კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ქრება ოჯახში ბარაქა და რატომ არ უნდა გაიტანოთ სახლიდან ნაგავი მზის ჩასვლის შემდეგ



თუ სახლში შესვლისთანავე ცუდ განწყობაზე დგებით, უფულობა და უიღბლობა გახსენდებათ და ყოველ წვრილმანზე ნერვები გეშლებათ, ნუ შეაწუხებთ წუწუნით და ბუზღუნით სხვებს, ჯობია, ყოველივე ამაზე დაფიქრდეთ და გამოსავალი თავადვე მოძებნოთ, საკუთარ ბინაში.

როგორც პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ნინო ამბობს, უიღბლობას და ცუდ განწყობას ადვილად დააღწევთ თავს. ასევე, საკუთარი ძალებითვე შეძლებთ მატერიალური კეთილდღეობის მოპოვებას, თუ საცხოვრებელს სწორად მოაწყობთ.

ნინო: სახლი ის ადგილია, სადაც ადამიანები სულიერ განტვირთვას, ძალების მობილიზებას, დასვენებასა და სიმშვიდეს პოულობენ. თუმცა, ბევრს, ზღურბლს გადააბიჯებს თუ არა, მაშინვე თავს ახსენებს უიღბლობა და პრობლემები. არადა, დამიჯერეთ, სახლი თანამედროვე ადამიანისთვის არა მარტო საცხოვრებელი ადგილი, არამედ წინასწარმეტყველური მინიშნების საშუალებაცაა. ყველა ჩვენგანმა ისე უნდა მოაწყოს თავისი საცხოვრებელი ბინა, რომ თავი კომფორტულად და ენერგეტიკულად დაცულად იგრძნოს. ისიც მართალია, გემოვნებაზე არ დავობენო, მაგრამ, მერწმუნეთ, ყველაზე მეტად სწორედ ეს არის სადავო საკითხი. თუ ადამიანის ემოციები და გუნება-განწყობა უარყოფითი ენერგიით არის დამუხტული, ამას სახლიც გრძნობს და შესაბამისადაც რეაგირებს. ამიტომ ვურჩევ ყველას, ცუდი განწყობა და უგუნებობა სახლის კარს იქით დატოვონ და შინ ხალისითა და ღიმილით შეაბიჯონ. ასევე, გირჩევთ, გაითვალისწინოთ ის მინიშნებები, რომლებიც უბარაქობას იწვევს.

– კერძოდ, რა გავითვალისწინოთ?

– რა და, თუ გსურთ, ფული არ გამოგელიოთ ჯიბიდან, ნუ ჩაიყოფთ შარვლის უკანა ჯიბეებში ხელებს და ასე ნურც ივლით და ნურც დადგებით დიდხანს. თუ ონკანიდან წყალი წვეთ-წვეთად ჟონავს, ამას თქვენი ოჯახის ბარაქაც ასე ნელ-ნელა გაჰყვება თან, ამიტომ სასწრაფოდ მოაწესრიგეთ ეს პრობლემა. ასევე, არ დადოთ ჩანთა, გასაღები და ცარიელი ბოთლი მაგიდაზე. გვიან, მზის ჩასვლის შემდეგ, არც ნაგავი გადაყაროთ და არც სახლი გამოგავოთ. დამეთანხმებით, ეს რჩევები არც ისე რთული შესასრულებელია, მით უმეტეს, თუ იცი, რომ ამით უბარაქობას უკუაგდებ. სამყაროში თითოეულ ქცევას თავისი შედეგი მოაქვს და ეს უნდა იცოდეთ. მინდა, აქვე გითხრათ ისიც, რომ კარმული ჩავარდნის პერიოდში ადამიანი უბარაქობის მსხვერპლი ხდება, შემდეგ კი აუცილებლად დგება კარმული აღმასვლის პერიოდი და სიტუაციაც გამოსწორდება. ეს პერიოდები კი ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრებაში დგება. კარმული დაღმასვლის პერიოდში მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ, უნდა აკონტროლოთ სიტყვები, აზრები, ფინანსები და სურვილებიც კი. როცა მოზღვავებულ ენერგიას გრძნობთ, ეს აღმასვლის კარმული პერიოდია და ის მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ წარმატების მისაღწევად. კოსმოსში ადამიანი საკუთარი თავისა და ბედის პროგრამას კარმული დაღმასვლის პერიოდში გზავნის. სწორედ ამიტომ გითხარით, რომ ამ დროს მეტად ყურადღებით უნდა იყოთ და მეტი სიფრთხილით უნდა გაიაროთ ეს პერიოდი.

– ქალბატონო ნინო, თუ არსებობს რჩევები ეზოთერიკაში, რომელიც ადამიანს წარმატების მიღწევაში ეხმარება და საქმეს ამ მხრივ უიოლებს?

– რასაკვირველია, არსებობს და, გაითვალისწინებთ თუ არა ამ რჩევებს, ეს თქვენი საქმეა. ყველა ჩვენგანის სახლში, კერძოდ, ოთახში, არსებობს ადგილები, რომლებიც ფინანსებზეა პასუხისმგებელი. მაგალითად, ასეთი ადგილებია შემოსასვლელი კარიდან მარცხენა კუთხე. მას მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ, სულ მოწესრიგებული უნდა გქონდეთ და არ უნდა დადოთ იქ ჭუჭყიანი ნივთები. კარგია ამ ადგილას ცოცხალი ხის დადგმა. დღეს თითქმის ყველგან იყიდება ქოთანში ჩარგული დეკორატიული ხეები, შეიძინეთ ისინი და დადგით შესასვლელში. ლამაზიც არის და ბარაქაზეც დადებითად მოქმედებს. მინიატურული, ცოცხალი, მწვანე მცენარეები ადამიანს სასიცოცხლო ენერგიით ავსებს, წარმატებისკენ მიმავალ გზას უხსნის და, აქტიური მოქმედების შედეგად, კარგ შემოსავალსაც უქადის. ასევე, კარგია ასეთი მინიატურული ხეების მისაღებ და საძინებელ ოთახებში დადგმა. ისინი, ასევე, ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრაში და ნეგატიური ენერგიის განეიტრალებაში დაგეხმარებიან. გეტყვით იმასაც, რომ მინიატურულ მცენარეებთან სიახლოვის შემდეგ ადამიანებს წინასწარმეტყველური უნარი და ინტუიცია უვითარდებათ.

– თქვით, თუ ონკანიდან წყალი წვეთავს, ეს უფულობაზე მიგვანიშნებსო. გამოდის, რომ სანტექნიკა თუ წყობიდან გამოდის, ეს იმის მიმანიშნებელია, რომ უიღბლობისთვის უნდა მოვემზადოთ?

– ჩემი მოთხოვნა და არა თხოვნაა, სახლში მთავარი ყურადღება სწორედ წყალგაყვანილობას მიაქციოთ. შეიძლება, ბევრს გაეღიმოს და თქვას, ეს ჩემს უფულობასთან რა კავშირშიაო, მაგრამ, მერწმუნეთ, ეს ასეა. სხვათა შორის, ეს არა მარტო მატერიალურზე, არამედ ადამიანის ფსიქიკაზეც უარყოფითად აისახება. თუ შენიშნავთ, რომ თქვენს ბინაში წყალსადენი მილები, ონკანი ან კანალიზაცია ხშირად გამოდის მწყობრიდან, ესე იგი, თქვენ სურვილის დონეზე არასწორად მართავთ გრძნობებს, ანუ თქვენი ემოციები შეზღუდულია და გამოვლინების საშუალებებს ეძებს. როცა ადამიანის ემოციები და გუნება-განწყობა უარყოფითი ენერგიით არის დამუხტული, ამას საცხოვრებელი სახლიც შეიგრძნობს. თუ სრული ჰარმონიისა და ბარაქა-იდილიის შექმნა გსურთ, სახლს ყურადღება მეტად მიაქციეთ და გაითვალისწინეთ ზემოთ მოყვანილი რჩევები.

ნონა დათეშიძე


скачать dle 11.3