კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბექჰემმა და კაპელომ დასცხეს

ინგლისის ეროვნული ნაკრების თავკაცმა ფაბიო კაპელომ დევიდ ბექჰემს შეუთვალა, მომავალ თვეში „უემბლიზე” საფრანგეთის ნაკრებს ამხანაგურად ვხვდებით და, თუ სურვილი გექნება, მზად ვარ, ეს შეხვედრა ნაკრებიდან შენი გაცილების მატჩად ვაქციოო. როგორც ჩანს, ამ ინფორმაციამ 35 წლის დევიდი ძალიან გააბრაზა და მან საგანგებო პრესკონფერენციაც გამართა.

„გასაგებია, რომ კაპელო მთავარი მწვრთნელია და გადაწყვეტილებებს ის იღებს, მაგრამ მაინტერესებს, ვინ მისცა იმის უფლება, რომ ჩემი მომავალი დაგეგმოს? ვინ უთხრა კაპელოს, რომ ნაკრებიდან წასვლას ვაპირებ, გამოსათხოვარ შეხვედრას რომ მიწყობს? რბილად რომ ვთქვა, ეს სხვის ცხოვრებაში უხეშად ჩარევის მცდელობაა, რეალურად კი ამას უვიცობა და თავხედობა ჰქვია“, – განაცხადა ბექჰემმა.

რა თქმა უნდა, ამ ამბავმა იტალიელი სპეციალისტიც გააცოფა და მისმა პასუხმაც არ დააგვიანა.

„ნაკრების მწვრთნელი მე ვარ და 2012 წლამდე ასე იქნება. მაინტერესებს, რაზე გათვლით ამბობს ბექჰემი იმას, რომ ნაკრებში ისევ ითამაშებს? მე მის გამოძახებას აღარ ვაპირებ“, – განაცხადა კაპელომ.


скачать dle 11.3