კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: სახლში ვკითხულობდი წმიდა კვიპრიანეს ლოცვებს ჯადოს საწინააღმდეგოდ. ჩემმა ახლობელმა კი მითხრა, რომ ამ ლოცვების წაკითხვის უფლება არ მქონდა. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?

პასუხი: წმიდა კვიპრიანეს ლოცვების, მისი „დაუჯდომელის“ წაკითხვის უფლება ყველა მორწმუნეს აქვს. წმიდა კვიპრიანე თავდაპირველად იყო გრძნეული მოგვი, შემდეგ კი ქრისტიანი გახდა და მოწამეობრივად აღესრულა. რაც შეეხება „კვეთებულის“ ლოცვებს, რაც ბოროტ ძალთა საწინააღმდეგოდ საგანგებოდ იკითხება, მათი წაკითხვის უფლება მრევლის წევრებს კი არა, ყველა სასულიერო პირსაც არ აქვს. ამ ლოცვების წასაკითხად საგანგებო კურთხევაა საჭირო.

კითხვა: ავადმყოფობის გამო ფიზიკურად არ შემიძლია ეკლესიაში სიარული. შეცვლის თუ არა სახლში წაკითხული ლოცვები ეკლესიაში წირვა-ლოცვაზე დასწრებას?

პასუხი: საეკლესიო ლოცვებს სხვა ვერანაირი ლოცვა ვერ შეცვლის. ეცადეთ, მოძღვარი სახლში მოიხმოთ, რომ აღსარება თქვათ და ეზიაროთ.

კითხვა: ცოდვას ხომ არ ჩავდივარ, სერიოზულად რომ ვარ დაკავებული აღმოსავლური ორთაბრძოლებით?

პასუხი: აღმოსავლური ორთაბრძოლების იდეოლოგია არაქრისტიანულია, თუმცა შესაძლებელია, ამ ორთაბრძოლების ცალკეული ელემენტები წვრთნის დროს იყოს გამოყენებული, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უგულებელყოფილ იქნება ის რელიგიური საფუძვლები, რასაც ეყრდნობა საბრძოლო ხელოვნების მათეული ილეთები.

კითხვა: ჩემს შვილს დავარქვი მამამთილის სახელი, რომელიც ახლახან მძიმე სენით გარდაიცვალა. მეშინია, მისმა მოსახელე ბავშვებმაც არ გაიზიაროს მისი ბედი. შეიძლება თუ არა სახელის შეცვლა?

პასუხი: სახელის შეცვლის საჭიროება, რა თქმა უნდა, არ არსებობს. თქვენს მამამთილს, ალბათ, რომელიმე წმიდანის სახელი ერქვა, შესაბამისად, თქვენს შვილსაც წმიდანის სახელი ჰქვია და არა მამამთილის სახელი. ასე რომ, მშვიდად იყავით და ბავშვი ქრისტიანულად აღზარდეთ.

კითხვა: სამწუხაროდ, მძიმე ავადმყოფი ისე გარდაიცვალა, არ იყო მონათლული, თუმცა სიკვდილის წინ მოძღვრის მოყვანას ითხოვდა. ახლობლებმა ვეღარ მოასწრეს ამ სურვილის შესრულება. შეიძლება თუ არა ასეთი ადამიანისთვის პანაშვიდის გადახდა?

პასუხი: მისთვის პანაშვიდის გადახდა და მისი სულისთვის ლოცვა არ შეიძლება. თუმცა, მის სურვილს, რომ მოძღვარი ენახა და მონათლულიყო, ყოვლადმოწყალე უფალი გაითვალისწინებს. თქვენ შეგიძლიათ, მხოლოდ მოწყალება გაიღოთ გარდაცვლილის სახელზე.


скачать dle 11.3