კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2017 (106)
ნოემბერი 2017 (212)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)

მწვანე კუთხე



კითხვა: პრეტენზიული მცენარეა თუ არა ასპიდისტრა?

პასუხი: ასპიდისტრა ძალიან გამძლე მცენარეა. ბნელ კუთხეშიც რომ მიაგდოთ, მოურწყავი დატოვოთ და ფოთლები მტვრით რომ დაეფაროს, მაინც გადარჩება. ეს მცენარე ჩრდილს იტანს, მაგრამ სინათლეში უკეთ იზრდება, ოღონდ მზის გულზე ნუ დადგამთ. იტანს ნულს ზემოთ ტემპერატურას, თუმცა ოთახში 18-24 გრადუსი ურჩევნია. მიწა ნესტიანი უნდა ჰქონდეს. ამიტომ, ზაფხულში, აქტიური ზრდის პერიოდში, რეგულარულად მორწყეთ. თუ მორწყვა ზედმეტი მოუვიდა, ფოთლებზე ყავისფერი ლაქები გაუჩნდება. ჭირვეული მცენარე არ არის და მინიმალური მოვლის პირობებშიც იზრდება. ფოთლები სველი ნაჭრით გაუწმინდეთ ხოლმე, რათა სიხასხასე და სიჯანსაღე შეინარჩუნოს. ზაფხულის განმავლობაში ყოველ სამ კვირაში ერთხელ მორწყეთ ბალანსირებული თხევადი სასუქით. არსებობს ჭრელი ასპიდისტრაც, ოღონდ მას სინათლე არ უნდა მოაკლდეს, თორემ სიჭრელეს დაკარგავს.

კითხვა: როგორ მოვუაროთ ბუგენვილიას?

პასუხი: ეს მცენარე თბილ კლიმატში მაღალი და ძლიერი იზრდება. თუ ქოთანში ჩარგავთ, რეგულარული კრეჭის შემთხვევაშიც კი, შეიძლება ერთ მეტრ სიმაღლეს მიაღწიოს. მცენარემ კარგად რომ იყვავილოს, სინათლე მთელი წლის განმავლობაში არ უნდა მოაკლდეს. უყვარს ზაფხულის სითბო, დაახლოებით 25 გრადუსი, მაგრამ სიმშრალესა და სიცხეს ვერ იტანს. მთელი წლის განმავლობაში მისთვის იდეალურია 18-24 გრადუსი. ზაფხულში, ზრდის პერიოდში, ხშირად მორწყეთ, ზამთარში კი მიწა მხოლოდ ოდნავ ტენიანი უნდა იყოს: ზედმეტ წყალს ნუ დაასხამთ. გაზაფხულის ბოლოდან ზაფხულის ბოლომდე მიაწოდეთ ბალანსირებული თხევადი სასუქი. როცა თანაყვავილები შეფერადდება, მცენარე ჩრდილში გაიტანეთ და მეტხანს იყვავილებს. თუ ახალ ყლორტებს საყრდენზე შემოახვევთ, ყვავილების რაოდენობა მოიმატებს. ზამთარში გამხმარი ნაწილები გაზაფხულზე მოაცილეთ. მისთვის საუკეთესო ადგილი ზამთრის ბაღია.

კითხვა: როგორი სინათლე სჭირდება კალამონდინს გახარებისთვის?

პასუხი: ამ მცენარეს კარგად განვითარებისთვის კაშკაშა სინათლე სჭირდება. მისი ყვავილობისა და კომპაქტურობისთვის აუცილებელია კარგი განათება. ზაფხულში გარეთ დადგით, მხოლოდ გახსოვდეთ, რომ ქარიან ადგილს მოარიდოთ მცენარე.


скачать dle 11.3