კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ვერ დაადგა კრისტიმ გვირგვინი ყველაზე ექსტრავაგანტურ თბილისელ დიჯეის

ამ ბოლო დროს თბილისური თავშეყრის ადგილებში სულ უფრო ხშირად ისმის – დღეს „რემბო და კრისტი“ ფართია; ხვალ რემბო უკრავს კრისტისთან ერთად. ამან კი წყვილის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გააჩინა. დიჯეი რემბო ძალიან მოკლე დროში გახდა საოცრად პოპულარული – მისი საინტერესო გარეგნობა, უცნაური ჩაცმის სტილი და ყველასთვის ნაცნობი, გემრიელი მუსიკა – წარმატების ფორმულად იქცა.



კრისტი: მე მინდა, წარვადგინო ჩემი უსაყვარლესი ადამიანი ლევან მდინარაძე, დიჯეი რემბო. ის არის თბილისში ყველაზე პოპულარული, მოდური დიჯეი. უკვე ვერ წარმომიდგენია, ნებისმიერი საღამო, „ვეჩერინკა“, დაბადების დღე, ქორწილი, პრეზენტაცია, „ფეშენ-ვიქები“ მის გარეშე. ის ჩემი უახლოესი მეგობარია, ძალიან მიყვარს.

რემბო: სულ რაღაც წელიწად-ნახევარია, რაც ეს საქმე დავიწყე. კლუბებში სიარული ყოველთვის მიყვარდა და მუსიკის კეთება, ასე ვთქვათ ჩემი ჰობი იყო. პროფესიით ეკონომისტი ვარ, ერთ-ერთ ბანკში ვმუშაობდი ორი წლის განმავლობაში გაყიდვების კუთხით. მარკეტოლოგი ვარ, შეიძლება ითქვას. ჩემი დეპარტამენტი კრიზისის პირობებში დაიხურა და გადავწყვიტე, ეს პერიოდი მუსიკით შემევსო – იმით, რაც ძალიან მიყვარს. ეს სამეგობრო, რომელიც დღეს მყავს, მაშინ არ იყო. ოცი-ოცდაათი კაცი ვიკრიბებოდით და „ტუსოვკებს“ ვაწყობდით, რომლის მასშტაბებიც ძალიან მალე გაიზარდა. გადავწყვიტე მივსულიყავი კლუბში და დამეკრა, თუმცა ის, რასაც მე ვაკეთებდი მაშინ კლუბებში არ იკვრებოდა.

– რას უკრავ?

– „მაშ აპი“ ასე ჰქვია ამ ყველაფერს ინგლისურად. ანუ, ეს არის ერთგვარი სინთეზი, არეული სტილი – პაპსა, ჰიპ-ჰოპი, ჰაუსი, როკი და სხვა.

– თბილისში მხოლოდ ძალიან მძიმე ელექტრონული საკლუბო მუსიკა იყო მოდაში, რომელზეც ისე ვერ იცეკვებდი, თუ ნარკოტიკული საშუალებები არ გქონდა მიღებული.

– ეს კარგ ტონად იყო მიჩნეული, სინამდვილეში კი მგონი, ამაზე ვერავინ ერთობოდა. რომ დავიწყე, მაშინ ბიონსეს და ჯეი-ზის ვუკრავდი. ის მუსიკა კი, რომელიც კლუბებში იყო მიღებული, საშინლად მაღიზიანებდა. აბსოლუტურად ფხიზელ მდგომარეობაში დავდიოდი კლუბებში. სიგარეტსაც კი არ ვეწევი, სხვა რამეზე რომ არ ვილაპარაკო და არ შემეძლო, ამ სიტუაციის ატანა. მაგრამ, მივედი ერთ-ერთ კლუბში და მითხრეს, აქ პაპსას ვერ დაგაკვრევინებთო. ანუ, მხოლოდ ჰაუსს უკრავდნენ.

კრისტი: არადა, იმაზე, რაც რემბოს უყვარს, ყველა გიჟდება. ჩვენ გავაკეთეთ „ოლდ სქულ ფართი“. „ამოვქექეთ“ ყველა ის მუსიკა, რომელზეც სკოლის დროს ვგიჟდებოდით – „სნუპები“ და ამბები. უშუქობის პერიოდში, „ტედეკას“ კასეტაზე რომ ვუსმენდით, ის სიმღერები. იმის თქმა დამავიწყდა, რომ რემბო „ჯორჯიან ფეშენ-ვიქის“ „ავთარ ფართიზე“ გავიცანი. „ბამბაში“ ერთად ვიცეკვეთ. უმაგრესად ცეკვავს. მერე ჩანჩიკას ნათესავი აღმოჩნდა. ხუთ ივნისს კაფე „თენ ეიში“ გავაკეთეთ „ოლდ სქულ ფართი“ „ვეჩერინკა“ და თან გადავწყვიტეთ, რომ ის აუცილებლად თემატური ყოფილიყო. რემბო სხვა დიჯეებისგან იმით გამოირჩევა, რომ ყოველთვის ორიგინალურად აცვია. თემად ავიღეთ გვირგვინები და ვარდისფერი. ძალიან ბევრი გვირგვინი მაქვს, ხშირად ვიკეთებ. რემბოს თავზე გვირგვინს ვერ დავადგამდით...

რემბო: ფიზიკურად ვერ დამამაგრებდნენ.

კრისტი: (იცინიან) ამიტომ, ჩაიცვა ვარდისფერი მაისური და გულზე ძალიან დიდი გვირგვინი გავუკეთეთ; მე – რუსაძის ვარდისფერი მაისური და ჩანჩიკას გვირგვინი.

რემბო: რემბოს რემბოს შეკერილი „მაიკა“ ეცვა. ამასობაში კერვაც ვისწავლე, იმდენად რთულია იმ ტანსაცმლის შოვნა, რომელიც მინდა, რომ მეცვას.

კრისტი: იცი, როგორ გაერთო ამ დღეს ხალხი?! ძალიან მაგრად. დღემდე მეუბნებიან, კიდევ გააკეთე რაა ის ფართიო. შეიძლება, იმ „თენ ეიშიც“ იგივე მუსიკა დაუკრან, ხალხიც იგივე მივიდეს, მაგრამ ასე ვერ გაერთონ. რემბო დიჯეი და კრისტი დიასახლისი – სულ სხვა გართობას „ქოქავენ“. მე დიასახლისი ვიყავი, რემბო – მამასახლისი (იცინიან). ბოლოს, ქეთა თოფურიას დაბადების დღეზე ვიყავით და რომ შევედით უკვე კიბეებიდანვე ჩემი ტრეკები მესმოდა. იმას კი არ ვამბობ, რომ ეს ჩემი არქივია და ჩემი მუსიკაა, მაგრამ ამას ყველა არ უკრავს, ჩვენ გავაკეთეთ ისე, რომ ამ მუსიკაზე ყველა ერთობა. ჩემს დაბადების დღეზე რემბომ საოცარი საჩუქარი გამიკეთა, დაუკრა და მართლა კარგად გავერთეთ.

რემბო: ჩვენი წვეულებები სისტემატურ სახეს მიიღებს, ბევრი „კრისტი და რემბო“ ფართი გაკეთდება.

– რემბო, შენ მიყვებოდი, როგორ დაიწყე ეს ყველაფერი.

– ერთი სიტყვით, პირველ კლუბში, სადაც მივედი, უარი მითხრეს.

კრისტი: პირდად მე, ჩვენ წვეულებებზე ფორთოხლის წვენით ვარ.

რემბო: ფორთოხლის წვენი ან მაქსიმუმ 100 გრამი ალკოჰოლი – ეს საკმარისია, რომ კარგად გაერთო. მაგრამ, არ შევეშვი, ნელ-ნელა დავიწყე და დღეს უკვე უბრალოდ, კი აღარ ვუკრავ, შოუს ვაკეთებ. ჩემს ვიზუალზეც ბევრს ვფიქრობ, მაგრამ ეს არ კეთდება ხელოვნურად, ეს ჩემში ყოველთვის იყო.

კრისტი: რემბო ამბობდა მუსიკა ჩემი ჰობიაო, ასე ვამბობდი, მოდელობა რომ დავიწყე. მაგრამ, 4 ნოემბერს ჩვიდმეტი წელი ხდება, რაც პოდიუმზე ვარ. ეს ჩემი ცხოვრებაა უკვე, ჰობს და სამსახურს კი არა ყველაფერს გასცდა.

რემბო: დღეს უკვე დაიწყეს ამ მუსიკის დაკვრა. მაგრამ, ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია – კარგად გავიცნო გარემო, დავაკვირდე მათ, ვინც მოდის – როგორ აცვიათ, როგორ საუბრობენ, რა წრე იკვრება. მივდივარ მაგიდებთან, ვეცნობი ხალხს. ანუ, ყველა ნიუანსს ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ. ვფიქრობ, რა მუსიკას შეიძლება უსმენდნენ, რა მოეწონებათ. ყველაზე მეტ სიამოვნებას სწორედ ეს მანიჭებს. მინდა, ყველა ადამიანმა, რომელიც გასართობად მოდის, მაგრად ისიამოვნოს.

– ტანსაცმელს სულ შენ იკერავ?

– უფრო როგორ ვარ იცი? რამდენიმე რაღაცას ავიღებ, გადავჭრი-გადმოვჭრი. ერთი-ორი ისეთი დიზაინერიცაა, რომელიც რაღაცეებს მიკეთებს.

კრისტი: ძალიან სასაცილო იყო მაისურს გვირგვინს, რომ აკერებდა. ყველა თითი დაჩხვლეტილი ჰქონდა (იცინიან).

რემბო: მოკლედ, ჩვენმა ექსპერიმენტმა გაამართლა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სულ ერთსა და იმავეს გავაკეთებთ. პირიქით, იმდენი სიურპრიზი იქნება, გადაირევით.

– წვეულებებს, რომ თავი დავანებოთ. როგორია შენი ცხოვრება, მომიყევი, რა ხდება მუსიკის გარეთ.

– ვაგრძელებ სწავლას, „იესემში“ მინდა ჩავაბარო მარკეტინგის განხრით. ასე რომ, გამწარებული ვემზადები ეროვნული გამოცდებისთვის. ვერკვევი უნარებში და ასე შემდეგ. მიხარია, რომ ასეთი დატვირთული წელია. ამასთან ერთად, ვემზადები „ჯორჯიან ფეშენ-ვიქისთვის“. ავთანდილის კოლექციის გახსნაზე იქნება ჩემი მუსიკა. ეს უკვე ჩემი გემოვნებით გაკეთებული, ჩემი მუსიკაა. ვეცდები, „ლაივში“ დავუკრა. ჩემი პირველი სეტია, რომელიც კონკრეტულად ერთი მოვლენისთვის გაკეთდა. მუსიკის გარდა, კიდევ ერთი საქმე მაქვს, რომელსაც სიამოვნებით ვაკეთებ. ორ კვირაში ერთხელ ბავშვთა სახლებში დავდივარ. სტუდენტებს, ახალგაზრდებს ვაგროვებ, ერთად მივდივართ იქ და ბავშვებს ვართობთ, ვახალისებთ. ორი კვირა ვშრომობთ იმისთვის, რომ ბავშვებისთვის ტანსაცმელი, რაღაცეები შევაგროვოთ, წავიდეთ და ისინი გავახაროთ. ცეკვა ისე უხარიათ, ვერ წარმოიდგენ.

– რატომ, რემბო? ყველა იფიქრებს, ალბათ, – რა უგავს ამ ბიჭს სილვესტერ სტალონესიო? თუ პოეტ რემბოს გამო გაქვს ეს მეტსახელი?

– არა, ზუსტად ფილმ „რემბოდან“ მოდის. უნივერსიტეტში, შვიდი-რვა წლის წინ, მოხდა რაღაც ინციდენტი – ჩხუბი. ჩვენ ცოტანი ვიყავით, ისინი – ბევრნი. გაუგებრობა იყო, მაგრამ იქ რაღაცეები ჩავიდინე. ძალიან რთული დასაჭერი ვარ და ამის ხარჯზე მოვერიეთ (იცინიან). აქედან რომ დაიწყო – ლევანი რემბოა, რემბოო და დამრჩა ეს სახელი. თავიდან ვბრაზდებოდი, მაგრამ შემდეგ უკვე, დიჯეობა რომ დავიწყე, ეს სახელი ისე ჩაჯდა, მეგობრებს ვეუბნები, პროცენტი უნდა გადაგიხადოთ რემბოს გამო-მეთქი. ყველაზე მაგარი მარკეტინგული გათვლაა. წარმოიდგინე, სადღაც კლუბში ელოდებიან დიჯეი რემბოს და მხედავენ მე, რომელიც არაფრით ვგავარ რემბოს. ასე რომ, დიდი მადლობა მათ ამისთვის.

კრისტი: მოკლედ, უახლოეს მომავალში კიდევ ერთ „რემბო და კრისტი“ ფართიზე გელოდებით.


скачать dle 11.3