კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უნდა მოიშოროს ადამიანმა ბოროტი, უხამსი ფიქრები და როდის აწვდის მას ეშმაკი მკრეხელურ აზრებს

ადამიანებს ხშირად გვაწუხებს ბოროტი, მკრეხელური ფიქრები, რომლებიც ხელს გვიშლის ლოცვაში და ზოგჯერ ერთმანეთთან ურთიერთობაშიც. მათ მოსაშორებლად კი, მხოლოდ სულიერი ბრძოლაა საჭირო. ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა (ბიკაშვილი).

– მამა საბა, როგორც წმიდა მამები გვეუბნებიან, ფიქრები ძალიან ხშირად ბევრი ვნებისა და ცოდვის სათავე ხდება.

– ძალიან ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით კი ხანშიშესულები, როდესაც ეკლესიაში მოდიან აღსარების ჩასაბარებლად, ხშირად ამბობენ: არაფერი დამიშავებია, არ შემიცოდავს... ეს, რა თქმა უნდა, აბსურდია, რადგან, არ შეიძლება, ცოცხალმა ადამიანმა, რომელიც ვნებებისკენ არის მიდრეკილი და მრავალი აზრი მოსდის, რომელიც მის გონებას აშფოთებს ან აღაფრთოვანებს, არ სცოდოს. ადამიანი სულიერი არსებაა და მის სულში განუწყვეტელი ბრძოლა მიმდინარეობს. შეიძლება ადამიანი, რაღაც ფიზიკურ ბრძოლას აწარმოებდეს, რომელიც გარკვეულ დროს მთავრდება, მაგრამ სულიერი ბრძოლა არასდროს წყდება, სიკეთისა და ბოროტების ჭიდილი არასდროს მთავრდება. ბევრი მოხუცებული იმასაც ამბობს, სახლში ვზივარ და არაფერს ვაშავებო. ადამიანებს ჰგონიათ, როცა სახლიდან გარეთ გამოვა, საზოგადოებასთან ექნება ხშირად ურთიერთობა, მაშინ შეიძლება, შესცოდოს. არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანი მარტოა სახლში თუ გარეთ, უნდა თუ არ უნდა, მას ბრძოლის სახით ყოველთვის მოსდის ცუდი ფიქრები, აზრები, რასაც ჩვენ ვნებებს ვეძახით. ეკლესია გამოყოფს ბრძოლის სამ სახეს: სიტყვით, საქმით და აზროვნებით. ყველამ ვიცით, რომ სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს და მას კონკრეტული ადრესატი ჰყავს; ასევე მის მნიშვნელობას – რას ამბობს, ვის მიმართ და როგორ. გონებაში ჯერ აზრი იბადება და, თუკი ადამიანი შემდეგ ამ აზრს დაეთანხმება და შეიწყნარებს, მისი ზეგავლენის ქვეშ ექცევა. ეს აზრი, შეიძლება, ბოროტი ძალისგან იყოს მოხვეული. ამიტომაც არის, რომ ვდგავართ ეკლესიაში ან სახლში ვკითხულობთ ლოცვებს და, ამ დროს, როცა ადამიანის გონება, სულიერი ძალები იქითკენ უნდა იყოს მიმართული, რომ ლოცვით იყოს უფალთან კავშირში, სიმშვიდე პოვოს, პირიქით, მას ხელს უშლის ბოროტი ძალა და თავს ახვევს არა მხოლოდ აზრებს, არამედ მკრეხელობასაც. შეიძლება, სწორედ სიწმიდეების, წმიდანების, უფლის მიმართ გაუჩნდეს ადამიანს მკრეხელური აზრი, რასაც მას ბოროტი ძალა მოუვლენს. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს იწვევს დაცემული გონება და მდგომარეობა, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, შეიძლება, ეს ადამიანის ბრალი არ იყოს, ბოროტი ძალები ახვევენ მას თავზე, რომ დააბრკოლონ ლოცვის მდგომარეობაში მყოფი და ხელი შეუშალონ. ხშირ შემთხვევაში, ბოროტი ძალების ჩვენზე ზემოქმედება არ არის საცნაური, მაგრამ, ბევრი წმიდა მამის პატერიკში უამრავი ფაქტია, სადაც აღწერილია, როგორ ზემოქმედებენ ბოროტი ძალები ადამიანებზე, ხელს უშლიან ლოცვაში. ორი ბერი იყო, ორივე ხორციელი ძმა. ერთ-ერთი მეტი სულიერებით გამოირჩეოდა და როდესაც ის ლოცვის დროს მეორე ძმას უყურებდა, ხედავდა, მას გარშემო ეხვეოდა უამრავი დაცემული ანგელოზი, ეშმაკები და ისინი ლოცვის წარმოთქმის დროს ხელს აფარებდნენ პირზე, რომ უფლის სადიდებელი სიტყვები არ წარმოეთქვა და ის ამას ვერ ხედავდა. ჩვენც, იმ ლოცვების წარმოთქმისას, რომლებსაც წლების განმავლობაში ვკითხულობთ და თითქმის ზეპირად ვიცით, ზოგჯერ, შეიძლება, ენა დაგვებას და ბოლომდე ვერ გავიხსენოთ. ფსალმუნის კითხვისას ადამიანი ყლაპავს სიტყვებს, წესიერად ვერ გამოთქვამს და აღარ ამბობს იმას, რაც წესია. ეს, რა თქმა უნდა, ბნელი ძალების ზემოქმედებაა და, შეიძლება ითქვას, რომ ისინი ჩვენც გვაფარებენ პირზე ხელს, რომ არ წარმოვთქვათ უფლის სადიდებელი სიტყვები.

– ხშირად ადამიანებს მაცდუნებელი, მკრეხელური აზრები სასოწარკვეთილებაში აგდებს.

– ადამიანი ამის გამო არ უნდა ჩავარდეს სასოწარკვეთილებაში. ბევრს უთქვამს – არ ვიცი, რა უნდა ვქნა, ლოცვის დროს გონება მეფანტება, ვეღარ ვლოცულობ კარგად, გონება სხვაგან გამირბისო. ასეთია ჩვენი სულიერი მდგომარეობა და ჩვენ ჯერ არ ვართ გაწაფული სარწმუნოებაში, არ ვიცით ლოცვა ისე, როგორც უნდა ვიცოდეთ და ამისთვის ძალიან ბევრი წელი გვჭირდება. წმიდა მამებმა სიწმიდის, განღმრთობის მდგომარეობას, როდესაც ისინი ლოცვით უკავშირდებოდნენ უფალს, წლებისა და ღვაწლის შედეგად მიაღწიეს. ლოცვითი მდგომარეობის რამდენიმე საფეხური არსებობს და ამას ადამიანმა ვარჯიშითა და საკუთარი თავისთვის ძალდატანებით უნდა მიაღწიოს. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლოცვის ნიჭი ყველა ადამიანს ერთნაირად არ მიემადლება. ამიტომ, თუ ვინმე ვერ ლოცულობს კარგად, მან უნდა დაიწყოს ლოცვის სწავლა, მაგრამ, რაც უფრო კარგად გამოსდის, უპირველეს ყოვლისა, ის უნდა აკეთოს, რადგან ყველა ადამიანს სულიწმიდისგან სხვადასხვა ნიჭი აქვს მიმადლებული. ადამიანს უფალმა ყველაფერი მისცა, რაც სჭირდებოდა, მაგრამ: როდესაც ის დაშორდა ღმერთს, თვითონ მოიგონა ისეთი რაღაცეები, რაც მის ცხოვრებაში მრავალი შფოთის მიზეზი ხდება და ხშირად ამ ყველაფერს ვერ აღწევს, რაც მასში შინაგან კონფლიქტს იწვევს „მინდასა“ და „შემიძლიას“ შორის და, ამ დროს, როდესაც ადამიანი ვერ იღებს იმას, რაც უნდა, ეწყება სულიერი ბრძოლა. ეს კი სხვა არაფერია, თუ არა სულიერი ძალების არასწორად წარმართვა.

– შეიძლება, ადამიანს არ მოუვიდეს მკრეხელური აზრი, მაგრამ, ეს მაინც ბოროტი ძალისგან იყოს ნაკარნახევი და მას არასწორი გადაწყვეტილება მიაღებინოს...

– ადამიანს ზოგჯერ ბოროტისგან მიეწოდება აზრი, მაგრამ ის, ერთი შეხედვით შეიძლება, სულ არ იყოს ცუდი და ის უფრო მეტად ავნებდეს მის სულიერ მდგომარეობას, ვიდრე აშკარა ცუდი ფიქრები. ბუნებრივია, როდესაც ადამიანს მოსდის მკრეხელური აზრი, აცნობიერებს, ის საიდან მოდის და გაურბის. მაგრამ, როდესაც ეშმაკი ხედავს, რომ ადამიანს შესწევს უნარი, ცუდი და კარგი გაარჩიოს, მისი მოქმედება უფრო დახვეწილი ხდება. საუკუნეების განმავლობაში ეშმაკმა დახვეწა თავისი ტაქტიკა და მიდგომა ადამიანების მიმართ. იყო დრო, როდესაც ის ცხადად ენახვებოდა ადამიანებს, ზემოქმედებას ახდენდა, ხილულად უცხადებდა მათ ბრძოლას, დღეს კი ამ ტაქტიკას აღარ ხმარობს და, ხშირ შემთხვევაში, შენიღბულად მოქმედებს. ეშმაკი ცდილობს, ის ცუდი, რომელიც მავნებელია ადამიანისთვის, წარმოგვიჩინოს სიკეთედ, შეალამაზოს და ისე მოგვაწოდოს. მაგალითად, ადამიანი გახდა ეკლესიური, მას აინტერესებს, როგორ მდგომარეობაშია, მართლა იწყებს თუ არა სწორ ცხოვრებას, ძალუძს თუ არა, განიწმინდოს, გახდეს უკეთესი ადამიანი, წავიდეს ღვთისკენ, თუ, პირიქით, არაფერი შეუძლია, ცოდვილია და ვერ გამოსწორდება. შეიძლება, ეშმაკმა ადამიანს რაღაც ცუდი შეფუთულად მიაწოდოს, კარგად წარმოუჩინოს, უთხრას: შენ მეტი მოღვაწეობა აღარ გჭირდება, რადგან დადიხარ ეკლესიაში და ლოცულობ, უკვე წმიდანი ხარ, მეტის მიღწევა აღარ გინდაო და ამით აგდებს თვითკმაყოფილებაში, რაც ქრისტიანისთვის მიუღებელი მცნებაა და ამ დროს, შეიძლება, ის ხიბლში, ამპარტავნებაში ჩავარდეს. არის მეორე უკიდურესობაც: ეშმაკი ადამიანს ეუბნება, შენ ისეთი ცოდვილი ხარ, შენგან არაფერი გამოვა, დაცემული ხარ და შენი გადარჩენა არ მოხდებაო. ის ადამიანს ბრძოლის იმედს განუქარვებს და სასოწარკვეთილებაში აგდებს, ანუ, სანამ ადამიანი ცოცხალია, მას სულ აქვს შინაგანი ბრძოლა, რომელიც ძალიან ძლიერი, მწვავე და მტკივნეულია, რადგან ეშმაკი გააფთრებით ებრძვის ადამიანს და მას მხოლოდ ერთი საქმე აქვს – რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაღუპოს. ამიტომ, ადამიანი, როდესაც რამე ცოდვაშია ჩავარდნილი, აუცილებლად უნდა შეებრძოლოს ეშმაკს. საკუთარ თავზე უნდა იმუშაოს. ადამიანმა უნდა ისწავლოს ყველა იმ ცოდვასთან განზრახვასთან ბრძოლა, რომელიც მის სულს აღაშფოთებს. მაგრამ, თუ ჩვენ ყველა ვნებას, მიდრეკილებას არ დავამსხვრევთ იმ ქვაზე, რომელსაც ქრისტე ჰქვია, მარტო ვერ შევძლებთ ამ ყველაფრის გადალახვას, რადგან ჩვენ მაცხოვრით გადავრჩებით და მისი დახმარებით შევძლებთ, გადავლახოთ ის სირთულეები, მოვიშოროთ ის მაცდური აზრები, რაც კიდევ უფრო მეტად გვაგდებს ცოდვაში.


скачать dle 11.3