კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის დაუშვებელი სახლის პირობებში ცხოველის თვითნებური მკურნალობა და რა უნდა იცოდეს აუცილებლად ძუ ძაღლის პატრონმა

თუ ოჯახში ძაღლი გყავთ, მით უმეტეს ძუ, ინფორმაცია, რომელსაც შეიტყობთ ამ ინტერვიუთი, აუცილებლად დაგაინტერესებთ. ეს უნდა იცოდეს ყველამ, ვინც ოთხფეხა მეგობარზე ზრუნავს. პატრონს უხარია, როცა სახლში პატარა ლეკვები იბადებიან, მაგრამ იმის ცოდნაც აუცილებელია, რომ მაკე ძაღლი უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ და იმ პერიოდში რამდენჯერმე მიიყვანოთ ვეტერინართან კონსულტაციაზე. ამით ბევრ არასასიამოვნო დაავადებას ააცილებთ თქვენს საყვარელ ოთხფეხას თავიდან და შეუნარჩუნებთ ჯანმრთელობას არა მხოლოდ მას, არამედ ნაყოფსაც. ერთ-ერთი დაავადება, რომელიც, ძირითადად, მშობიარობის შემდეგ ვლინდება, ეკლამპსიაა. ამ თემასთან დაკავშირებით, უფრო საინტერესოდ და დაწვრილებით, ვეტერინარი ზაქრო ბაჯიაშვილი მოგითხრობთ.



ზაქრო ბაჯიაშვილი: ეკლამპსია ანუ მშობიარობის შემდგომი ტეტანია, არის ნივთიერებათა ცვლის მწვავედ მიმდინარე დაავადება, რომელსაც სისხლში კალციუმის დონის მკვეთრი დაქვეითება იწვევს და გამოვლინდება კრუნჩხვითი მოვლენებით.

– რა პერიოდში ავადდებიან ამით ცხოველები?

– ძუ ძაღლები ავადდებიან მაკეობის ბოლო პერიოდში, მშობიარობის დროს და უფრო ხშირად ლაქტაციის პირველი 2-3 კვირის განმავლობაში. ამ დროს ვითარდება ინტოქსიკაცია და კალციუმის დონის მკვეთრი დაქვეითება. რადგან კალციუმის გაცემა რძის სახით მკვეთრათ აღემატება მის შეწოვას. დარღვეულია ასევე ნერვული იმპულსების ნორმალური გატარება, რაც დამოკიდებულია სისხლში თავისუფალი კალციუმის დონის მკვეთრ შემცირებაზე.

– აღნიშნული პრობლემა ყოველთვის არ გვხვდება ცხოველებში. როგორ უნდა მივხვდეთ პრობლემის არსებობას, რა გამოვლინებები ახასიათებს მას?

– დაავადების ადრეული ნიშნებია: მოუსვენრობა, კანკალი, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა. ამ დროს ძაღლს კისერი გაწეული აქვს, აღენიშნება გაძლიერებული ნერწყვდენა. აღნიშნული სიმპტომები თანდათან ღრმავდება, ვითარდება გახშირებული და დაძაბული სუნთქვა, ტაქიკარდია, ზოგადი ტემპერატურის მომატება და კრუნჩხვები.

– რამდენ ხანს შეიძლება, გაგრძელდეს აღნიშნული მდგომარეობა?

– აღნიშნული მდგომარეობა შეიძლება, გაგრძელდეს რამდენიმე საათი და დღე-ღამეც კი. ამ დროს მდგომარეობა შეიძლება, დამძიმდეს ან შემსუბუქდეს. კრუნჩხვებისას შეიძლება, განვითარდეს ასფიქსია, სხეულის სხვადასხვა მიდამოს დაჟეჟილობა და მოტეხილობა. კრუნჩხვების გავლის შემდგომ, შეიძლება, განვითარდეს ასპირაციული პნევმონია და ღვიძლისა და თირკმელების უკმარისობა.

– რა შემთხვევაში ემუქრება ძაღლის სიცოცხლეს საფრთხე?

– ცხოველი შეიძლება მოკვდეს კრუნჩხვითი შეტევის დროს და მისი დასრულების შემდეგაც. თავის ტვინში სისხლის ჩაქცევის, სუნთქვის გაჩერების და ფილტვის შეშუპების შედეგადაც. მკურნალობის ჩატარების გარეშე ცხოველი კვდება. ეკლამპსიის შედეგად შეიძლება დაზიანდეს არა მარტო ცხოველი, არამედ მისი ნაყოფიც – მოკვდეს მწვავე ჰიპოქსიით.

ხანდახან დაავადება მიმდინარეობს მსუბუქი ფორმით. შეტევები გრძელდება 5-30 წუთამდე და მეორდება რამდენიმე საათში, ან დღეში ერთხელ. შემდეგ კი მოულოდნელად ქრება კრუნჩხვებს შორის პერიოდში. ცხოველს არ აღენიშნება დაავადებისთვის დამახასიათებელი რაიმე ნიშანი. ამ დროს პროგნოზი უფრო კეთილსაიმედოა.

– სტატისტიკურად რომელ ძაღლებს ემართებათ ეკლამპსია ყველაზე მეტად?

– ეკლამპსია ძალიან ხშირად ემართებათ განსაკუთრებით პატარა ჯიშის ძაღლებს და ისეთ ცხოველებს, რომელთაც თანმდევი პათოლოგიები აქვთ. მაგალითად, ისეთი როგორიცაა: არტერიული ჰიპერტენზია, თირკმლის დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, გაცხიმოვნება, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები და პარაზიტული ინვაზიები. ეკლამპსია ასევე ემართებათ ცხოველებს პირველი მაკეობის დროს და მრავალნაყოფიანობისას.

– რა უნდა მოვიმოქმედოთ, თუ ჩვენს ოთხფეხა მეგობარს ეკლამპსია ემუქრება?

– აღნიშნული პათოლოგიის სიმპტომების გამოვლენისთანავე, საჭიროა, ცხოველი მოვათავსოთ სრულ სიმშვიდეში, რათა თავიდან ავიცილოთ ტრავმირება. გავუთავისუფლოთ ზემო სასუნთქი გზები ნერწყვისგან და ამონაღები მასებისაგან. სასწრაფოდ მივმართოთ ვეტერინარს. მივიყვანოთ ცხოველი კლინიკაში ან გამოვიძახოთ ექიმი ბინაზე.

ეკლამპსიის მკუნალობა მოიცავს კალციუმ-ფოსფორის ცვლის კორექციას და კალციუმის დეფიციტის შევსებას. ასევე, სიმპტომატურ თერაპიასა და ცხოველის სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის აღმოფხვრას. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ვეტერინარი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მოხდეს.

– ზოგიერთი პატრონი მკურნალობის სხვადასხვა მეთოდებს თვითნებურად ირჩევს და დაავადებულ ცხოველს სახლის პირობებში მკურნალობს.

– ამის გაკეთება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. სახლის პირობებში თვითნებური მკურნალობა ყოვლად დაუშვებელია, ამან შეიძლება გამოიწვიოს ცხოველის მდგომარეობის უფრო დამძიმება და ლეტალური გამოსავალიც კი.

– დაბოლოს, თუ არის საშუალება, რომ აღნიშნული დაავადება თავიდან ავაცილოთ ცხოველს?

– აღნიშნული დაავადების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია მაკეობის პერიოდში ცხოველის სრულფასოვანი კვება და ვეტერინართან კონსულტაცია. ორსულობის პერიოდში, ისევე როგორც ადამიანს ცხოველსაც სჭირდება ექიმის მეთვალყურეობა.


скачать dle 11.3