კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს



კითხვა: დავიბადე 1993 წლის 17 სექტემბერს. გთხოვთ მითხრათ, რომელი პროფესიებია ჩემთვის წარმატების მომტანი?

პასუხი: თქვენთვის კარგი და წარმატების მომტანია შემდეგი პროფესიები – პოლიტიკის ფართო სპექტრი, იურისპრუდენცია, ხელოვნების ფართო სპექტრი, დიზაინი, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, ქორეოგრაფია, ფოტოგრაფია, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ტურიზმი, პროფესიონალური დიპლომატია და სპორტის სფერო.

კითხვა: ჩემი ვაჟი დაიბადა 2004 წლის 6 ივნისს, დილის საათებში. გთხოვთ მითხრათ, რა არის მისი კარმულ-კოსმიური მისია?

პასუხი: მისი კარმული მისიაა, რომ იყოს ფრთხილი, წინდახედული, ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისმოყვარე, ყაირათიანი, პრაგმატული. უნდა შეძლოს ნებისმიერ სიტუაციაში სტაბილურობის შენარჩუნება, სადაც შევა შეიტანოს ჰარმონია და სილამაზე, იყოს ერთგული და გარშემოც ასე თუ ისე ერთგული ადამიანები შემოიკრიბოს. შეძლოს საკუთარ თავზე ინიციატივის აღება; ნებისმიერ საქმეს სერიოზულობით და პასუხისმგებლობით მოეკიდოს; იმუშაოს ზედაპირულობის გარეშე.

კითხვა: დავიბადე 1992 წლის 29 ოქტომბერს, დილით. რა პროფესიაში ვცადო ბედი, რომ მომავალში მეტ წარმატებას მივაღწიო?

პასუხი: თქვენთვის კარგია პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, იურისპრუდენცია, ფოტოგრაფია, დიზაინი, მოდელირება, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ბიზნესი ან შემოქმედება, ქორეოგრაფია, სადალაქო საქმიანობა, სოციოლოგიისა და პოლიტიკის ფართო სპექტრი, პროფესიული დიპლომატია საკონსულოების და საელჩოების დონეზე.

კითხვა: დავიბადე 1990 წლის 24 იანვარს. მაინტერესებს, უცხოეთის რომელი ქვეყანაა ჩემთვის მისაღები და რომელ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანთან მელის ბედნიერი თანაცხოვრება?

პასუხი: პარტნიორულ-სასიყვარულო-რომანტიკული ურთიერთობებისთვის თქვენთვის კარგია „სასწორის,” „კირჩხიბის,” „ტყუპების” და „ვერძის” ნიშნით დაბადებულ ადამიანთან ქორწინება. უცხოეთი კი თქვენთვის საშუალოა. ქვეყნებიდან მისაღებია: ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთი მხარე, აფრიკის ჩრდილო-დასავლეთი მხარე, ჰოლანდია, შოტლანდია, ახალი ზელანდია, თურქეთი, ჩინეთი, ინდოეთი, იტალია, უზბეკეთი, რუსეთი, პოლონეთი, შვედეთი, ჩილე, სლოვაკეთი და კანადა.

კითხვა: დავიბადე 1977 წლის 10 მაისს. უცხოეთის რომელი ქვეყანაა ჩემთვის მისაღები და რომელ სფეროში ვსინჯო ძალები წარმატების მისაღწევად?

პასუხი: უცხოეთი თქვენთვის არც კარგია და არც ცუდი, ანუ საშუალოა. ქვეყნებიდან უმჯობესია: ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთი, ინგლისი, ბელგია, კანადა, ეგვიპტის სამხრეთი ნაწილი, საბერძნეთი, ნორვეგია, არგენტინა, მონაკო, ჩინეთი, ლატვია, ესპანეთი, ავსტრალია, იტალია, გერმანია, რუსეთი. პროფესიებიდან კი გირჩევთ ჟურნალისტიკას, რადიო-ტელევიზია-პრესის სამსახურს, სარეკლამო-საგამომცემლო საქმეს, ხელოვნების ფართო სპექტრს, სადალაქო ინდუსტრიას, არქიტექტურას, ტურისტულ ბიზნესს ან შემოქმედებას, პროფესიონალურ დიპლომატიას, ავიაციის ბიზნესს, ქორეოგრაფიას, საკონდიტრო საქმეს, სოციოლოგიას, ფოტოგრაფიას, პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ სფეროს.

კითხვა: დავიბადე 1984 წლის 10 სექტემბერს. მინდა უცხოეთში სამუშაოდ წასვლა. გთხოვთ, მირჩიეთ, რომელი ქვეყანა იქნება ჩემთვის წარმატებული?

პასუხი: კარგია ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთი მხარე, ბელგია, კანადა, კუნძული სარდინია, ინგლისის დასავლეთი ნაწილი, საბერძნეთი, ნორვეგია, ავსტრალია, საფრანგეთის სამხრეთი ნაწილი, სერბეთი, სლოვენია, ესპანეთი, პორტუგალია, ბოსნია, ბულგარეთი, ისლანდია, მექსიკა, ლიტვა, გერმანია; ამ ქვეყნებში მეტი წარმატება გელით.

კითხვა: ჩემი ვაჟი დაიბადა 1982 წლის 31 ოქტომბერს. არის თუ არა უცხოეთი მისთვის მისაღები? კერძოდ, რომელ ქვეყანაში ურჩევთ წასვლას და მოღვაწეობას და რომელი სფეროებია მისთვის განსაკუთრებით წარმატების მომტანი?

პასუხი: უცხოეთი მისთვის საშუალოა. ქვეყნებიდან კი კარგია ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთი მხარე, ჰოლანდია, შოტლანდია, თურქეთი, საფრანგეთი, ახალი ზელანდია, ჩინეთი, ინდოეთი, იტალიიდან – ვენეციის მხარე, უზბეკეთი, აფრიკის ჩრდილო-დასავლეთი ქვეყნები, გერმანია, მალაიზია, სირია, ნორვეგია, კუბა, მექსიკა, უნგრეთი. ხოლო რაც შეეხება პროფესიებს, მისთვის წარმატების მომტანი და მისაღებია: ისტორია, ეთნოგრაფია, არქეოლოგია, მედიცინიდან – პედიატრია, რეანიმატოლოგია, სტომატოლოგია, ქირურგია, გინეკოლოგია, ფსიქიატრია, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმე, სამხედრო სტრუქტურები, სამართალდამცავი ორგანოები, საგამომძიებლო საქმე, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, ასევე, ხელოვნების ფართო სფერო.

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1989 წლის 6 მაისს. რომელი ქვების ტარებაა მისთვის წარმატების მომტანი?

პასუხი: მისთვის კარგია და წარმატების მომტანი ალექსანდრიტი, ამეთვისტო, მარჯანი, გიშერი, ოქროსფერი ტოპაზი, ქალცედონი, სერდოლიკი.


скачать dle 11.3