კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას გაუგო გემო „ვიცე-მის საქართველომ“ ნათია კაჭარავამ და რას აკეთებს ის მიზნის მისაღწევად

17 წლის ნათია კაჭარავა სამოდელო სააგენტო „იმიჯ-ცენტრის“ მოდელია. მშვენიერი ნათია ჯერჯერობით სკოლაში დადის – ის მეთორმეტე კლასის მოსწავლეა. ნათიას ძალიან უყვარს თავისი საქმე – მოდელობა და უნდა, რომ წარმატებული კარიერა ჰქონდეს. მან ახლახან მიიღო მონაწილეობა კონკურსში „მის საქართველო“ და ხუთეულშიც შევიდა – „მესამე ვიცე-მის საქართველო“ გახდა.

ნათია კაჭარავა: 17 წლის ვარ, სკოლაში დავდივარ და დაახლოებით ორი-სამი წელია, ვმოდელობ. რომ გავიზარდე და ვნახე, როგორი ლამაზები იყვნენ მოდელები, მეც ძალიან მომინდა მოდელობა. თან, მინდოდა, ის სასიამოვნო განცდა შემეგრძნო, რასაც მოდელები ფოტოგადაღების დროს განიცდიდნენ. ფოტოების გადაღებისას ძალიან დიდ სიამოვნებას იღებ და თან, სასიამოვნოდ იღლები.

– პროფესია თუ გაქვს უკვე არჩეული?

– ჯერჯერობით არ მაქვს გადაწყვეტილი, არ ვიცი, მოდელობის გარდა რას ავირჩევ. ყველანაირად ვეცდები, რომ მოდელობას ბოლომდე გავყვე. საკუთარ თავს ხელს შევუწყობ, რომ მაქსიმალურ შედეგს მივაღწიო, ანუ, მოდელობა ჩემთვის დროებითი გატაცება არ არის, ძალიან მინდა, ჩემი კარიერა წარმატებით გაგრძელდეს.

– „მის საქართველოს“ გარდა, სხვა კონკურსებშიც თუ გაქვს მონაწილეობა მიღებული?

– ადრე ვმონაწილეობდი „ელიტ მოდელ ლუქ ჯორჯიაში“. სამწუხაროდ, ხუთეულშიც ვერ გავედი, მაგრამ, დიდი გამოცდილება და უამრავი მეგობარი შევიძინე და კიდევ ერთხელ გავუგე კონკურსს გემო. რაც მთავარია, ძალიან დავიხვეწე.

– რატომ გადაწყვიტე „მის საქართველოში“ მონაწილეობა?

– ერთი სული მქონდა, როდის გავხდებოდი 17 წლის, რომ კონკურსში მონაწილეობა მიმეღო. მშობლებმა მირჩიეს სილამაზის კონკურსზე წასვლა, უფრო – დედამ. მამა თავიდან წინააღმდეგი იყო, მაგრამ მისმა მეგობრებმა შემიწყვეს ხელი, რომ ჯერ „ელიტზე“ გავსულიყავი, მერე კი – „მის საქართველოზე“. „მის საქართველოზე“ რომ გავედი, მამა, პირიქით, უფრო აქტიური იყო, მეუბნებოდა, ეს კაბა არ ჩაიცვა, ცუდად გაქვს, მეორე ჩაიცვი – ის უფრო გიხდებაო. ძმაც ძალიან მიწყობს ხელს, ორივე ჩემს მხარეს გადმოვიბირე და ახლა ისინი უფრო აქტიურად არიან ამ საქმეში ჩართულები, ვიდრე დედა და მეგობრები.

– როდესაც ასეთ კონკურსში მონაწილეობ, რა თქმა უნდა, გამარჯვების იმედი გაქვს...

– ძალიან მინდოდა, ხუთეულში შევსულიყავი, მაგრამ მაინც მოულოდნელი იყო მეოთხე ადგილზე გასვლა, ანუ „მესამე ვიცე-მის საქართველო“ რომ გავხდი. თავიდან რომ გამოაცხადეს ჩემი სახელი და გვარი, ისეთი დაბნეული ვიყავი, გონზე ვერ მოვდიოდი. უბრალოდ, გავიგე, ნომერი 14 რომ გამოაცხადეს და გავედი, მაგრამ, შევედი თუ არა ხუთეულში – ვერ მივხვდი. ეს მხოლოდ კონკურსის შემდეგ გავაცნობიერე. ყველა გოგონას აქვს იმედი, რომ ხუთეულში შევა ან „მის საქართველო“ გახდება, თუმცა, ბოლო წამებში მაინც ნერვიულობს. ამიტომ, ძალიან გამიხარდა, „მესამე ვიცე-მის საქართველო“ რომ გავხდი.

– ალბათ, ამ კონკურსის შემდეგ თავდაჯერებულობაც მოგემატა.

– დიახ, უფრო თავდაჯერებული გავხდი. საერთოდ, ძალიან მიზანდასახული ადამიანი ვარ. როცა რამის გაკეთება მინდა, ყველაფერს ვაკეთებ მიზნის მისაღწევად. თუნდაც ის, რომ ხუთეულში შევედი და „მესამე ვიცე-მის საქართველო“ გავხდი, იმის დამსახურებაა, რომ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთე. კონკურსამდე გარკვეულწილად მშობლებზე ვიყავი დამოკიდებული, ახლა ოცი დღე თითქმის მარტომ, მშობლების, მეგობრების გარეშე გავატარე და ძალიან მიხარია, რომ უფრო დამოუკიდებელი გავხდი.

– თვითკრიტიკულიც ხარ?

– ძალიან მიყვარს კრიტიკა, ვერ ვიტან ორპირ ადამიანს, ფორმაში რომ არ ხარ და მაინც გეუბნება, რა ლამაზი ხარო. მირჩევნია, პირში, სიმართლე მითხრან, ვიდრე მომატყუონ. საკუთარი თავის მიმართაც კრიტიკული ვარ. სულ ვცდილობ, უფრო მეტად დავიხვეწო, ახალი თვისებები შევიძინო. რამდენიმე დღე ისეც ვიყავი, რომ საკუთარ გარეგნობაში არაფერი მომწონდა, მაგრამ, მეგობრებმა მითხრეს, ნურაფერზე ფიქრობ, ბუნებრივად რაც ხარ, ის იყავიო. მეც გავაცნობიერე და მივხვდი, რომ ამდენი კრიტიკა არ არის საჭირო. ეს, ძირითადად, განწყობაზეა ხოლმე დამოკიდებული. თუმცა, უფრო ხშირად კარგ ხასიათზე ვარ, მხიარული, ვცდილობ, სადმე წავიდე მეგობრებთან ერთად. „მის საქართველოს“ დროსაც ძალიან კარგად ვერთობოდით და მხიარულად ვიყავით.

– როგორი გართობა გიყვარს?

– დიდად არ მიყვარს კლუბებში სიარული. მირჩევნია, სახლში გავერთო მეგობრებთან ერთად, ვიდრე კლუბში. ძალიან მიყვარს ცეკვა, სიმღერა, სპორტიც მიყვარს, განსაკუთრებით ჩოგბურთი და ფეხბურთი.

– არ მითხრა ახლა, ფეხბურთს ვთამაშობო.

– არ ვთამაშობ, მაგრამ ძალიან მიყვარს ყურება. ოჯახის წევრებთან ერთად ყოველთვის ვუყურებ ფეხბურთის მატჩს და როდესაც ჩემს საყვარელ გუნდს ბურთი გააქვს კარში, ან წააგებს, ყოველთვის ბოლო ხმაზე ვყვირი. როდესაც თამაშები საქართველოში იმართება, სულ დავდივარ და იქაც ხმამაღლა გამოვხატავ ჩემს ემოციებს, მთელი ხმით ვყვირი ხოლმე.

– ანუ ემოციური ადამიანი ხარ?

– ემოციური ადამიანი მართლაც ვარ, თუმცა, ჩემს ემოციებს ტირილით არ გამოვხატავ. უფრო, როდესაც აჟიტირებული, კარგ ხასიათზე ვარ, მაშინ ვყვირი.

– როდესაც ცუდ ხასიათზე ხარ, მაშინ როგორი ხარ?

– განწყობას ძნელად მიფუჭებენ, ძირითადად კარგი ხასიათი მაქვს. თუ მეგობრებთან გამიფუჭდება ხასიათი, არასდროს ვიმჩნევ და მათ განწყობაზე გადავდივარ. როცა სახლში ვარ, მარტო, უფრო ვითრგუნები, ცუდ ხასიათზე ვდგები, ამიტომ, მირჩევნია, ამ დროს მეგობრებთან ერთად ვიყო და სადმე დავსხდეთ.

– როგორი ბიჭები მოგწონს? რა აზრის ხარ ფეხბურთელებზე?

– უფრო მხარბეჭიან, კუნთიან, „შევსებულ“ ბიჭებს ვაქცევ ყურადღებას, უფრო მამაკაცურები არიან, ანუ უფრო ფეხბურთელები და კალათბურთელები მომწონს. ოღონდ, არ უნდა იყოს ეჭვიანი და, საერთოდ, ჩემი მეორე ნახევარი უნდა იყოს ისეთი ადამიანი, რომელიც თავიდან ბოლომდე მენდობა, ჩემს პროფესიაში ხელს კი არ შემიშლის, პირიქით, შემიწყობს და არჩევნის წინაშე არ დამაყენებს.

– პირველ ეტაპზე, ალბათ, მაინც გარეგნობას აქცევ ყურადღებას.

– ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვიზუალურ მხარეს. ალბათ, პირველად მაინც მის ჩაცმულობას, მანერებს მივაქცევ ყურადღებას. შეიძლება, სპორტულად იყოს ჩაცმული, მაგრამ კარგად, გემოვნებით. კლასიკურად ჩაცმულებიც მომწონს, ოღონდ, გააჩნია – სად. თვალში თუ რაღაც მომხვდება ცუდად, თუნდაც თმის ერთი ღერი, შეიძლება, ამან ბიჭის მიმართ ცუდი აზრი შემიქმნას. ძალიან დაკვირვებული, კრიტიკული თვალი მაქვს, ყველაფერს ვაქცევ ყურადღებას.

– როგორი ხასიათი უნდა ჰქონდეს?

– მხიარული და თავისუფალი უნდა იყოს – ისეთი, როგორიც მე ვარ, ურთიერთობაში ძალიან შებოჭილები არ უნდა ვიყოთ.

– მამაკაცის მატერიალურ მდგომარეობას აქცევ ყურადღებას?

– შესაძლოა, მდიდარმა ბიჭმა ისეთი საჩუქარი ვერ გაგიკეთოს, როგორსაც ნაკლებად შეძლებული გაგიკეთებს. შეიძლება, ელემენტარულად, ყვავილი რომ მაჩუქოს, იმით უფრო გამახაროს და მომაწონოს თავი, ვიდრე მანქანის ჩუქებით. მამაკაცმა ყოველთვის უნდა იბრძოლოს ქალისთვის. უნდა აინტერესებდეს, როგორ ცხოვრობ, როგორ იქცევი. ისეთი მამაკაცი არ უნდა გყავდეს გვერდით, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს შენი გარეგნობა, როგორ გაცვია, როგორ გამოიყურები.


скачать dle 11.3