კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უწოდა ირანის პრეზიდენტმა ოლივერ სტოუნს ამერიკული კულტურის „დიდი სატანა“ და რატომ დაუპირისპირდა მას მსოფლიოს ებრაელთა საზოგადოება

ფილმი „უოლ-სთრითი 2: ფულს არ სძინავს“, სადაც მთავარ როლებს სუპერვარსკვლავები – მაიკლ დუგლასი, შაია ლაბეფი და ჯოშ ბროლინი ასრულებენ, ამერიკულ კინოგაქირავებაში გასვლისთანავე, გახდა ლიდერი ბოქს-ოფისში და პირველი უიქენდის მონაცემებით, მის ანგარიშზე 19 მილიონი დოლარი დაგროვდა. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ ფილმი სრულად ამოიღებს მასზე დახარჯულ თანხას. რეჟისორ ოლივერ სტოუნს კი, ვინ იცის, იქნებ მეოთხედ მოუწიოს ყველაზე პრესტიჟული კინოპრემიის, „ოსკარის“ მიღება საუკეთესო რეჟისურისთვის.

ოლივერ სტოუნი 1946 წელს ნიუ-იორკში დაიბადა. მამამისი ებრაელი, ხოლო დედა წარმოშობით ფრანგი კათოლიკე იყო. კომპრომისი დაუშვეს და მშობლები მას ევანგელისტური აზროვნებით ზრდიდნენ. თუმცა, ამჟამად რეჟისორი თავს ბუდიზმის მიმდევრად ასახელებს. პენსილვანიაში კოლეჯის დამთავრების შემდეგ, ოლივერი ნიუ-იორკში დაბრუნდა და იელის უნივერსიტეტში ჩააბარა, თუმცა შემდეგ წელს მიატოვა სწავლა და ერთი წლით სამხრეთ ვიეტნამში გაემგზავრა, სადაც ინგლისური ენის მასწავლებლად მუშაობდა. ერთ წელიწადში ოლივერი ორეგონის შტატში გაემგზავრა, საიდანაც მექსიკაში გადავიდა. 1967 წელს იგი ჯარში გაიწვიეს და საბრძოლველად ისევ ვიეტნამში გაგზავნეს. ვიეტნამში სტოუნმა წელიწადზე მეტხანს დაჰყო და ამ პერიოდში მონაწილეობა მიიღო ორ მსხვილმასშტაბიან საბრძოლო ოპერაციაში. ოლივერ სტოუნი ვიეტნამის ომში ორჯერ დაიჭრა და სახლში დაბრუნებულს თავდაცვის სამინისტრომ მამაცობისთვის სამხედრო ჯილდოები გადასცა, მათ შორის – „ბრინჯაოს ვარსკვლავი“ და „მეწამული გული“. ვიეტნამიდან დაბრუნებული სტოუნი ნიუ-იორკის ხელოვნების უნივერსიტეტში მოეწყო, სადაც მას თვით მარტინ სკორსეზე უკითხავდა ლექციებს.

კინემატოგრაფში ოლივერ სტოუნის დებიუტი 1971 წლით თარიღდება, როდესაც კინოეკრანებზე გამოვიდა მოკლემეტრაჟიანი ფილმი – „უკანასკნელი წელი ვიეტნამში“. რომელმაც სათავე დაუდო სტოუნის კინოკარიერის ერთ-ერთი უმთავრეს პერიოდს – „ვიეტნამურ ტრილოგიას“, რომელიც ეფუძნებოდა რეჟისორის ცხოვრებისეულ გამოცდილებას ფილმებმა – „ოცეული“, „ოთხ ივლისს დაბადებული“ და „ცა და დედამიწა“ სტოუნს უდიდესი წარმატება და კინოკრიტიკოსების აღიარება მოუტანა. სამივე ფილმი სხვადასხვა კუთხით წარმოგვიდგენდა ვიეტნამის ომს. თუკი „ოცეული“ რეჟისორის ავტობიოგრაფიული ნაშრომი იყო, „ოთხ ივლისს დაბადებული“ ომის ვეტერან ინვალიდის – რონალდ კოვიკის ისტორიას მოგვითხრობდა, სადაც მთავარი როლი გენიალურად შეასრულა ტომ კრუზმა. „ცა და დედამიწა“ კი ვიეტნამელი გოგონას თვალით დანახული ომია, რომელმაც ახალგაზრდა გოგონას ცხოვრებაზე წარმოდგენა შეუცვალა. ამ ტრილოგიის პირველი ორი ფილმისთვის სტოუნი ოსკარით დაჯილდოვდა როგორც საუკეთესო რეჟისორი – 1987 და 1990 წლებში. თუმცა, უნდა ითქვას, რომ თავისი პირველი ოსკარი ოლივერ სტოუნმა შორეულ 1979 წელს ალან პარკერის „შუაღამის ექსპრესისთვის“ დაწერილი ადაპტირებული სცენარისთვის მიიღო. უნდა ითქვას, რომ სცენარების წერას ოლივერ სტოუნის კარიერაში არცთუ უმნიშვნელო ადგილი უკავია. მის კალამს ეკუთვნის ამერიკულ კინემატოგრაფიაში საუკეთესო ფილმების სცენარები: „კონან-ბარბაროსი“, „ნაიარევი სახე“, „გველეშაპის წელიწადი“, „დორზი“, „გასროლა დალასში“, „დაბადებულები მკვლელებად“ და „ევიტა“.

სტოუნის კარიერაში განსაკუთრებული ადგილი უკავია პრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელობაზე გადაღებულ ფილმს „გასროლა დალასში“, სადაც რეჟისორმა მკვლელობის საკუთარი ვერსია შესთავაზა მაყურებელს. ამან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ამერიკულ საზოგადოებაში. ფილმი თამამად ითვლება ოლივერ სტოუნის ყველაზე ამბიციურ და მსხვილ პროექტად. ასევე, არ შეიძლება, გვერდი ავუაროთ ძალადობრივი სცენებით სავსე ფილმს „დაბადებულები მკვლელებად“, რომელიც კვენტინ ტარანტინოს იდეით და სტოუნის ხორცშესხმით შეიქმნა. ფილმი ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი და სკანდალური ნამუშევარია სტოუნის კარიერაში, რომელსაც კინოპრემიერის შემდეგ სხვადასხვა ორგანიზაციებმა ძალადობის პროპაგანდაშიც კი დასდეს ბრალი.

ოლივერ სტოუნი რომ სკანდალური ფიგურაა, ამერიკაში ამაზე მრავალი ფაქტი მეტყველებს. მაგალითად, ფილმ „ნაიარევი სახის“ სცენარის ადაპტირების იდეა, მას კოკაინის მოხმარების შემდეგ მოუვიდა. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ოლივერი მტრულად განწყობილ მსოფლიო ლიდერებთან – ფიდელ კასტროსთან, უგო ჩავესთან და მაჰმუდ აჰმადინეჯადთან მეგობრობს, რომელთა შესახებ მას დოკუმენტური ფილმების მთელი სერია აქვს გადაღებული. საინტერესო ისტორია უკავშირდებოდა მაჰმუდ აჰმადინეჯადის სახელს. ოლივერ სტოუნი ირანელ ლიდერს როლს სთავაზობდა დოკუმენტურ ფილმში, რაზეც თავაზიანი უარი მიიღო. მოგვიანებით კი, ირანის პრეზიდენტის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ აჰმადინეჯადი არავითარ შემთხვევაში არ დაიჭერდა საქმეს ამერიკული კულტურის „დიდ სატანასთან“. თუმცა, მას შემდეგ, რაც ოლივერ სტოუნმა სკანდალური ფილმი გადაიღო ჯორჯ ბუშ-უმცროსზე, აჰმადინეჯადმა აზრი შეცვალა და მზადყოფნა გამოთქვა სტოუნთან თანამშრომლობისთვის.

ოლივერ სტოუნი სამჯერ იყო დაქორწინებული. პირველად მან 1971 წელს ნაია სარკისზე იქორწინა და 1977 წელს გაშორდა. 1981 წელს სტოუნმა ხელმეორედ იქორწინა – ელიზაბეთ სტოუნზთანაც, ორი ვაჟი ეყოლა, თუმცა წყვილი 1993 წელს დაცილდა ერთმანეთს. ამჟამად სტოუნი კორეელ სუნ-ჯინ იუნგზეა დაქორწინებული და მცირეწლოვანი ქალიშვილი – ტარა ჰყავთ. ახლო მომავალში სტოუნის მეოცე საუკუნის ყველაზე მასშტაბური ფიგურების – ადოლფ ჰიტლერის, იოსებ სტალინისა და მაო ძე დუნის შესახებ ფილმების სერიის გადაღებას გეგმავს. სწორედ ჰიტლერის სახელს უკავშირდება უკანასკნელი სკანდალი, რომელმაც მსოფლიო საზოგადოება აღაშფოთა და გენიალური რეჟისორის მიმართ მტრულად განაწყო პლანეტის ებრაელი მოსახლეობა.

ბრიტანული გამოცემის „სანდეი თაიმსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში სტოუნმა განაცხადა, რომ ჰოლოკოსტის მნიშვნელობა ამერიკაში განდიდებულია, ხოლო ადოლფ ჰიტლერის საქმიანობის ობიექტურ შეფასებას ებრაელები აფერხებენო. გარდა ამისა, სტოუნის განცხადებით, ჰიტლერმა გაცილებით მეტი ზიანი მიაყენა რუსებს, ვიდრე ებრაელებს, თუმცა ამაზე არავინ საუბრობს. მოგვიანებით, სტოუნს ახსნა-განმარტებების მიცემა დასჭირდა და განაცხადა, რომ მისი ნათქვამი არასწორად გაიგეს, რაზეც ბოდიში მოიხადა.


скачать dle 11.3