ღვიძლი.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მერწყულებისთვის.

ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, თევზებისთვის.

კვირა

გეომაგნიტური დღეა

კარგია საოჯახო საქმეები, მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს, ნუ აჰყვებით ავანტიურულ იდეებს და პროვოკაციებს. მოერიდეთ ფინანსურ გარიგებებს, ადგილსამყოფლის შეცვლას. არ ვარგა სასიყვარულო კავშირები. ატარეთ წითელი, ლურჯი, ყვითელი, ოქროსფერი, ნარინჯისფერი ან კრემისფერი სამოსი; ქვებიდან კი – მალაქიტი, ნეფრიტი, იასპი, სერდოლიკი ან სარდონიქსი. კარგია თმის შეჭრა. ხელმძღვანელ პირებთან ურთიერთობა, მეგობრული კონტაქტები, ლატარიის ბილეთების შეძენა, გართობა, მშენებლობის წამოწყება, ხელოვნებასთან კონტაქტი. სუსტდება გულ-სისხლძარღვთა სისტემა, სწორი ნაწლავი, ხერხემალი.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, მშვილდოსნებისთვის.

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის.


скачать dle 11.3