კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1993 წლის 29 მაისს. რომელ სფეროში მექნება წინსვლა და მივაღწევ თუ არა ფეხბურთში წარმატებას?

პასუხი: თქვენ ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ ხართ დაბადებული და ამ ნიშნით არაერთი ცნობილი ფეხბურთელია დაბადებული. მაგალითად, მიშელ პლატინი. წარმატებების შანსი ფეხბურთში ნამდვილად გაქვთ. სხვათა შორის, თქვენი კოსმიური მისიაც სპორტს უკავშირდება. ივარჯიშეთ შეუპოვრად, ნუ გამოიჩენთ სიზარმაცეს და წარმატებებსაც მიაღწევთ. ასევე, თქვენი კოსმიური მისია უცხოეთს უკავშირდება. იქ თამაშზე და ვარჯიშზეც დაფიქრდით. ან თუნდაც, ამ მხრივ უცხოეთში კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ასევე, თქვენთვის წარმატებების მომტანი პროფესიებია: პოლიტიკის ფართო სპექტრი, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოების და საკონსულოების დონეზე, იურისპრუდენცია, პედაგოგიური საქმიანობა ან ბიზნესი, მედიცინის ფართო სპექტრი, ტურიზმი, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ქორეოგრაფია, ფოტოგრაფიის ხელოვნება ან ბიზნესი, დიზაინი, სამოდელო სფერო, რეჟისურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ბიზნესი ან შემოქმედება, სადალაქო ინდუსტრია, საკონდიტრო სფერო, სოციოლოგიის ფართო სპექტრი, გაზის ინდუსტრია ან ბიზნესი. ყველა ამ სფეროში წარმატებების მიღწევის შანსი ნამდვილად გაქვთ.

კითხვა: დავიბადე 1978 წლის 17 იანვარს. რომელი პროფესია იქნება ჩემთვის პოზიტიური და რომელ უცხო ქვეყანაში მელის წარმატება?

პასუხი: უცხოეთი თქვენი კოსმიური მისია ნამდვილად არ არის, ანუ ის თქვენთვის საშუალოა. ქვეყნებიდან კი უკეთესია: ინგლისის აღმოსავლეთი მხარე, ბელგია, კანადა, ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთი მხარე, კუნძული სარდინია, ჩრდილო აფრიკის ქვეყნები, უელსი, ნორვეგია, იტალია, არგენტინა, ბირმა, ჩინეთის ჩრდილოეთი ნაწილი, ეგვიპტე, ტიბეტი, სან-მარინო, ესპანეთის კატალონიის მხარე, მონაკო, ლატვია, ჰავაის კუნძულები, გვატემალა და ავსტრია. ეს ქვეყნები წამოწიეთ წინა პლანზე. რაც შეეხება წარმატების მომტან პროფესიებს, ასეთებია: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ქორეოგრაფია, ფოტოგრაფიის ხელოვნება, დიზაინი, სამოდელო სფერო, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ბიზნესი ან შემოქმედება, იურისპრუდენცია, სადალაქო ინდუსტრია, საკონდიტრო სფერო, სოციოლოგია, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ავიაციის ინდუსტრია ან ბიზნესი, ლინგვისტიკა, სავაჭრო-სამაკლერო სფერო, სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა, ავტომატიკის, ტელემექანიკის, სატელეფონო, კომუნიკაციების სფეროები. თუ ბარიერებს და წინაღობებს გადალახავთ, წარმატებები გელით ისეთ პროფესიებში, როგორიცაა: ტელევიზია, პრესა, რადიო, სარეკლამო და საგამომცემლო სფერო და ასევე, ტურიზმი.


скачать dle 11.3