კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთან ურთიერთობა ამშვიდებს ნინა წკრიალაშვილს და ჰქონდა თუ არა ცოლთან კრიზისული ეტაპები ნოე სულაბერიძეს

ნოე სულაბერიძის პროდიუსინგით „იმედზე“ არც ერთი შოუ ცნობილი ადამიანების მონაწილეობის გარეშე არ გადის ეთერში. ხშირად ამ გადაცემების გმირი ნინა წკრიალაშვილია. სწორედ ის იყო პირველი, იმ თამამთა შორის, ვინც ყველაზე პირადულ, უხერხულ და წარმოუდგენლად ღია კითხვებს პასუხი გასცა. ამ გულწრფელობის გამო, ნინა ნოეს გადაცემების გმირი, ალბათ, კიდევ ხშირად გახდება.

ინტერვიუ 1. ჟურნალისტია

ნოე სულაბერიძე

– ყველამ იცის, რომ ნინა კულტურის სამინისტროში, ღონისძიებების დეპარტამენტში ერთ-ერთი სამმართველოს უფროსად მუშაობს. არის თუ არა ეს სამსახური, შენი პროფესიული მოღვაწეობის საბოლოო ეტაპი. უხეშად რომ ვთქვათ, საკუთარ თავს ათ წელიწადშიც კულტურის სამინისტროში ხედავ?

– რა თქმა უნდა, არა. ერთფეროვნება მბეზრდება, ვფიქრობ, დაახლოებით, ორ-სამ წელიწადში ერთხელ, მაინც უნდა შეიცვალო სამსახური. ცოტა მრავალფეროვნებაა საჭირო. იმიტომ კი არა, მაინცდამაინც კარიერაში წინ წავიდე, თუ ჩემთვის უფრო საინტერესო სამუშაო შემხვდა, ვეცდები, იქით გადავიდე. საფეხურებზე ზევით კი არ მივიწევ, ვცდილობ, რაც მაინტერესებს, იმ კუთხით ავირჩიო ესა თუ ის პროფილი და იქ ვიმუშაო.

– ორი-სამი წელი სადაც თქვა, იქ ოთხი-ხუთი ჩაუწერე, სამი წლის თავზე სამსახურიდან არ გამოუშვან, (იცინიან).

– არა, რა სისულელეა. შეიძლება მართლა მეტიც დავრჩე, თუ ეს სამსახური იმ დროს ისეთივე საინტერესო იქნება ჩემთვის, როგორც ახლაა.

– ნინა წკრიალაშვილი ყოველთვის ჭორების თემაა, თუმცა ამის მიზეზი არ მესმის, რადგან ნაკლებად ოდიოზური და სკანდალური ხარ. ასეა თუ ისე, სულ ყურადღების ცენტრში ხარ. რამე სიახლეები თუა შენს პირად ცხოვრებაში?

– საიდან სად?! აბა ჭორებიო...

– სწორედ ამაზეა ყველაზე მეტი ჭორი – ხან გაგათხოვეს, ხან თეთრი ცხენი გაჩუქეს, ხან ნატახტრის აეროდრომზე თვითმფრინავის მართვას სწავლობ...

– უი, არ ვიცი, რას ჭორაობენ. რატომღაც ძალიან დიდი ხანია ჩემს თავზე ჭორი არ მსმენია. ვინ მაჩუქა, ნეტავ, ცხენი?!

– არ ვიცი, ვიღაც იქს თაყვანისმცემელმა.

– არანაირი იქს თაყვანისმცემელი არ არსებობს. ბავშვობიდან, რაც მახსოვს, მამაჩემს ორი ცხენი ჰყავს და ის ცხენები გვყავს ახლაც, მაგრამ შავები. ჭორის გავრცელების დროს, ეტყობა, ფერები აერიათ. ისე, დღეს, ნეტავ, საერთოდ არიან ისეთი თაყვანისმცემლები საყვარელ ქალს ცხენს რომ აჩუქებენ?! არა მგონია! საერთოდ რამეს „იჩუქნებიან“?! ჩემგან პირიქით ითხოვენ ხოლმე.

– ცხენთან ურთიერთობა კარგია?

– გადასარევი, გამშვიდებს გაწყნარებს. ცხენით ჯირითი განტვირთვის და ემოციებისგან დაცლის ძალიან მაგარი საშუალებაა.

– ოჯახს ბევრი პრობლემა გაუჩინე?

– არა მგონია, პირიქით, ისე მიეჩვივნენ ამ მდგომარეობას, რომ თუ რაღაც არ ხდება, რეკავენ, ხომ ცოცხალი ხარო. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, რეალურად ძალიან მინდა, რომ ჩემს პირადში რაღაც რადიკალური ცვლილება მოხდეს და მგონია, რომ მართლა მოვიდა რადიკალური ცვლილებების დრო. მაგრამ, ჯერჯერობით, გადაჭრით მაინც არაფრის თქმა არ შემიძლია. თვითონ არ ვარ ჩამოყალიბებული, რა ხდება და როგორც კი ჩამოვყალიბდები, გინდა, პირველი შენ დაგირეკო?

– ისედაც ველოდები, რომ პირველი მე დამირეკავ.

– უახლოეს ერთ წელიწადში რაღაცეები, ვფიქრობ, მოხდება, მაგრამ ამწუთას, ვაიმე, გადარეული შეყვარებული ვარ-მეთქი, არა!

– რადგან დრო, ათვლის წერტილი დანიშნე, ესე იგი, ყველაფერი მაგისკენ მიდის.

– დრო არის იცი, ოცდაცამეტი წლის გავხდები იანვარში. იქიდან გამომდინარე, რომ პირველი ოჯახი ათი წლის უკან დამენგრა, მგონი, ნორმალურია, ათ წელიწადში ერთხელ ოჯახის შექმნა. (იცინიან).

– მოყევი, როგორ აიღე ცხვირის ოპერაციის გაკეთების დროს ნიმუშად ჩემი ცხვირი. რომ დამირეკე და მითხარი, შენი სურათი მივეცი ექიმსო (იცინიან).

– არა, სურათი არ მიმიცია, მაგრამ კარგად იცი, რომ შენი ცხვირის სულ მშურდა და სულ გეუბნებოდი ამას. მგონი, მართლა შენნაირი ცხვირი გამიკეთეს.

– არა, ჩემზე უკეთესია აშკარად. კიდევ ერთ, ძალიან მნიშვნელოვან თემაზე მინდა ვისაუბროთ. შენ გეზრდება არაჩვეულებრივი შვილი, რომელიც ახლა როგორც ვიცი, მერვე კლასშია. ვიცი, რომ ყველანაირი პირობა აქვს იმისთვის, წარმატებული იყოს. შენი შვილი შოუ-ბიზნესში წარმოგიდგენია?

– არა. მართალია, მეც წინააღმდეგი ვარ, რომ ამ მიმართულებით წავიდეს, მაგრამ არასდროს ჩავერევი მის არჩევანში. ის იმდენად ჭკვიანია, დარწმუნებული ვარ, შოუ-ბიზნესისკენ არ წავა. ბოლო რამდენიმე წელია, უკვე ჩემიდან იწყებს მომღერლების დაცინვას და მერე სხვებსაც მიაყოლებს ხოლმე. მთლად არ ვეთანხმები, დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი სასაცილოებიც არ ვართ, მაგრამ მიჭირს, არგუმენტირებულად შეწინააღმდეგება. ძალიან გონიერი ადამიანია, იმიტომ არა, რომ ჩემი შვილია. მეც კარგად ვსწავლობდი, მაგრამ ჩემს ბავშვობას მის ბავშვობას ვერაფრით შევადარებ. მას შეუძლია ლოგიკური მსჯელობა, ჯერ ფიქრობს და მერე აკეთებს. არადა, მე ყოველთვის პირიქით ვიქცეოდი. ამ ბოლო ეტაპზე გამომიცხადა, რომ უნდა პლასტიკური ქირურგი გამოვიდეს.

– მაინც დედის გავლენაა.

– ძალიან გახარებული ვარ ამ ფაქტით. როცა ვკითხე რატომ-მეთქი, ისე მიპასუხა გაოგნებული დავრჩი. ჯერ ერთი, რამდენი გავიღვიძე, იმდენი ხან რა გაქვს მოჭრილი, ხან – რაო. მეორე, საქართველოში ბევრი შეუხედავი ქალია და მადლიაო. თან, ძალიან შემოსავლიანი იქნებაო. უნდა, რომ მდიდარი ადამიანი „გამოვიდეს“ და მეც ძალიან გამიხარდება, თუ სიბერე უზრუნველყოფილი მექნება.

– უზრუნველყოფილი სიბერე იმ ადამიანზეც არის დამოკიდებული, ვისაც ცხოვრების მეგზურად აირჩევ. არ იმსახურებ ერთ ადამიანს, ვინც მთასავით დაგიდგება გვერდით?! მოკლედ, კიდევ ერთ წელიწადს დაველოდოთ.

– დაველოდოთ (იცინიან)!

– უნდა დაგისვა ეს კითხვა, რამ გამღერა „პატარა ვარ, პატარა“ (იცინიან)?

– გადაცემა კეთდებოდა იმაზე, რომ ეს სიმღერები ცუდია და არ უნდა ვიმღეროთ.

– უი, მართლა?!

– კი, ასე იყო. ვიხუმრეთ, ვიცინეთ და მგონი, გამოვიდა. ჩემდა საუბედუროდ, მინდა ვთქვა, რომ ორი სიმღერა ვიმღერე ამ ჟანრში და ორივე ისეთი ჰიტია, ვგიჟდები. მართლა ტრაგედიაა. ეს ხალხის უგემოვნობაზე მეტყველებს. ასეთი სიმღერები ჰიტდება და ჩემს რეპერტუარს, რომ თავი დავანებოთ, ძალიან ბევრი კარგი ქართული სიმღერა ორჯერ გავა რადიოში და აღარავინ ითხოვს. რეიჩელ ფერელი ჩამოდის და ეს საოცარი ქალი ვიღაცეებს არ მოსწონთ. „პატარა ხარ“ და „მწვანე დოლარები“ სუპერჰიტია. შეიძლება ეს კომერციულად მაწყობს, მაგრამ არ მომწონს, ვერ ვეგუები ამას.

– ძალიან მნიშვნელოვანი ნიუსია ეს ჩემთვის, ამიერიდან როგორც „ღადაობას“, ისე შევხედავ. ვიცი, რომ ჯაზთან გინდა მისვლა, ეს არის შენი მუსიკალური გზა.

– კი, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც დეპრესიაში ვარ, ცუდად ვარ, რაღაც ისეთი ხდება, რაც ბევრ საფიქრალს მიჩენს. კი არ მინდა ცუდად ყოფნა, უბრალოდ, როცა კარგად ვარ, ზედაპირული ვხდები, რაც მუსიკისთვის არცთუ ისე კარგია.

– როცა დაგჭირდება დამირეკე და მარტივად ჩაგაგდებ დეპრესიაში (იცინიან).

ინტერვიუ 2. ჟურნალისტია ნინა წკრიალაშვილი

– მითხარი, რა ხდება ტელევიზიაში, მუშაობ ახალ პროექტებზე?

– კი, „ინტუიციის“ გარდა, კიდევ ვმუშაობთ ორ პროექტზე, რომელიც ვფიქრობ, უკვე მალე ჩაეშვება ეთერში. სამწუხაროდ, ჯერ ვერ დავაკონკრეტებ, რა პროექტებზეა საუბარი, რა სახის და როგორი იქნება, მაგრამ გპირდებით, რომ ძალიან საინტერესოა.

– ანუ, იანვრიდან ახალ პროექტებს ველით?

– შესაძლოა, იანვრამდეც.

– წამყვანად რომ მიმიწვიოთ, არ გინდათ?

– სხვათა შორის, ამაზე ვფიქრობდი. როდესაც შენ ახსენე ორი-სამი წლის შემდეგ სიამოვნებით შევიცვლი პროფილსო, ზუსტად ამის გარკვევას ვაპირებდი. გადავთვალე, როდის გადის ეს სამი წელი და როდის შემიძლია, შემოთავაზებისთვის დრო შევარჩიო.

– შემიძლია, ეს დრო აქეთ გადმოვწიო.

– შენ თუ საკუთარ თავს ამ მიმართულებით ხედავ, ჩვენ შეგვიძლია, ეს თემა ცალკე „გავიაროთ“. საკმაოდ ნიჭიერი ხარ და მგონია, რომ ეს საქმეც არანაკლებ კარგად გამოგივა, როგორც სხვა ყველაფერი.

– როგორია ნოე ოჯახში. მომიყევი, როგორ ცხოვრობ სამსახურის გარეთ.

– ეს რომ მოვყვე სახლიდან გამაგდებენ (იცინიან)! ვხუმრობ, რა თქმა უნდა. რეალურად, ასეთი დრო თითქმის არ არსებობს, სულ სამსახურში ვარ. უმეტეს დროს აქ ვატარებ, მაგრამ ცოლთან და შვილებთან ერთად ყოფნა, ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნებაა. სახლში ყოფნა მიყვარს, მაგრამ მირჩევნია, ცოლს ხელი მოვკიდო და თავისუფალი დრო საინტერესოდ გავატაროთ – საღამოს სადმე წავიდეთ, გავერთოთ. როდესაც ისეთ დროს ვთავისუფლდები, რომ ბავშვებს არ სძინავთ, მთაწმინდის პარკში ან კინოთეატრში მივდივართ ერთად. თუ ბავშვებს უკვე სძინავთ, მეგობრებთან ერთად გასართობად მივდივართ.

– კარგი ქმარი ხარ? იქიდან გამომდინარე, რომ ცოტა დრო გაქვს...

– მართლა ვცდილობ, რომ კარგი ქმარი ვიყო.

– როგორ მაინტერესებს, კაცისთვის რას ნიშნავს იყოს კარგი ქმარი. ვაჭმევ, ვასმევ, „ვაგულავებ“, მაინც უკმაყოფილოა, რაღა უნდა მეტი?! – ასეთი საშინელი დამოკიდებულებაა ხოლმე ძირითადად (იცინიან).

– მოიცა, მოიცა. ეს სულ სხვა „გადაცემის“ თემაა (იცინიან)! უპირველესად, ქალს, ცოლს არასდროს არ უნდა მოაკლო ყურადღება. ალბათ, დამეთანხმები!

– აბსოლუტურად.

– მე ვცდილობ, ჩემს ცოლს ყურადღება არ მოვაკლო. თუმცა, სამწუხაროდ, იმდენი დრო ნამდვილად არ მრჩება, რამდენიც მინდა, რომ მქონდეს. მაგრამ, ვახერხებთ, ის ცოტა დროც გემრიელად გავატაროთ. ორივე ვცდილობთ, ერთმანეთს ყოველი დღე გავულამაზოთ და როცა ეს ყველაფერი ორმხრივია – გამოდის.

– ამბობენ, ცოლ-ქმრის ცხოვრებაში არსებობს კრიზისული წლები – მესამე, მეშვიდე თუ რაღაც ასეთები. ეს როგორ გადაიტანეთ?

– კრიზისული წლები, პრაქტიკულად, არ გვქონია. კრიზისი, რა თქმა უნდა, ყველა ურთიერთობაში არსებობს, თუმცა ის არ ყოფილა იმდენად მძაფრი, რომ მერე მისი შეხორცება რთული ყოფილიყო. ჩვენი „უმძაფრესი“ კრიზისი შეიძლება, იყოს კამათი, რომელიც, მაქსიმუმ, თხუთმეტი წუთი გრძელდება და მერე ავტომატურად ლაგდება, თან კომპრომისების გარეშე. ანუ, იმან დათმო და თქვა, რომ მტყუანი იყო, ამან თავი დახარა – მსგავსი რაღაცეები არ ხდება. კამათის შემდეგ, უბრალოდ, აღარ გვახსოვს უსიამოვნების მიზეზი და მარტივად ვერთვებით სხვა საკითხზე.

– ძალიან მაგარია ეს და მიხარია თქვენი ასეთი ურთიერთობა. გულწრფელად ვამბობ, რომ შენნაირი ცოლი, მართლა ძალიან ცოტა ადამიანს ჰყავს – ჭკვიანი და ლამაზი, რაც იშვიათია.

– დიდი მადლობა. ვიშრომე ამისთვის.

– ამბობენ, რომ ტელევიზია არის ძალიან „მგლური სამსახური“, სადაც არის უამრავი ინტრიგა, ჭორი, ბნელი კულისები. როგორი ტიპი უნდა იყო, რომ შეძლო ორი ამხელა პროექტის გენერალური პროდიუსერობა, კარგი გადაცემების გაკეთება და თანაც, თანამშრომლებს ძალიან უყვარდე. ისიც ვიცი, რომ საშინელი მომთხოვნი ხარ. ერთი-ორჯერ კინაღამ თმით მითრია ჩაწერაზე, რომ დამაგვიანდა. მთლად თმით არა, მაგრამ, არც ბევრი დაუკლია, ისე მეჩხუბა. როგორ ახერხებთ ამ ყველაფერს, ბატონო ნოე?

– ამის რეცეპტი შენ წარმოიდგინე და არსებობს. პირველი, უნდა გქონდეს შინაგანი ენერგია, მეორე, უნდა იყო მიზანდასახული – ზუსტად იცოდე რა გინდა და ამ მიზანს მთელ შენ რესურსს ახმარდე და მესამე – უნდა მქონდეს სწორი გარემო. სწორი გარემო, ამ შემთხვევაში კარგ „სტაფს“ ნიშნავს, ადამიანებს, რომელთათვისაც დღე და ღამე არ არსებობს მაშინ, როდესაც საქმეა გასაკეთებელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ადამიანები გვერდით გყავდეს, შენ იყო მათი ერთგული და ისინიც ასევე ერთგულები იყვნენ შენი და საქმის.

– არ არის ეს კულისების ინტრიგები?

– რამდენიც გინდა იმდენია, უბრალოდ, ისე შევეჩვიე ამას, ყურადღებას აღარ ვაქცევ. უნდა ისწავლო, ამ ყველაფრის სხვა კუთხით დანახვა. თუ იუმორი გყოფნის, რომ მსგავს ფაქტებზე, მოვლენებზე გაიღიმო, გაიხუმრო, სახალისო კუთხით შეხედო, არ გაართულო და გააღრმავო, ყველაფერი ცუდი აგცდება.


скачать dle 11.3