კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გახდი კეთილი...

პროტესტი – „მე ბოროტი არ ვარ“ – არ მიიღება, იმიტომ რომ, ჩვენ სიკეთის გამოჩენას საკუთარი თავის მიმართ გთხოვთ. დაფიქრდით, რამდენჯერ გამოგიჩენიათ გაუმართლებელი სისასტიკე. რას ერჩით საკუთარ თავს, შეცდომა დაუშვა?! – მერე რა, ეს ხომ თქვენი მონაწილეობით მოხდა? თუ კეთილი ხართ, სიკეთე და გულმოწყალება ყველას მიმართ უნდა გამოიჩინოთ – მხარდაჭერა და თანადგომა, მოფერება და შექება თქვენც გჭირდებათ.

სიძნელეები?! ვის არა აქვს და ვის არ ექნება? ღირს ამის გამო გაბრაზება და გაღიზიანება, საკუთარი თავის ლანძღვა და წყევლა? ამით მარტო იმას მიაღწევთ, რომ ნეგატიური ენერგიის ნიაღვარს დაიტეხთ თავზე და ხვალ კიდევ უფრო ცუდად იქნებით. პრობლემებს მოერევით, დაძლევთ, თუკი იხელმძღვანელებთ პრინციპით: ყველაფერი მოგვარდება!

არასოდეს შეგეშინდეთ სიყვარულის. ხვალ რომ ურთიერთობა კრახით დასრულდესო, – ამის გამო საერთოდ უარი თქვათ სიყვარულზე, საშინელება იქნება. ესეც სისასტიკეა საკუთარი თავის მიმართ. ის კი არა, ყოველ ახალ გრძნობას განახლებული გულითა და სულით უნდა დახვდეთ. იყავით უშიშარიც – რისკის გარეშე სიყვარული არ არსებობს. არც გარანტიები არსებობს, მით უმეტეს, ურთიერთობებში. სიყვარულსაც კეთილი ადამიანები უყვარს, ანუ, ისეთები, ვინც სიყვარულის მიმართ სიკეთეს გამოხატავენ. ერთი სიტყვით, გახდით კეთილი და მაშინ ცხოვრებაც სიკეთით აგავსებთ!


скачать dle 11.3