კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვალერი შვილს აღიარებს, ნიკოლეტას – არა

ბულგარელი ფორვარდი ვალერი ბოჟინოვი სერიოზულ შარშია. მისი თანამემამულე მოდელი, ნიკოლეტა ლოზანოვა აცხადებს, ვალერისგან ბავშვს ველოდებიო და ამაში ერთი შეხედვით ცუდი არაფერია, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. საქმე ისაა, რომ ბოჟინოვს ცოლი ჰყავს და თანაც როგორი ცოლი – ნიკოლეტას დაქალი ალესია.

„ბოჟინოვმა რამდენიც არ უნდა იხტუნოს, მაინც ვერსად გაექცევა იმ ფაქტს, რომ მისგან შვილს ველოდები და თუ უარყოფს, დეტალებში მოვყვები, სად, რა და როგორ მოხდა“, – დაიმუქრა ნიკოლეტა და ბოჟინოვის რეაქციამაც არ დააყოვნა.

„მახსოვს, როგორ ისარგებლა ნიკოლეტამ ჩემი სიმთვრალით და დარწმუნებული ვარ, ეს იმიტომ გააკეთა, რომ ჩემგან შვილი გაეჩინა. ამის გამო, ოჯახი მენგრევა და ალესიას ვშორდები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცოლად ნიკოლეტას მოვიყვან. მე შვილს ვაღიარებ, ლოზანოვას კი – არა“, – განაცხადა ფეხბურთელმა.

სხვისი რა გითხრათ, მაგრამ სურათს თუ დააკვირდებით, მიხვდებით, რომ ნიკოლეტა ლოზანოვას ამღიარებლები ბოჟინოვის გარეშეც არ მოაკლდება.


скачать dle 11.3