კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ხელოვნების ნიმუში

სხვა ქვეყნებში არ ვიცი, მაგრამ ჩვენთან ასეა – სამხატვრო აკადემიის სტუდენტების უმრავლესობა შთაგონებული სახითა და უცნაური ჩაცმულობით დადის. სავარაუდოდ, ამით ისინი ხაზს უსვამენ, რომ მოქმედი თუ მომავალი ხელოვანები არიან. ხელოვანები კიდევ უცნაური და ძნელად გასაგები გახლავთ. ყოველ შემთხვევაში, ასეთი სტერეოტიპია ჩვენში დამკვიდრებული და ცოდვა გამხელილი ჯობია, ჩემს ცოლსაც სამხატვრო აკადემია აქვს დამთავრებული, მაგრამ რომ გითხრათ, ლეონარდო და ვინჩივით უცნაური იდეები ახასიათებს ან მოდილიანივით ლოთობს-მეთქი, მოგატყუებთ.

მოკლედ, ეს ყველაფერი იმიტომ მოგიყევით, რომ რუსმა ჩოგბურთელმა ანა კურნიკოვამ და მისმა მეგობარმა – ენრიკე იგლესიასმა იახტით გასეირნება გადაწყვიტეს და თან, მეგობრებიც იახლეს. მეგობრებთან ერთად იყო ერთი მხატვარი და როგორც ჟურნალისტები ამბობენ, დასვენება სწორედ მან ჩაშალა. ჯერ იყო და მხატვარმა იახტის კედლები მოხატა და ანა გადარია, მერე კი...

მხატვარი ოთახიდან შიშველი გამოვიდა და ენრიკეს და ანას უკანალი მიუშვირა – ნახეთ, რა მაგარი რაღაც დავხატეო, მას უკანალი რაღაც გაუგებარი ფერებით ჰქონდა მოხატული და ამტკიცებდა, ხელოვნების ნიმუშიაო. საბოლოოდ, ენრიკემ, ანას კატეგორიული მოთხოვნით, მეგობარი იახტიდან დაითხოვა. მან კი სავარაუდოდ, ხელოვნების ნიმუშიც აბაზანაში დატოვა.


скачать dle 11.3