კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო მიატოვა დათო გომართელმა ქალი შუა ზღვაში და რატომ “გაიჭედა„ ის “შემომსკდარი„ შარვლით



დავით გომართელი ის ადამიანია, ვის გვერდითაც ნამდვილად არ მოიწყენთ. მისი ხალისიანი განწყობა საოცრად გადამდებია. მის გვერდით თავს ადამიანი კომფორტულად და ხალისიანად გრძნობს. დათო ღიმილით იხსენებს თავს გადახდენილ უამრავ სახალისო ისტორიას. თავისი ენაწყლიანობისა და იუმორის წყალობით, მას არ უჭირს გამოუვალი სიტუაციიდან დაძვრენა და სწორედ ამ თვისებების გამო აფასებენ მას მეგობრები, ახლობლები და უბრალო ნაცნობებიც კი.

დათო გომართელი: ზოგი ადამიანი ექსტრემალურ თუ გამოუვალ სიტუაციაში იბნევა, მე კი ეს არ მახასიათებს. ამ დროს უფრო მობილიზებული ვარ და არც გამოსავლის პოვნაა პრობლემა. თუმცა, ადრე მეც ვიბნეოდი ხოლმე, მაგრამ, მერე მივხვდი, თუ კაცმა საკუთარ თავს არ უშველე, ვერავინ და ვერაფერი გიშველის. ამიტომ, უნდა დაწყნარდე, წამში გაუკეთო აზრებს მობილიზება და გამოსავალიც გამონახო.

– ამბობენ, მედუზა ისე დაეტაკა ზღვაში, კინაღამ დააბრმავაო. ეს როგორ მოხდა?

– მართალია. ერთხელ, მეგობარმა ქალბატონმა „დამპატიჟა“ ზღვაში – შორს გავცუროთო. თავად კარგად ცურავდა და არც მე ჩამოვრჩი. ვიქნევთ ხელ-ფეხს შუა ზღვაში და უცებ, თვალზე ლიბრი გადამეკრა. ვერ მივხვდი, რა იყო, ვიფიქრე, რა მოხდა-მეთქი. თურმე, მედუზა არ გამოქანდა და დამეტაკა პირდაპირ სახეში?! (იცინის). ისე დამსუსხა, სულ ამეწვა მთელი სახე. ახლაც ვერ ვხვდები, რა დავუშავე. წყალში რა უნდა მოიფიქრო ასეთ დროს? თან, ვეღარც ვხედავდი და ცურვაც გამიჭირდა. ვიღას ახსოვდა ის ქალი, მოვტრიალდი და ისეთი სისწრაფით წამოვედი ნაპირისკენ, კატერიც ვერ დამეწეოდა. ის ქალი შუა ზღვაში მივატოვე, მე კი, შეჯიბრიდან პირდაპირ საავადმყოფოში ამოვყავი თავი. მერე ვამბობდი, ბედი არც წყალში მქონია, კინაღამ მედუზამ დამაბრმავა, ის ქალი კი, სად მივატოვე, ღმერთმა იცის-მეთქი (იცინის).

– სამაგიეროდ, სცენაზე გწყალობს ბედი, ხომ ასეა? თან, ყოველთვის მოწესრიგებული გამოდიხარ მაყურებლის წინაშე.

– დიახ, ამაში შემიძლია, დაგეთანხმოთ, მაგრამ, მე სცენაზე კურიოზები მაქვს თავს გადახდენილი?! – ნუ იტყვით. ერთს მოგიყვებით: ერთხელ, კონცერტი გვქონდა და სცენაზე გასვლის წინ აღმოვაჩინე, რომ შარვალზე ელვა-შესაკრავი გამიფუჭდა. გადავირიე. დაფაცურდნენ ბიჭები, მაგრამ, რა უნდა მექნა, არ ვიცოდით. სხვა გზა არ იყო, რომელიმეს შარვალი უნდა ჩამეცვა და ისე გავსულიყავი მაყურებლის წინაშე. არადა, ყველანი გამხდრები იყვნენ. მომიტანეს შარვალი. ძლივს ჩამეტია. ჩაცმით კი ჩავიცვი, მაგრამ, ხომ გინდა ფეხი გადაადგა?! გამოგვაცხადეს და ბიჭები სცენაზე გაჭიმულები გავიდნენ, მე კი პატარ-პატარა ნაბიჯებით, იაპონელი „გეიშასავით“ გავგოგმანდი, „შემოსკვანჩული“ შარვლით მივყევი და, სიმღერა რომ დაიწყეს, ძლივს მივასწარი მიკროფონამდე. (იცინის). ერთ პოზაში ვიდექი და ასე ვმღეროდი, ვფიქრობდი, რომ გავინძრე, აქ არ შემომასკდეს შარვალი ტანზე-მეთქი. მადლობა ღმერთს, მშვიდობიანად ჩაიარა ყველაფერმა. როგორც შევედი, ისე „გეიშასავით“ გამოვედი, გავიძრე შარვალი და ამოვისუნთქე. (იცინის) ერთხელ კი, ქუთაისში გვქონდა კონცერტი. დილით ადრე ჩავედი, რომ ორგანიზატორებთან მომეგვარებინა რაღაც საკითხები. მახსოვს, სანდლები და შორტები მეცვა. მოკლედ, სამი დღის განმავლობაში ასეთ ფორმაში დავდიოდი. ვგრძნობ, ორგანიზატორებს რაღაცის თქმა უნდათ და ვერ მიბედავენ, ზურგს უკან კი რაღაცეებს ლაპარაკობენ. ვიფიქრე, ნეტავ რას მიმალავენ, რა ხდება-მეთქი. ავდექი, მივაჭერი და პირდაპირ ვუთხარი: ვიცი, რაღაცის თქმა გინდათ, ვერ მიბედავთ და ნუ დამიმალავთ, მითხარით, მირჩევნია ვიცოდე-მეთქი. გაეცინათ: დათო, ვერ გიბედავდით და გვაინტერესებს, სცენაზე ამ სანდლებით და შორტებით უნდა წარდგე მაყურებლის წინაშეო? იმდენი ვიცინე, კინაღამ გავიგუდე. ასე ჩაცმული როგორ გავიდოდი სცენაზე?!

– დათო, სულ პირველი დალევა თუ გახსოვს, თუ დატრიალდა ფეხქვეშ დედამიწა და ხომ არ დაიწყო „სირბილი“ მაგიდამ და სკამებმა?

– როგორ არ მახსოვს, მაგრამ, იქ მაგიდა და სკამები არ იყო და, შესაბამისად, მათი „სირბილისთვისაც“ არ მომიკრავს თვალი (იცინის). დედამიწა კი სულ ტრიალ-ბზრიალითაც რომ გადარეულიყო, მაინც ვერ გავიგებდი, რადგან, ისე მეძინა... მოკლედ, სულ პირველად, სოფელში დამალევინეს. ძალიან პატარა ვიყავი, წყაროზე გამაგზავნეს წყლის მოსატანად და მეზობელმა იქ დამალევინა ერთი ჭიქა. ისე მომეკიდა, რომ გავითიშე. ჩავეხუტე ჩემს დოქს და ხვრინვა ამოვუშვი (იცინის). ვიღას ახსოვდა წყლის მიტანა! ისე არ მესიამოვნა სასმელი, რომ ამ დღის მერე წყაროზე წასვლა ავკრძალე, დოქის დანახვისას კი სულ სავსე ჭიქა და ის „ტრიალ-ბზრიალი“ მახსენდებოდა (იცინის). სკოლის პერიოდში საერთოდ არ ვეკარებოდი სასმელს, აი, სტუდენტობის დროს კი, თანაკურსელებმა ამიყოლიეს და იყო მერე ფულების აგროვება, ქეიფი და დროსტარება.

– ხშირად დადიხარ უცხოეთში. ალბათ, ბევრი საინტერესო და სასაცილო გასახსენებელი, თავს გადახდენილი ისტორიაც გექნება ჩვენთვის მოსაყოლი.

– მართალია, ბევრ უცხო ქვეყანაში ვყოფილვარ, ბევრი საინტერესო და სასაცილო ისტორიაც გადამხდენია. ძალიან მიყვარს ქუდები – სადაც ჩავდივარ, ქუდს ვყიდულობ და ჩამომაქვს. იმდენი ქუდი მაქვს, ვერ დათვლით. ვიცინი ხოლმე, ჩემი თავის პატრონს, ქუდი ნამდვილად მჭირდება-მეთქი. ნიუ-იორკში ყოფნის დროს ას დოლარად ვიყიდე ბეწვის ქუდი, რომელსაც ერთ-ერთი კანადური ცხოველის თავი ჰქონდა წინ, თავისი თვალებით, უკან კი – კუდი. მართლა ორიგინალური ქუდი იყო, ყურადღებას იქცევდა. ყველგან ამ ქუდით დავდიოდი. ერთ დღესაც, მეგობრები გასართობ ცენტრში წავედით, სადაც ბევრი რესტორანი, კაფე, კაზინო და ბარია. რესტორანში დავსხედით. ვზივარ ამ ჩემი ქუდით და ვხედავ, ხალხი დაჭყეტილი თვალებით მიყურებს (იცინის). გავიხედე, უცებ ვიღაც ქალი წამოვიდა ჩემკენ, მომიახლოვდა და მოკრძალებულად მითხრა: იქით მაგიდასთან ჩემი სარძლო ზის. სულ მალე ჩემს ბიჭზე ქორწინდება, დღეს კი „დევჩატნიკი“ აქვს, მეგობარ გოგონებთან ერთად არის აქ მოსული. გიყურებენ და ისე მოეწონათ შენი ქუდი, დამავალეს, იქნებ სთხოვო და შემოგვიერთდესო. ვერ მივხვდი, რატომ უნდა გადავმჯდარიყავი იმ სუფრასთან, სადაც გოგონები „დევჩატნიკობდნენ“ და გაოცებულმა ვკითხე: ქალბატონო, მე რა შუაში ვარ, თქვენი სარძლო მეგობარ გოგონებთან ზის და იქ მე რა მინდა-მეთქი? გადაირია, – რას ჰქვია, უარს მეუბნები! ისე მოეწონათ შენი ქუდი, რომ არ შეუერთდე მათ, ძალიან მაწყენინებო. რაღას ვიზამდი? თან, ისეთი კილოთი მითხრა, ავდექი და გადავჯექი. კარგადაც ჩავუქეიფე, გავერთე და ჩავუმეგობრდი იმ უცხო გოგონებს. მერე ჩემი მეგობარი ბიჭებიც შემოგვიერთდნენ და ხმაში რომ გავშალეთ გურული სიმღერა, სულ დაავიწყდა იმ საპატარძლოს თავისი საქმრო. (იცინის).

– მერე, ამერიკულ ქორწილში არ ამოყავი თავი?

– კი დაგვპატიჟა ბიჭები, მაგრამ, საქორწილო საჩუქარი – „სამი ძმანი გურულები“ ხომ გავუშალეთ ხმაში და წინასწარ ხომ მივართვით, ჰოდა, აბა, რაღა გვინდოდა ქორწილში, უცხო ამერიკელებთან? მერე ვხუმრობდით ბიჭები, კიდევ რამდენიმე სიმღერა რომ დაგვემღერებინა, ის გოგო გათხოვებას უეჭველი გადაიფიქრებდა, მისი ცოდვა კისერზე დაგვედებოდა და რა ატარებდა იმ სიმძიმეს, ხომ დავიღუპებოდითო (იცინის). ისე, მიყვარს ისეთ ქვეყანაში ჩასვლა, სადაც ცხოვრება დუღს, ახალი ამბებისა და ინოვაციების ეპიცენტრია. ასეთ ქვეყანაში ცხოვრება, ხომ წარმოგიდგენიათ, რა საინტერესოა და მაგარი.

– გეთანხმები. ისე, მართალია, რომ ამბობენ, ყველაზე მაგარი ქალები და გემრიელი კერძები ტაილანდშიაო?

– მართალია. ულამაზესი ქვეყანაა თავისი კერძებითა და ქალებით, ოღონდ, თუ ქალის გარჩევა შეგიძლია კაცს. (იცინის).

– ეს რას ნიშნავს, გარჩევაში რას გულისხმობ?

– იქ ბევრი „ტრანსვესტიტი“ ანუ ქალად გადაკეთებული კაცი დადის ქუჩაში და, თუ მათი გარჩევა არ შეგიძლია, ცუდადაა შენი საქმე (იცინის). არადა, გარჩევა სულ ადვილია: ტაილანდელი ქალები დაბლები არიან და, თუ ქუჩაში მაღალი, ლამაზი, გადაპრანჭული ქალი აგედევნა, ესე იგი, კაცია და, რაც შეიძლება შორს უნდა გაიქცე (იცინის). წარმოიდგინეთ, ვინც ეს არ იცის, მიდის ქუჩაში, უკან კი ათი ულამაზესი გოგო მისდევს – არა ჩემთან წამოდი, არა ჩემთანო, აირჩევს და უცებ რომ აღმოჩნდება, გოგოს მაგივრად კაცი შერჩა ხელში, არ დაიშოკება?! (იცინის). ამიტომ, ვინც ტაილანდში აპირებს წასვლას, ჩემი რეკომენდაცია ნამდვილად დაეხმარება.


скачать dle 11.3