კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მიხო შინ ბრუნდება და ხედავს, მისი ცოლი და უბნის ექიმი ერთად წვანან.

– მანდ რას აკეთებ?

– მაროს სიცხეს ვუზომავ.

მიხომ კარადიდან თოფი გამოიღო და ექიმს ეუბნება:

– ერთი მაგ გრადუნიაზე ციფრები არ ეწეროს და დედას გიტირებ!

***

გურული საავადმყოფოში ახლობლის სანახავად მივიდა. პალატასთან ავადმყოფის ცოლი დახვდა და ეუბნება:

– ძალიან ცუდად არის და, იქნებ, როგორმე გაამხნევო.

– აბა‚ ძამა‚ ვკვდებით? – შესძახა ავადმყოფს პალატაში შესულმა მნახველმა.

***

– წუხელ მუზა მეწვია‚ ავდექი‚ შუქი ავანთე‚ მაგრამ ვერაფერი დავწერე...

– აი‚ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი‚ რა დიდებული გამოგონებაა ელექტრობა.

***

ქუთაისელი პატრული აჩერებს მძღოლს:

– რატომ გადაკვეთე ღერძულა ხაზი? აქანე ეს თეთრი საღებავი დაღვრილი ხომ არ გგონია?

***

ლოთი სასაფლაოზე მიბანცალებდა, ამოთხრილ საფლავში ჩავარდა და იქვე დაეძინა. დილით მთლად გაყინულს გაეღვიძა. ხედავს‚ თავზე ვიღაც კაცი ადგას და ეკითხება:

– რა‚ გაიყინე? გცივა?

– კკკიიი...

– მერე‚ რას თხრიდი და მოძვრებოდი ზემოთ?..

***

მეხუთე სართულის აივნიდან კაცი ასაკოვანი ქალის გადმოგდებას ცდილობს. დაბლა შეგროვილი ხალხი აღშფოთებას ვერ ფარავს.

– რას შვრები? დაანებე თავი მაგ ქალბატონს! მკვლელო! დესპოტო! სად არის პოლიცია!

– ეს მისი სიდედრია, თქვა ვიღაცამ.

– ეს ბებერი! – აყვირდა ხალხი‚ – ნახე‚ უძალიანდება კიდეც!


скачать dle 11.3