კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის მოდის კოსმოსიდან ნეგატიური ენერგია და რატომ არ უნდა წამოიწყოთ ამ პერიოდში ახალი საქმე

იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ ცხოვრებაში, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ვარსკვლავების რჩევები, ყური უგდოთ, რას გიწინასწარმეტყველებენ ისინი, როდის არის მათთვის სასიკეთო და იღბლიანი პერიოდი, ასტროლოგიურად, როდის ჯობია ახალი საქმის დაწყება, სასიყვარულო კავშირების დამყარება თუ საცხოვრებლის შეცვლა.

მაგალითად, სარისკო საქმის დაგეგმვა, იქნება ეს მცირე ბიზნესი თუ ელემენტარული სამუშაო, იმ დროისთვის უნდა წამოიწყოთ, როცა თქვენთვის, ასტროლოგიური კუთხით, მომგებიანი დროა. ამის გარკვევა, არც ისე ძნელია, სამაგიეროდ კი, ბევრ პრობლემას, წინააღმდეგობასა და უიღბლობას აირიდებთ თავიდან.

წლის განმავლობაში არსებობს კონკრეტული დღეები და თვეები, როცა ვარსკვლავები თქვენ მიმართ კეთილგანწყობილნი არიან, როცა ამ დროს წამოწყებული საქმე სამომავლოდ სარფიანი გამოდგება თქვენთვის და კარგ მოგებასაც მოგიტანთ მინიმალური დანახარჯების ფონზე.

რომ გაიგოთ, როდის დგას თქვენთვის სასიკეთო პერიოდი, უნდა შეგეძლოთ ამის სწორი გამოთვლა. ათვლა უნდა დაიწყოთ დაბადების თვიდან. მოკლედ, განსაზღვრეთ თქვენთვის სასურველი პერიოდი საფინანსო და კარიერული კუთხით და თამამად გადადგით წინ ნაბიჯი:

თუ თქვენ დაიბადეთ აგვისტოში, მაშინ თქვენთვის პირველ თვედ ითვლება სექტემბერი, თუ სექტემბერში – ოქტომბერი, თუ მარტში – აპრილი და ასე შემდეგ. ეს ძალიან ადვილია.

პირველ თვეს მაქსიმალურად უნდა გამოიჩინოთ სიფრთხილე, მეტი დაკვირვება გმართებთ, სანამ ნაბიჯს გადადგამთ. კარგად უნდა აწონ-დაწონოთ ყველაფერი. გამოამჟღავნოთ დიდი ძალისხმევა და კარგად დაფიქრდეთ, სანამ ახალ საქმეს წამოიწყებთ, რადგან მომავალში დიდია დანაკარგების რისკი. ამ პერიოდში წამოწყებულ საქმეში მაღალია შეცდომების დაშვების ალბათობა. ასე რომ, კარიერულ და საფინანსო სფეროში ამ პერიოდში ცვლილებებისგან თავის შეკავებას გირჩევთ.

მეორე თვეს საქმე გააზრებულად და აუჩქარებლად წამოიწყეთ, რასაკვირველია, თუ გინდათ, რომ მან ფინანსური კეთილდღეობა მოგიტანოთ. თუ ვარსკვლავების რჩევას გაითვალისწინებთ, არ გირჩევთ ამ პერიოდში საქმის ვალით დაწყებას. დიდია შეცდომების დაშვების ალბათობა და პარტნიორების მხრიდან ღალატი. ასე რომ, იყავით წინდახედული და, თუ დრო ითმენს, ახალი საქმე მომავლისთვის გადადეთ.

აი, მესამე თვეს კი, შეგიძლიათ, თამამად გადადგათ ნაბიჯი საფინანსო სფეროში და წამოიწყოთ ნებისმიერი ახალი საქმიანობა. ამისთვის ბევრი შრომა მოგიწევთ, მაგრამ, სამაგიეროდ აუცილებლად მოგიტანთ სამომავლოდ მოგებას.

მეოთხე თვე ის პერიოდია, როცა უფრო მეტად გმართებთ, გონივრულად განსაზღვროთ ნებისმიერი საქმე. ვარსკვლავები გირჩევენ, ნუ დაიწყებთ ამ დროს ახალ საქმეს, რათა სამომავლოდ სანანებელი არ გაგიხდეთ და იგემოთ წარუმატებლობა.

მეხუთე თვეს თქვენთვის სარისკო პერიოდი დგას ახალი საქმისა და ბიზნესის წამოსაწყებად. მაღალია ფარული მტრების გააქტიურების ალბათობა, მოტყუების მცდელობა პარტნიორების მხრიდან და, ასევე, შეცდომების დაშვების ალბათობაც. ის საქმე, რისი განხორციელებაც სამომავლოდ გსურთ, წინასწარ დაგეგმეთ, შემდეგ კი კარგად გააზრებულმა დაიწყეთ მისი რეალიზება.

როგორც ვარსკვლავები გვირჩევენ, ასტროლოგიური კუთხით, მეექვსე თვე ყველაზე ნაყოფიერი და სარფიანი პერიოდია საქმის წამოსაწყებად და ბიზნესში ფულის დასაბანდებლად. გამოავლინეთ მაქსიმალური ყურადღება მოვლენებისადმი, იყავით შრომისუნარიანი, იმოქმედეთ მიზანდასახულად, მოახდინეთ ძალების სწორად მობილიზება და ყველაფერი გამოგივათ – მომავალში ეს ყოველივე სასურველ შედეგს გამოიღებს. ასე რომ, ამ პერიოდში ნუ დაზოგავთ ძალებს.

მეშვიდე თვე კი, საკმაოდ რთულია საქმესთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად. არ წამოიწყოთ რაიმე საქმე დამოუკიდებლად და ნურც რაიმე ნაბიჯს გადადგამთ სხვების რჩევების გარეშე. ის პრობლემები, რაც ეხება ბიზნესსა და საქმეს, ჯობს, სხვების დახმარებით გადაჭრათ.

მერვე თვეს ნუ გარისკავთ, რადგან მაღალია მოტყუებისა და ცდუნებების ალბათობა. კარგად დაფიქრდით, სანამ რაიმე საქმეს დაგეგმავთ. ამ პერიოდში კოსმოსიდან ნეგატიური ენერგიები მოდის დედამიწაზე და ის მეტად უწყობს ხელს, შეცდომა დაუშვათ ბიზნესში ან საქმეში. ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება და წინდახედულობა გმართებთ, სანამ ნაბიჯს გადადგამთ.

მეცხრე თვეს კი შეგიძლიათ, თამამად მოაგვაროთ საქმესთან და ბიზნესთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე, დაგეგმოთ ახალი საქმე. იმოქმედეთ მიზანდასახულად და თქვენი ფინანსური კეთილდღეობა გარანტირებული იქნება ახლო მომავალში.

მეათე თვეს, ჯობია, ბევრი არ ილაპარაკოთ, რომ თქვენი ბიზნესგეგმებით სხვებმა არ ისარგებლონ. იმოქმედეთ დამოუკიდებლად და კარგად გაიაზრეთ თითოეული ნაბიჯი.

მეთერთმეტე თვე სასიამოვნო სიურპრიზებითა და ცვლილებებით იქნება სავსე. იყავით მეტად აქტიური – ეს ფინანსებსა და შემოსავლებს გაგიორმაგებთ. ასე რომ, ეს ის პერიოდია, როცა სიზარმაცის გამო შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ.

ასტროლოგიურად, მეთორმეტე თვე ყველაზე რთულია თითოეული ჩვენგანისთვის საქმისა და ბიზნესის კუთხით. ამიტომ, ნუ აჰყვებით ცდუნებებს, ბრმად ნუ ენდობით ბიზნესში სხვებს და ნურც რაიმეს შეცვლას შეეცდებით საქმიან სფეროში.

თუ გსურთ, უფრო მეტი სარგებელი მიიღოთ საქმიდან და ბიზნესიდან, სწორად ჩადოთ ფული სარგებლის მოსატანად, დააბანდოთ სახსრები მიზნობრივად, მაშინ სწორად უნდა დაგეგმოთ, როდის დაიწყოთ საქმიანობა და როდის უნდა გამოიჩინოთ მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა.


скачать dle 11.3