კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები





რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი კახა ჯანაშია

კითხვა: არის თუ არა ქლამიდია პირის ღრუში?

პასუხი: ქლამიდიოზი უროგენიტალიური ტრაქტის ინფექციური დაავადებაა. პირის ღრუში ქლამიდიები არ არის. თეორიულად მათი იქ მოხვედრა მხოლოდ გაუკუღმართებული სექსის შედეგად არის შესაძლებელი. ასეთ შემთხვევაში პირის ღრუ ქლამიდიების დროებით სამყოფელია – თუმცა, ინფექციის გადაცემა ასეთი გზით არ ხდება.

კითხვა: რამდენიმე წლის წინ დედაჩემს ხველისას პირიდან სისხლი წამოუვიდა. გადავუღეთ ფილტვების რენტგენი, მოუსმინა ექიმმა, მაგრამ ხელმოსაჭიდი ვერაფერი ნახეს. მას შემდეგ ტკივილით არაფერი სტკივა, მაგრამ მარცხენა ფერდქვეშ დროდადრო ყურყური და ხმები ისმის, ეგებ მითხრათ, რა შეიძლება იყოს?

პასუხი: ნახველის შერეული, უმნიშვნელო რაოდენობის სისხლი ყოველთვის აშფოთებს ადამიანს, რადგან საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ ასეთი რამ ფილტვების ტუბერკულოზსა და უფრო მძიმე პათოლოგიებს ახასიათებს. მისი ერთჯერადი გამოვლინება დიაგნოზის საფუძველი ვერ იქნება. თუ სისხლიანი ხველა განმეორდა, აუცილებელია საფუძვლიანი სამედიცინო კვლევა, ნახველის ბაქტერიოლოგიური შესწავლა, ფილტვების შრეობრივი გამოკვლევა. რაც შეეხება ყურყურსა და ხმებს, ასეთი ჩივილები ნაწლავების ანთებას ახასიათებს და მათ მოსახსნელად გასტროენტეროლოგს უნდა მიმართოთ.

კითხვა: ჩემს 5 წლის გოგონას ერთი თვის წინ მდუღარე წყლით დაეწვა სახე და დარჩა სიწითლე. არსებობს თუ არა საფრთხე ნაიარევი სამუდამოდ დარჩეს? რით შეიძლება მოვაცილოთ სიწითლე? გთხოვთ, გვირჩიოთ რომელიმე ხალხური მალამო.

პასუხი: დამწვრობის შემდგომი უბანი საბოლოო სახეს რამდენიმე თვის შემდეგ მიიღებს. სიწითლე ნუ შეგაშინებთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დამწვრობის უბანი სამუდამოდ ასეთი დარჩება. მით უმეტეს, ბავშვი მოზარდია, კანი იჭიმება და სახეცვლილებას განიცდის. ხალხური საშუალებიდან გირჩევთ კოლხურ მალამოს, „ფიტომალს“.

კითხვა: ერთი წელია, მაქვს ქრონიკული ბრონქიტი. მკურნალობის მიუხედავად, სქელი ლორწოვანი ნახველი ვერ მოვიშორე. თან ასთმური სპაზმებიც ერთვის. იქნებ, რომელიმე ეფექტური ხალხური მეთოდი მირჩიოთ.

პასუხი: როგორც ჩანს, თქვენი ბრონქიტი ინფექციურ-ალერგიული ხასიათისაა. ამდენად, ხალხურ საშუალებებთან სიფრთხილე გმართებთ. გირჩევთ ალერგოლოგსაც გაესინჯოთ და მისი რეკომენდაციები გაითვალისწინოთ. მანამდე უნდა სვათ მსუბუქი ამოსახველებელი და ანტისეპტიკური საშუალებები: მუკალტინი, ბრომჰექსინი.

კითხვა: ვარ 21 წლის, გასათხოვარი. 18 წლის მონონუკლეოზის დიაგნოზით ინფექციურ საავადმყოფოში ვიწექი. მმკურნალობდნენ პრედნიზოლონის დიდი დოზით. მას შემდეგ ვუჩივი ჭარბთმიანობას ნიკაპზე, მკლავებზე, გულმკერდზე. გთხოვთ მირჩიოთ, როგორ ვიმკურნალო?

პასუხი: ინფექციური მონონუკლეოზი ვირუსული ეტიოლოგიის დაავადებაა, რომელსაც სდევს ცხელება, ინტოქსიკაცია, ანგინა, ლიმფური კვანძების გადიდება. პრედნიზოლონით მკურნალობისას სავსებით მოსალოდნელია, თანმდევი ეფექტის სახით, განვითარდეს ჰირსუტიზმი. გირჩევთ, კონსულტაციისთვის ენდოკრინოლოგს მიმართოთ. ის გაარკვევს, ხომ არ დარღვეულა თქვენს ორგანიზმში ჰორმონული ბალანსი და საჭირო რჩევებსაც მოგცემთ.

კითხვა: ვარ 16 წლის ქალიშვილი. ხშირად მტკივა თავი და თვალები. მეჩვენება, თითქოს თვალებზე რაღაც მძიმე მაწვება. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ გული წამივა და დავეცემი. რისი ბრალი შეიძლება იყოს?

პასუხი: გირჩევთ, ცხვირის დანამატი ღრუების ჩირქოვანი ანთება გამორიცხოთ. ამისთვის თავის ქალის რენტგენოგრაფია და ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაცია დაგჭირდებათ. თუ ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა, მაშინ ნევროლოგს უნდა მიმართოთ.


скачать dle 11.3