კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველაზე უძველესი დინოზავრი კატისტოლა ყოფილა

სწავლულებმა აღმოაჩინეს დინოზავრების უძველესი ფორმა, რომლებიც თანამედროვე პოლონეთის ტერიტორიაზე 250 მილიონი წლის წინათ ცხოვრობდნენ.

„ჩვენმა კვლევებმა აჩვენა, რომ დინოზავრების უახლოესი ნათესავები უკვე არსებობდნენ დედამიწის ისტორიაში სახეობათა ყველაზე მასობრივი ამოწყვეტისას (პერმული და ტრიასული პერიოდების საზღვარზე). სახელდობრ, ამ კრიზისმა სიცოცხლის ისტორიაში პლანეტაზე გაათავისუფლა ეკოლოგიური ნიშა, რომელშიც შემდგომში მიმდინარეობდა დინოზავრების ევოლუცია“, – თქვა ბუნებისმეტყველების ისტორიის ამერიკული მუზეუმის თანამშრომელმა, სტატიის თანაავტორმა სტეფან ბრუსატემ.

მიუხედავად იმისა, რომ სწავლულებმა კატისტოლა ცხოველის მხოლოდ თათების ანაბეჭდი აღმოაჩინეს, რომლის ზომები 2,5-3 სანტიმეტრია, მათ შორის მახასიათებელი მანძილი საშუალებას იძლევა, უშეცდომოდ გავარჩიოთ დინოზავრი მორფისას სიარულის მანერა, – იმ კლასის ცხოველისა, რომელმაც დასაბამი მისცა ყველა დინოზავრს.

კვალი აღმოაჩნიეს პოლონეთში სვენტოკშიშკის მთების ერთ-ერთ დაბლობში მდინარის ნაპირას. ის დატოვა არსებამ, რომელიც ოთხი თათით გადაადგილდებოდა. ეს კი წინააღმდეგობაში მოდის შეხედულებასთან, რომ პირველი დინოზავრები მოძრაობდნენ ორი უკანა ფეხით და უპირველეს ყოვლისა, სიჩქარით, მოიპოვეს უპირატესობა სხვა ცხოველებზე.


скачать dle 11.3