კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჰანტის წარმატების საიდუმლო

გასულ კვირას ბრიტანეთში ცნობილი ავტომრბოლელის, ჯეიმს ჰანტის ცხოვრებაზე წიგნი გამოვიდა, რომელიც უკვე ბესტსელერად იქცა. წიგნში მისი ბიოგრაფიის აქამდე უცნობი დეტალებია მოთხრობილი და ახლა ირკვევა, რომ სპორტის ლეგენდას ხუთი ათასზე მეტი ქალი ჰყავდა.

„იგი ამის გარეშე ვერ ძლებდა. 1976 წელს, ტოკიოში, გადამწყვეტი რბოლის წინ იგი ერთი კვირით სასტუმროში გამოიკეტა და „ბრითიშ ეარლაინის” 33 სტიუარდესასთან ჰქონდა კავშირი. მან ამ ერთ კვირაში ათ კილოგრამამდე დაიკლო. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია, რბოლაში მონაწილეობა მიეღო და ის ადგილი მოეპოვებინა, რომელმაც, საბოლოოდ, ჩემპიონის ტიტული გაუნაღდა“, – წერია წიგნში.

ამას გარდა, წიგნში ისიც წერია, რომ 45 წლის ასაკში გარდაცვლილი ჰანტი ნარკოტიკების აქტიური მომხმარებელი იყო და მისი გარდაცვალების მიზეზი ინფარქტი კი არა, როგორც ეს აქამდე იყო ცნობილი, არამედ ნარკოტიკების დიდი დოზა გახლდათ. უბრალოდ, მაშინ მიიჩნეოდა, რომ ყველასთვის მისაბაძი სპორტსმენის სიკვდილის მიზეზად ნარკოტიკების გამოცხადება გულშემატკივრებს შოკში ჩააგდებდა.


скачать dle 11.3