კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა განაპირობებს ადამიანის წარმატება-წარუმატებლობას და როგორ გავიუმჯობესოთ ცხოვრება ვარსკვლავების განწყობის წყალობით



ხშირ შემთხვევაში წარმატების ან წარუმატებლობის მიზეზი არა ადამიანის საქმიანობა, არამედ იდუმალი ძალების და ვარსკვლავების განწყობის წყალობა და დამსახურებაა. ყველა ადამიანი სამყაროს ნაწილია და მის სასიცოცხლო ენერგიის ზეგავლენას ყოველთვის განვიცდით.

საცხოვრებელი ბინა ადამიანის სხეულს ჰგავს. მასში ენერგიათა ცვლა ყოველ წუთს მიმდინარეობს. ამ მხრივ დიდი მნიშვნელობა აქვს სახლის ფორმას. უნდა იცოდეთ, როგორი ზომის და ფორმის სახლი მოგიტანთ სამომავლოდ წარმატებას. თუ საცხოვრებელი ბინა ან ოთახი ტრაპეციის ფორმისაა, ასეთ სახლში ცხოვრება ძალიან რთულია, რადგან მეტი უიღბლობაა და ფულიც თავისთავად გაედინება, ბარაქას ვერ ნახავთ. თუ სამკუთხედია, სიმდიდრეს ვერასდროს დააგროვებთ. არც გრძელი ფორმის ოთახები და სახლია სასურველი. ოთხკუთხედი ან ოვალური საცხოვრებელი კი მეტად კარგი და სასიკეთოა.

ასევე, როცა სახლში რამე ნივთს ადგილს უცვლით, ამით აუცილებლად იცვლით ცხოვრებაში რაღაცას. თუ ინტუიცია კარგად გაქვთ განვითარებული, ზუსტად მიხვდებით, რა ნივთი სად დადოთ, რა შეცვალოთ თქვენს გარშემო და ამით როგორ გაიუმჯობესოთ ცხოვრება.

ვერცხლის ნივთები ადვილად იღებს სახლში უარყოფით ენერგეტიკულ დარტყმებს და ასევე, იწოვს უარყოფით ენერგიებს. მთელს სიბინძურეს, რომელსაც ადამიანი თავისდაუნებურად იღებს გარემოსთან ურთიერთობისას, ვერცხლი ანეიტრალებს.

თუ ისეთი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ ხართ დაბადებული, რომ ვერცხლი თქვენთვის მისაღები ლითონია, აუცილებლად ატარეთ მისი სამკაულები. ასევე, კარგია ნებისმიერი ადამიანისთვის სახლში ჰქონდეს ვერცხლის პატარა ფიგურები. ამით დაეხმარებით საცხოვრებელ ბინაში დადებითი ენერგიის შედინებას. სავსე მთვარის დროს, ღამით შეგიძლიათ, ეს ვერცხლის ფიგურები ღია ცის ქვეშ დააწყოთ, თუნდაც აივანზე, რათა ისინი მაქსიმალურად დაიტუმბოს და „აივსოს” მთვარის ძალით და ენერგიით.

საცხოვრებელში ნებისმიერ საგანს დიდი მნიშვნელობა აქვს.

ოჯახში დადებითი ენერგიის მოსაზიდად აუცილებელია ძველმანი, გამოუსადეგარი ნივთების მოცილება. თავისუფალ სივრცეში, მეტი დადებითი ენერგიის ცირკულაცია ხდება. ასევე, სისუფთავე და წესრიგი სახლში დადებითი ენერგიის შემოდინებას უწყობს ხელს.

გირჩევთ, მეტი ყურადღება დაუთმოთ სახლის და ოთახების მოწყობა-გალამაზებას, ყველა ნივთს თავისი ადგილი მიუჩინოთ, რათა მეტი სიმშვიდის, სიყვარულის და ურთიერთგაგების ენერგია და ატმოსფერო შექმნათ.




скачать dle 11.3