კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2017 (119)
სექტემბერი 2017 (262)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)

რომელ მცენარეს არ ეხვევა პარაზიტი და როდის შეიძლება დაიღუპოს კარამბოლა


„ფლორა ინტერნაციონალის“, ბიოლოგიის მეცნიერი მუშაკი, ბატონი ამირან ბიწაძე, ამჯერად, მხოლოდ ერთ მცენარეზე ისაუბრებს. შესაძლებელია თუ არა კარამბოლას ბინაში გახარება და საქართველოს პირობებში მისი გამოზამთრება, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.



– ბატონო ამირან, შესაძლებელია თუ არა საქართველოს პირობებში კარამბოლას გახარება და სად გვხვდება ის ძირითადად?

– ამ მცენარის სამშობლო სრულყოფილი ტროპიკებია. ის ძირითადად აფრიკასა და მალაიზიის ჯუნგლებში გვხვდება, სადაც დღესაც ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ. მცენარე საკმაოდ კარგი თვისებებით ხასიათდება. კარამბოლა ჩვენს პირობებში ცოტათი პრეტენზიულია, რადგან საქართველოში მხოლოდ ბოლო ოთხი წელია, რაც ზაფხულობით მაღალი ტემპერატურაა. ამ მცენარისთვის კარგია ზაფხულში 40– 42 გრადუსი ტემპერატურა, რომელიც ხელს უწყობს მის ზრდა-განვითარებას. ამიტომ, თუ ბოლოდროინდელ ზაფხულს გავითვალისწინებთ, შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ მისი გახარება საქართველოს პირობებშიც შესაძლებელია.

– როგორ გავამრავლოთ კარამბოლა?

– მცენარე მხოლოდ თესლით მრავლდება. მისი გამრავლების სხვა ხერხი არ არსებობს. მისი თესლის და ნაყოფის შეძენა შეგიძლიათ, ტროპიკული მცენარეების მაღაზიებში.

– როდის დავთესოთ კარამბოლას თესლი?

– ამ მცენარის თესლი ითესება წლის დასაწყისში, ანუ თებერვლიდან. თუ მისი გახარების სურვილი გაგიჩნდებათ, დრო გაქვთ, შეგიძლიათ, შეიძინოთ ზამთრის დაწყებამდე და გაამრავლოთ ქოთანში. კარამბოლას თესლის გასახარებლად მაღალი ტემპერატურაა საჭირო, ამიტომ გირჩევთ, თავდაპირველად, თესლი სათბურში ჩათესოთ. მისი აღმოცენება ორ-სამ კვირაში მოხდება.

– როგორი პირობები უნდა შევუქმნათ მცენარეს ამ პროცესის დასრულების შემდეგ?

– მას უყვარს მაღალი ტემპერატურა და სინათლე. ის შეიძლება იყოს როგორც მხვიარა, ასევე ხის სახეობა. ზაფხულში სასურველია, თუ გარეთ გაიტანთ და ეზოს პირობებში ამყოფებთ, ან აივანზე. კარგია ჟანგბადით გამდიდრებული ჰაერით ისუნთქოს.

– რაც შეეხება ზამთარს?

– ზამთარში მცენარე შეიტანეთ ბინაში, ან ორანჟერეაში. მისი გამოზამთრება მაღალ ტემპერატურაზე უნდა მოხდეს. ზამთრის სეზონზე მას დაახლოებით 20-25 გრადუსი სჭირდება.

– გვირჩევთ, რომ ოთახში გამათბობელთან მოვათავსოთ?

– გამათბობელი იმოქმედებს ამ მცენარის ჰაერიზაციაზე, ამიტომ სასურველია თუ იმ ოთახში არ დადგამთ კარამბოლას, სადაც გამათბობელია.

– ზაფხულში ხშირად უნდა მოვრწყათ მცენარე?

– მცენარეს ზაფხულის ცხელ დღეებში თითქმის ყოველდღე სჭირდება მორწყვა. როგორც კი მიწა გამოშრება, ის მაშინვე იწყებს მოწყენას და 24 საათის შემდეგ, შეიძლება, ფოთლები გაუყვითლდეს და დასცვივდეს. ამიტომ, ზაფხულში ძალიან ყურადღებით უნდა იყოთ, რომ მიწა არ გამოუშრეს. თუ რამდენიმე დღე დაგავიწყდათ მორწყვა, თქვენი მცენარე შეიძლება დაიღუპოს.

– ზამთარში რამდენ ხანში ერთხელ სჭირდება წყლის დასხმა კარამბოლას?

– ზამთარში საკმარისია 10-15 დღეში ერთხელ მორწყათ, რადგან სინათლისა და ფოტოსინთეზის უქონლობის გამო, წყალი აორთქლებას ვერ ახერხებს.

– როგორ ნიადაგში გვირჩევთ ამ მცენარის ჩარგვას?

– მის ნიადაგში უნდა შედიოდეს: ტორფი, ფოთლის მიწა და ქვიშა. გაზაფხულზე შეგიძლიათ, შეიტანოთ ცოტაოდენი სასუქი, რომელშიც აზოტი 0,5 პროცენტი იქნება მხოლოდ. გადამეტებულმა აზოტმა შეიძლება, მცენარის ადრეული დაბერება ან კვდომა გამოიწვიოს.

– შესაძლებელია თუ არა კარამბოლას ყვავილობა?

– მცენარე ყვავის 4-6 წლის ასაკში და იკეთებს 20-40-მდე ყვავილედს, რომელთა უმეტესობა გარდაიქმნება ნაყოფად და ის ძალიან სასარგებლოა ადამიანისთვის, გაჯერებულია ვიტამინებით. ამ ნაყოფში 10 პროცენტი შაქარია, 5 პროცენტი ვიტამინი B, 15 პროცენტი კალციუმი და 20 პროცენტი რკინა. სწორედ ამიტომ ამ მცენარის ნაყოფი საკმაოდ ძვირად ღირებულია და თავად კარამბოლას ნერგიც. მისი ნერგის ღირებულება 200 დოლარს აღწევს.

– მავნებლები თუ ემუქრება?

– კარამბოლას არ უჩნდება მავნებლები, რადგან მისი ღერო მლაშეა და ცოტათი მწარე. სწორედ ამიტომ მცენარე თვითონ იცავს თავს მავნებლებისგან. ეს კარამბოლას კიდევ ერთი დადებითი თვისებაა, რადგან ძალიან იშვიათია, რომ მცენარეს მავნებელი არ ეხვეოდეს. მისი გახარებით, თქვენ ნამდვილად არ შეწუხდებით პარაზიტებისგან.

– და ბოლოს, კიდევ რა გავითვალისწინოთ მცენარის გასახარებლად?

– გაითვალისწინეთ: მცენარეს არ სჭირდება გასხვლა ან ტოტების შეკვეცა, მისი დათესვიდან, 5-7 ფოთლის ფაზაში უნდა გადარგოთ, რადგან უკვე ჩამოყალიბებული აქვს ტანის ღეროს ფორმა, უფრო მომცრო ზომის რომ გადარგოთ მცენარე მოგიკვდებათ. გახსოვდეთ, მას სუფთა ჰაერი სჭირდება და ეცადეთ, ყოველთვის ნათელ ადგილას დადგათ.


скачать dle 11.3