კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რით დაამთავრა ირმა შარიქაძემ საყვარელ მამაკაცთან ბრძოლა და ვის სიყვარულს ელის ის

ირმა შარიქაძეს ცხოვრების აქტიური პერიოდი აქვს – ერთდროულად რამდენიმე საინტერესო პროექტზე მუშაობს, რის გამოც საქმე მის მთავარ პირად ცხოვრებადაც კი იქცა. მარტოხელა ქალის სტატუსი არ აშინებს, უფრო მეტიც, ფიქრობს, რომ ზომაზე მეტად აქტიური და ძლიერი ქალია და, ერთ მშვენიერ დღეს ბედისწერა მასაც მოუმზადებს სიურპრიზს. მანამდე კი, ფოტოხელოვანი ყველაზე დიდი და ხანგრძლივი სიყვარულით ცხოვრობს, რომელიც უკვე წლებია, რაც მისგან შორს, მოსკოვში დარჩა...

ირმა შარიქაძე: შემოქმედებითი თვალსაზრისით, ჩემს ცხოვრებაში საკმაოდ ბევრი სიახლეა – როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ერთდროულად რამდენიმე პროექტზე ვმუშაობ, ერთი პროექტი არ მაკმაყოფილებს (იცინის). უახლოეს მომავალში ვგეგმავ ფოტოგამოფენის მოწყობას ევროპაში, ორ ცნობილ ევროპელ ფოტოხელოვანთან ერთად. პარალელურად ვმუშაობ ათწუთიან მხატვრულ ფილმზე, რომელიც მატა ჰარის პროექტის ფარგლებში კეთდება, მე უკვე მოვსინჯე საკუთარი ძალები რეჟისურაში – მოსკოვში იყო წარდგენილი ჩემ მიერ გადაღებული ვიდეოარტი, რომელიც ეძღვნებოდა ფრიდა კალოს, რომელმაც საკმაოდ საინტერესო შეფასებები დაიმსახურა. ვცდილობ, გავაფართოვო ჩემი საქმიანობის არეალი. ძალიან მინდა, რომ ჩემი ხელოვნება იყოს საჭირო და სასარგებლო ხალხისთვის, მინდა ჩავატარო საქველმოქმედო გამოფენა, შემოსული თანხა კი გადავცე რომელიმე საბავშვო სახლს. პროექტი, რომელზეც ახლა დავიწყე მუშაობა და მინდა განვახორციელო კულტურის სამინისტროსთან ერთად, თანამედროვე ქართველი ქალის სახის შექმნაა, პორტრეტების სერია გაკეთდება საქართველოს საუკეთესო ლანდშაფტების და კულტურული ძეგლების ფონზე. ფოტოსესიებში მონაწილეობას მიიღებენ ყველაზე მომხიბვლელი ქართველი მოდელები, მსახიობები და საუკეთესო ქართველი დიზაინერები. პროექტი ერთი წლის განმავლობაში განხორციელდება, შესაბამისად, გადაღებები ჩატარდება წლის ოთხივე სეზონზე. ლანდშაფტების გათვალისწინებით, დიზაინერი შექმნის შესაფერის კაბას, რომელიც თანამედროვე მოდის ტენდენციებს გაითვალისწინებს. პროექტის მიზანია, საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენა.

– როგორ ფიქრობთ, თქვენ თავად აკმაყოფილებთ ამ მაღალ სტანდარტებს?

– საკუთარ თავზე ძნელია ლაპარაკი, მაგრამ ალბათ, კი. (იცინის) მე მომწონს ქართველი ქალი, მას დიდი პოტენციალი აქვს; ძალიან ჭკვიანია, ლამაზი, მიზანდასახული, შეუძლია ლიდერის როლის შესრულება. მე ვამაყობ, რომ ქართველი ქალი ვარ, ბუნებით ვარ პერფექციონისტი და გამუდმებით ვმუშაობ საკუთარ თავზე. ვერ ვიტყვი, რომ ის, რასაც მივაღწიე, იოლად მოვიდა ჩემს ცხოვრებაში – ეს ძალიან დიდი შრომის შედეგია. ელიავას ბაზრობაზეც კი მივლია, რომ გადაღებისთვის საჭირო დეკორაციის მასალები მეყიდა. მახსოვს ის დრო, როცა პროფესია ავირჩიე, 16 წლის ვიყავი, თბილისში შუქი და გაზი არ იყო, არანაირი პერსპექტივა არ ჩანდა. ფოტოგრაფებიც მხოლოდ ასაკოვანი მამაკაცები იყვნენ, მაგრამ, ისე ვიყავი დარწმუნებული საკუთარი არჩევნის სისწორეში და ისე მძაფრად შევიგრძნობდი ამას, რომ არაფერზე აღარ ვფიქრობდი. ვცდილობდი, ბევრი წამეკითხა, ბევრი რამ მენახა, ბევრი რამ შემეგრძნო. კარგი ფოტოგრაფი განათლებული უნდა იყოს, უნდა ერკვეოდეს კარგად ლიტერატურის, კინოს, თეატრის, მოდის ტენდენციებში. ნებისმიერი ადამიანი ეძებს საკუთარ თავს. როგორც საქმეში, ასევე პირად ცხოვრებაში, საკმაოდ ბევრი დაბრკოლება გვხვდება, მაგრამ არ ვნებდებით და არ ვეშვებით. რაც არ უნდა ბევრი პრობლემა მქონდეს, საკუთარ თავს „მოშვების” უფლებას არასდროს ვაძლევ: მჯერა, რომ ყველა ადამიანს თავისი ბედისწერა აქვს, ყველა ვერ გახდება სუპერვარსკვლავი, მთავარი ისაა, რომ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვიყენოთ.

– უცხოეთში ფოტოხელოვანები საკმაოდ მაღალ ჰონორარებზე მუშაობენ, ამ მხრივ ჩვენთან როგორაა საქმე, თქვენი პროექტები თუა კომერციული?

– ამ მხრივ ბედს არ ვუჩივი. ძალიან წარმატებულად ჩაიარა მოსკოვის გამოფენამ. თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა და ერთ-ერთმა ფონდმა შეიძინეს ჩემი ნამუშევრები და ამ ჰონორარებით შევიძინე ახალი ძალიან კარგი კამერა და ავტომობილი „ჰონდა ცეერვე“. მინდა გითხრათ, რომ კამერაში ავტომობილზე ბევრად ნაკლები თანხა არ გადამიხდია (იცინის). საქართველოში ნაკლებად რეალურია, რომ ჰონორარით ავტომობილი იყიდო, მაგრამ შრომა აქაც, ასე თუ ისე, ფასდება. ადრე მთელ ჩემს ფულს მაღაზიებში ვტოვებდი, ახლა მენანება, მირჩევნია, საჭირო ტექნიკა შევიძინო. სამოსზე უკვე აღარ მძლევს სული, ამ ცდუნებაზე უარს იოლად ვამბობ, მაგრამ, ალბათ იმიტომაც, რომ არც ისე ცუდი გარდერობი მაქვს (იცინის).

– რუსულ-ქართულ ურთიერთობებს თქვენი მოსკოვური კავშირები არ შეეწირა?

– არა. მე ვფიქრობ, რომ ხელოვნება არის ის, რასაც შეუძლია, ადამიანები ერთმანეთთან დააკავშიროს ისეთ რთულ სიტუაციებშიც კი, როგორიც ბოლო წლებში ქართულ-რუსული პოლიტიკის წყალობით წარმოიშვა. ეს არის ხიდი, რომელიც არღვევს საზღვრებს, აახლოებს ადამიანებს. გამოფენაზე მოვიდა ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი, რომლებმაც იმ საღამოს ძალიან ისიამოვნეს და ბევრი ღიმილი აჩუქეს ერთმანეთს. გამოფენა ეძღვნებოდა ცნობილ მხატვარს, ფრიდა კალოს და ჩატარდა მექსიკის საელჩოს მხარდაჭერით ცნობილ გალერეა „ჯი ემ ჯიში“. ქალბატონებმა ჩაის თანხლებით ვისაუბრეთ ბევრ საინტერესო თემაზე, მათ შორის ცნობიერსა და ქვეცნობიერზე ქალის შემოქმედებაში.

– ამ ხიდსა და საზღვარს იქით თქვენი შვილი დარჩა. როგორ ცხოვრობთ მარტო, მის გარეშე?

– შვილის გარეშე ცხოვრება ძალიან მძიმეა. ის ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული და ბედნიერებაა, თუმცა, ამ თემაზე საუბარიც კი მიჭირს. ვიცი, რომ ასეა საჭირო მისი მომავლისთვის. ილიკო 10 წლისაა, სკოლის გარდა დადის ძალიან ბევრ წრეზე, ცეკვავს, უკრავს ვიოლინოზე და საერთოდ, ძალიან არტისტული ბიჭია. ილიკო ცხოვრობს მამასთან და მის მშობლებთან ერთად, ისინი ზრუნავენ ჩემს შვილზე, რასაც ძალიან ვაფასებ. ერთადერთი, რაზეც გული მწყდება, ისაა, რომ ილიკო ქართულად ვერ ლაპარაკობს. ჩემი ყველაზე დიდი მიზანია, ილიკოს ქართული ვასწავლო და, ამას, ალბათ, ოდესმე შევძლებ, მით უმეტეს, რომ ბავშვი 6 წლამდე ქართულად გადასარევად წერდა, კითხულობდა და საუბრობდა.

– ილიკოს წყალობით, როგორც ჩანს, ყოფილ მეუღლესთან ხშირად გაქვთ ურთიერთობა.

– ჩემი ყოფილი მეუღლე უკვე დაქორწინებულია, მას ჰყავს რუსი მეუღლე, მაგრამ ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. 19 წლის ასაკში ერთი კვირის გაცნობილ მამაკაცს გავყევი ცოლად. ჩვენ ხასიათით ვერ ვეწყობოდით ერთმანეთს და გასაკვირი არ არის, რომ დავშორდით. ვერ ვიტყვი, რომ ეს ისტორია განსაკუთრებულ როლს ასრულებს ჩემს ცხოვრებაში, ან მამაკაცებზე ცუდი წარმოდგენა შემექმნა. მე საკმაოდ აქტიური ქალი ვარ, მჯერა ბედისწერის და ვფიქრობ, რომ, მოვა დრო, როცა უფრო აქტიურად მივხედავ ჩემს პირად ცხოვრებას. ქალს გვერდით სჭირდება ადამიანი, რომელთანაც თავს სუსტად იგრძნობს, მაგრამ მე იმდენად ძლიერი ქალი ვარ, რომ ამ როლში შესვლა, ალბათ, ძალიან გამიჭირდება (იცინის).

– სანამ თქვენს ცხოვრებაში ასეთი მამაკაცი გამოჩნდება, რითი ცხოვრობთ?

– საქმით, მაგრამ, ეს უკვე მხოლოდ საქმე აღარ არის, ეს ჩემი ცხოვრებაა. ვცეკვავ ტანგოს, მიყვარს ცხენები და თავისუფალ დროს ვჯირითობ. ეს ადრეულ ასაკში დაიწყო, როცა ცხენმა გამიტაცა და უნაგირიდან ვერ გადმომაგდო, ასე დაიწყო ჩვენი სიყვარულის ისტორია (იცინის). რაც შეეხება მამაკაცებს, აქ არსებობს კიდევ ერთი პრობლემა: მე 31 წლის ვარ, ძალიან მომწონს ჩემი ასაკი, მაინტერესებს მამაკაცები, ოცდაათიდან ორმოც წლამდე, რომლებიც, ძირითადად დაქორწინებულები არიან. ასეთი სტატუსის მამაკაცებთან ურთიერთობა კი არაფრის მომტანია, ეს არაა ჩემი სტილი და ასეთ მამაკაცებზე დროს არ დავკარგავ (იცინის). ამ ასაკის მამაკაცებში, ყველა კარგი პარტია დაკავებულია (იცინის).

– ეძებეთ, რომ?!

– თაყვანისმცემლების ნაკლებობას არ განვიცდი, მაგრამ, ცოტა არ იყოს, პრეტენზიული ვარ. ვფიქრობ, რომ ჩემი მამაკაცი განათლებული, რეალიზებული და საინტერესო უნდა იყოს. უნდა უყვარდეს ხელოვნება და უნდა შეეგუოს იმას, რომ ჩემი კონტროლი შეუძლებელია. მე, შეიძლება, ჩემი სურვილით ვაკონტროლებინო თავი, მაგრამ, ეს მე უნდა გავაკეთო და არა მან. არ მიყვარს, როცა ქალები მამაკაცთან ბრძოლებს მართავენ, ჩემთვის მნიშვნელოვანია ნდობის ფაქტორი. მე მქონდა სერიოზული რომანი გათხოვების პერსპექტივით, მაგრამ, როგორც კი ჩვენ შორის ბრძოლა დაიწყო, ურთიერთობაც დასრულდა.

– იცხოვრებთ მამაკაცთან, რომელიც წინდის გარეცხვას მოგთხოვთ და მუზებს უდროო დროს დაგიფრთხობთ?

– არა, ეს არ არის ჩემი მოთხოვნა. წინდის გარეცხვა ძალიან ყოფითი ნაწილია, ბოლოს და ბოლოს, სარეცხი მანქანა ხომ არსებობს?! სახლში შევჭამთ სადილს თუ რესტორანში წავალთ სავახშმოდ – ეს ურთიერთობის შემდეგი ეტაპია, იქამდე მისვლა კი სხვა სულიერი ფასეულობების გამოვლენით ხდება. ჩემი რჩეული მხოლოდ ინდივიდი და საინტერესო უნდა იყოს – ნებისმიერ ადამიანს ასე ვარჩევ. მე არ მყავს ბევრი მეგობარი, მაგრამ, ვინც მყავს, ყველა ძალიან საინტერესო პიროვნებაა. მათ რჩევასაც ვეკითხები და ობიექტურ კრიტიკასაც ვიღებ მათგან. ძალიან ვაფასებ გულწრფელობას. მამაკაცს ოდნავი სიყალბე რომ შევამჩნიო, მაშინვე დავამთავრებ ურთიერთობას. მთავარია, სიყალბე არ იყოს და წინდასაც მოევლება და ვახშამსაც (იცინის).

– გეხერხებათ საშინაო საქმეები?

– პედანტურად მოწესრიგებული ადამიანი ვარ. ჩემ ირგვლივ, ჩემს სახლში, ყველაფერი წესრიგში უნდა იყოს. მიყვარს თავის მოვლა, ყოველთვის გარეცხილია ჩემი მანქანა, ტანსაცმელსაც ვირეცხავ და საჭმელსაც ვიკეთებ დილაობით, თუმცა, საღამოს მაინც სადმე, მყუდრო სიტუაციაში დაჯდომა მირჩევნია, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ მარტო კაცი ჭამაშიაც ცოდვაა (იცინის).




скачать dle 11.3