კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2017 (106)
ნოემბერი 2017 (212)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: მაინტერესებს, როდის ვლინდება ცოფის დაავადება და რამდენ ხანს გრძელდება ინკუბაციური პერიოდი?

პასუხი: დაავადების სიმპტომები ვლინდება მას შემდეგ, რაც ცოფის ვირუსი გავრცელდება მთელ ორგანიზმში. დაავადების კლინიკური სურათის ჩამოყალიბებას, წინ უსწრებს მისი ფარული, ანუ ინკუბაციური პერიოდი. გაითვალისწინეთ, რომ ცხოველი აღნიშნულ პერიოდშიც საშიშია. ხშირად ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 10-14 დღის განმავლობაში, ხოლო ადამიანის ორგანიზმში მისმა ხანგრძლივობამ შეიძლება, ერთ წლამდეც კი გასტანოს.

მოხვდება რა ცოფის ვირუსი თავის ტვინში, იქიდან ისევ ნერვის გავლით ხვდება სანერწყვე ჯირკვალში, სადაც ხდება მისი აქტიური პროდუცირება და გამოყოფა ნერწყვთან ერთად. კლინიკური ნიშნების გამოვლინებამდე, 10 დღით ადრე, შეიძლება, დაიწყოს დასნებოვნებულმა ცხოველმა ვირუსის გამოყოფა. გახსოვდეთ, რომ აუცილებელია ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ცხოველს 3 თვის ასაკიდან გავუკეთოთ და ყოველ 11 თვეში ერთხელ გავიმეოროთ. ამით დავიცავთ როგორც ცხოველს, ასევე საკუთარ თავს ამ მეტად საშიში დაავადებისგან.

კითხვა: როგორი და რა სახის საკვებია ძაღლისთვის იდეალური?

პასუხი: ძაღლისთვის საგულდაგულოდ შეარჩიეთ საკვები. საკვებმა, უნდა შეავსოს ორგანიზმის ყველა ენერგეტიკული და მატერიალური დანაკარგი. საჭირო საზრდო ნივთიერებებით დაბალანსებული საკვები ულუფის შერჩევა ადვილი არ არის. უპირველესად უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი კრიტერიუმები: ასაკი, ძაღლის ფიზიკური აქტივობისა და ფიზიოლოგიური მდგომარეობის დონე, ასევე ზომა. ძაღლის კვების ჰიგიენა უნდა ესადაგებოდეს სპეციალურ მოთხოვნებს. სპეციალიზებული საკვები უზრუნველყოფს საუკეთესო ჰიგიენას. მისი სწორად მოხმარება მოწამვლის რისკს მთლიანად გამორიცხავს. გახსნილი კონსერვები, ახალი თუ გაყინული საკვები უნდა ინახებოდეს გრილ ადგილზე, ხოლო შეფუთული „კროკეტები“ – მშრალ ადგილას. თუ ძაღლმა საკვები დატოვა, აუცილებლად უნდა გადაყაროთ, ხოლო ძაღლის საკვები ჯამი დაუყოვნებლივ გარეცხოთ.

კითხვა: მაინტერესებს რა ასაკშია სასურველი ლეკვის აყვანა?

პასუხი: სასურველია, ლეკვი დაბადებიდან 45 დღის შემდგომ აიყვანოთ. 30 დღის ასაკამდე აუცილებელია, ლეკვი დედის რძით იკვებებოდეს. 45 დღის ასაკში კარგად ჩანს ლეკვის როგორც ანატომიური დეფექტები, ასევე ჯანმრთელობა. 45 დღის ლეკვს ადვილად შეამჩნევთ მხედველობისა და სმენის პრობლემას. გაითვალისწინეთ, რომ ლეკვი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს შემკრთალი, მშიშარა.


скачать dle 11.3