კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაიქირავა ახალგაზრდა კაცმა ძმის მოსაკლავად ქილერი

29 წლის უდანაშაულო ახალგაზრდა მკვლელობაში უკანონოდ დაადანაშაულეს. გამოძიების დაუდევრობით უდანაშაულო მსხვერპლმა ომარ თ-მ ციხეში თითქმის წელიწადი გაატარა. მას ბრალი დასდეს შურისძიების მოტივით ჩადენილ მკვლელობასა და იარაღის შენახვა-ტარებაში, მაგრამ, სიმართლე გაირკვა – მკვლელი მოკლულის ძმა აღმოჩნდა!

განსასჯელი ომარ თ. ვინმე ლეო ბერიძის ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობაში დაადანაშაულეს. როგორც საბრალდებო დასკვნაშია ნათქვამი, აწ გარდაცვლილი ბერიძე სამუშაოდ უცხოეთში იმყოფებოდა. კუთვნილი ბინა და სავაჭრო ფართი კი ძმისთვის ჰქონდა ჩაბარებული, რომელსაც თავის მხრივ ჩაბარებული ქონება უნდა გაექირავებინა და თანხა ძმის სახელზე ბანკში გახსნილ ანგარიშზე შეეტანა. ამ მოტივით, ლეო ბერიძის ძმამ, ირაკლი ბერიძემ სავაჭრო ფართი განსასჯელის ძმას, ომელ თ-ს მიაქირავა. 11 თვის განმავლობაში დამქირავებელი ქირას – 500 დოლარს პატიოსნად იხდიდა, თუმცა, გარკვეული ფინანსური პრობლემების გამო, ბოლო სამი თვის ქირის გადახდა ვერ შეძლო, ოფისი დაცალა და ბერიძეს დაჰპირდა, რომ მოკლე ვადაში კუთვნილ 1 500 დოლარს აუცილებლად დაუბრუნებდა. გარდაცვლილის ძმა ამაზე დათანხმდა, თუმცა, სწორედ ამ პერიოდში უცხოეთიდან ქონების რეალური მეპატრონე ლეო ბერიძე დაბრუნდა და ძმას საკუთარი ქონებიდან მიღებული შემოსავალი მოსთხოვა. საქმე ისაა რომ, ლეო ბერიძეს თავის მხრივ ვალი ჰქონდა და იმედოვნებდა, რომ ვალის ნაწილს ანგარიშზე არსებული თანხით გაისტუმრებდა. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ანგარიშზე არც არაფერი იყო. როგორც გაირკვა, მისი აზარტული თამაშების მოყვარული ძმა ფულს ბანკში კი არ უნახავდა, კაზინოში „აბანდებდა“. ამის გამო ძმებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. ირაკლი ბერიძე თავს იმართლებდა, რომ დამქირავებლები ფულს ნაწილ-ნაწილ უხდიდნენ და შემოეხარჯა... ამ საუბარში ისიც გაირკვა, რომ სამი თვის ქირა – 1 500 დოლარი ომელ თ-ს ემართა, რომელიც თითქოს გადახდას არ აპირებდა.

ამ მიზეზით, ლეო ბერიძემ ძმას ომელ თ-ს მისამართი გამოართვა და სახლში მიადგა. ომელ თ-მ, რომელიც მართლაც კეთილსინდისიერი გადამხდელი იყო, პატრონს სთხოვა, დამაცადე და მთლიან თანხას მაქსიმუმ ერთ თვეში დაგიბრუნებო, მაგრამ, პატრონი ფულს სასწრაფოდ ითხოვდა და იმის გამო, რომ ომელს იმ მომენტში თანხა არ ჰქონდა, ლეო ბერიძემ უშვერი სიტყვებით აგინა და მასზე საცემად გაიწია.

საბრალდებო დასკვნის თანახმად: „განაწყენებულმა ომელ თ-მ მომხდარის თაობაზე ძმას აცნობა, რომელიც იმ პერიოდში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ერთ-ერთი მონასტრის მშენებლობაზე იმყოფებოდა. თუმცა, უმცროსი ძმის შეურაცხყოფით განაწყენებულმა მშენებლობა მიატოვა, გადაჭრილი თოფიდან მრავალჯერადი გასროლით ლეო ბერიძე მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“.

ამ ბრალდებით წარდგა განსასჯელი ომარ თ. სასამართლოზე და როგორც ყოველთვის, გამოძიების რწმუნებით, საქმეში იყო საკმარისი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ მკვლელობა ნამდვოლად ომარ თ-მ ჩაიდინა. ანუ, გამოძიებით დანაშაული მტკიცდებოდა მოწმეთა ჩვენებებისა და ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე, მათ შორის დაკავებულის ხელზე აღებული დენთის კვალითაც.

გამოძიების მასალებში ეჭვის შეტანა თითქოს არ შეიძლებოდა, მაგრამ დაკავების მომენტიდან ომარ თ. ირწმუნებოდა, რომ მომხდარ მკვლელობასთან არაფერი აკავშირებდა. ამასთან, ალიბიც ჰქონდა – მკვლელობის დროს ის სასულიერო პირებთან ერთად ეკლესიის მშენებლობაზე იმყოფებოდა. ამ ფაქტს თავად სასულიერო პირებიც ადასტურებდნენ. თუმცა, მათ ჩვენებებს პროკურატურაზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია. გამოძიებამ პოზიცია არ შეცვალა და პატიმრისთვის 16 წლით პატიმრობა მოითხოვა, რაც სასამართლომ უცვლელად დააკანონა. თუმცა, ზემდგომ ინსტანციაში მოხდა სასწაული – მოსამართლემ, რომელმაც თავადაც მოისმინა მოწმეთა ჩვენებები და საქმეს გულდასმით გაეცნო, ბედთან თითქმის შეგუებული პატიმარი დარბაზიდან გაათავისუფლა...

როგორც მოსამართლემ განაჩენში აღნიშნა, დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებში და გამოკვლეულ მასალებში უტყუარად ვერ დადგინდა ომარ თ-ს მიერ მკვლელობის ჩადენის ფაქტი... არადა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ დაკავებისთანავე ძალოვნები განსასჯელზე ზეწოლას ახდენდნენ, ურჩევდნენ, მკვლელობა ეღიარებინა, სანაცვლოდ კი, საპროცესო გარიგებას გაუფორმებდნენ და მისთვის სასჯელის მინიმუმს მოითხოვდნენ.

რეალურად ვინ მოკლა ლეო ბერიძე? ანდა, რატომ დააკავეს მაინცდამაინც ომარ თ.?

მეორე კითხვას პასუხი თავად სასამართლომ გასცა და ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ. რაც შეეხება პირველს, პასუხი გამაოგნებელია – ომარ თ-ს გათავისუფლების შემდეგ გაირკვა, რომ ლეო ბერიძე არც მეტი არც ნაკლები საკუთარმა ძმამ, ირაკლი ბერიძემ მოკლა... (მისთვის განაჩენი ჯერ არ გამოუტანიათ).

როგორც საქმიდან ირკვევა, მკვლელობის შემდეგ დაკითხულმა ირაკლი ბერიძემ გამოძიებასთან რამდენიმე ვარაუდი გამოთქვა. პირველის თანახმად, ვარაუდობდა, რომ მისი ძმა მევალეებმა მოკლეს. ერთ-ერთ მათგანად კი ომელ თ. მიანიშნა, რადგან მკვლელობამდე გარდაცვლილს მასთან ჩხუბიც კი მოუხდაო. მეორე ვერსიით, მის ძმაზე შური შესაძლოა ყოფილმა პატიმარმა იძია, რადგან უცხოეთში წასვლამდე მათ მეზობლად ბინა გაქურდეს, რომელსაც მისი ძმა შეესწრო და პოლიციის მიერ დაკავებული ქურდებიდან ერთ-ერთი ლეო ბერიძემ ამოიცნო. ანუ, გარდაცვლილის ძმა მიიჩნევდა, რომ შესაძლოა, შური სწორედ პატიმარს ეძია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ პიროვნება, რომელიც ლეო ბერიძემ ამოიცნო, ციხეში გარდაიცვალა...

ამიტომ, გამოძიებამ პატიმრის მიერ შურისძიების ვერსია გამორიცხა, მევალეების ვერსიას ჩაუღრმავდა და ყველა მევალის, მათ შორის ომელ თ-ს ტელეფონი კონტროლზე აიყვანა. შედეგად კი ომარ თ. დააკავეს, რადგან მისი და მისი ძმის სატელეფონი საუბრიდან ირკვეოდა, რომ, ვინადან აწ გარდაცვლილმა ბერიძემ ომელ თ-ს აგინა, მისი ძმა ლეო ბერიძეზე შურისძიებით იმუქრებოდა – გინებას და გარტყმას არ შევარჩენო.

ამიტომ, პოლიციამ ჯერ ომელ თ. დააკავა და მისი ძმის ადგილსამყოფელი ზუსტად გაარკვია. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებამ კარგად იცოდა, როდის წავიდა ომარ თ. მშენებლობაზე, ანუ დანაშაულის მომენტში ის მკვლელობის ადგილზე ვერ იქნებოდა, პოლიცია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ჩავიდა, ომარ თ. დააკავა, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შუფარდა და შურისძიების ნიადაგზე ჩადენილ მკვლელობაში დასდო ბრალი. მოტივად კი გინება და ვალიდან თავის დაძვრენა დაასახელა.

მხოლოდ მოტივი ცხადია, საკმარისი არ იყო, მაგრამ გამოძიებას პირველ ეტაპზე ამაშიც გაუმართლა – დაკავებულს ხელზე დენთის კვალი აღმოაჩნდა, რაც მათი აზრით, დანაშაულის ჩადენის უტყუარობაზე მიანიშნებდა. თუმცა, დასკვნა კატეგორიული არ ყოფილა, რაც არც გამოძიებამ და არც პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა.

მეორე სასამართლო სხდომაზე კი თავად ექსპერტები დაკითხეს და განაცხადეს, რომ აღმოჩენილი კვალი შესაძლოა, დენთი არ ყოფილიყო, რადგან მათი განმარტებით, ნიმუშში არ აღმოაჩნდა დენთის შემცველი სხვა კომპონენტებიც. მხოლოდ ერთის არსებობა კი საკმარისი არ იყო კატეგორიული დასკვნის გასაკეთებლად. მათ არ გამორიცხეს, რომ აღმოჩენილი ნივთიერება შესაძლოა ნახშირიც ყოფილიყო. რეალურად კი მართლაც ასე აღმოჩნდა, გაირკვა, რომ საკმევლის გასაღვივებლად, ზოგჯერ ნახშირს იყენებენ...

გარდა ამ ნიუანსისა, სასამართლომ დაკითხა მკვლელობის უშუალო შემსწრე, რომელმაც მკვლელი დაინახა. მოწმე აცხადებდა, რომ მან დაინახა 1,60 მეტრი სიმაღლის თავგადაპარსული მამაკაცი, რომელსაც შავი ტანსაცმელი ეცვა და ქურთუკის ქვეშ იარაღს მალავდა. მისი თქმით, გასროლის შემდეგ აღნიშნული პიროვნება ძალიან ჩქარა გაიქცა, იქვე მანქაში ჩაჯდა და თვალს მიეფარა. მას შემდეგ კი, რაც იტალიურ ეზოში შევიდა, დაინახა ძირს დაგდებული მეზობელი ლეო ბერიძე, რომელიც თავიდან ვერ იცნო, რადგან არ იცოდა, რომ უცხოეთიდან დაბრუნდა. მოწმის თქმით, მან მაშინვე დაჭრილის ძმას დაურეკა, მაგრამ ტელეფონი გამორთული ჰქონდა. ამ ჩვენების პარალელურად კი, არსებობდა საპირისპირო – განსასჯელ ომარ თ-ს თმა არათუ გადაპარსული, გრძელი ჰქონდა. თანაც, ერთი ფეხი მოკლე ჰქონდა, რის გამოც შეუმჩნევლად, მაგრამ მაინც კოჭლობდა...

სწორედ ამის შემდეგ მიუბრუნდა გამოძიება რეალური მკვლელის გამოაშკარავებას და არცთუ უსაფუძვლოდ. დამნაშავე გარდაცვლილის ძმა აღმოჩნდა, რომელიც ასევე სატელეფონო საუბრებით გააბეს. საქმე ისაა, რომ ძმის მოსაკლავად მან პიროვნება დაიქირავა, რომელიც 2 000 დოლარად მკვლელობაზე დაითანხმა, მაგრამ ფული ვეღარ გადაუხადა. სწორედ ამიტომ, მკვლელი შემკვეთს აშანტაჟებდა, რომ თუ ფულს არ მისცემდა, ჩაუშვებდა. თუმცა, არ დასცალდა – ის შემკვეთთან ერთად დააკავეს.

დაბოლოს, არასწორი ვერსიის გამო, უდავოა, გამოძიებამ მნიშვნელოვანი დრო ხელიდან გაუშვა, რადგან ცხელ კვალზე დანაშაულის გახსნა უპრობლემოდ შეიძლებოდა. მაგრამ, ამის ნაცვლად, უდანაშაულო ადამიანზე გადატეხა ჯოხი. ამიტომ, ომარ თ-ს უკანონო პატრიმრობისთვის გამოძიებას ზარალის ანაზღაურება მოუწევს.


скачать dle 11.3