კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ირკუტსკში მცხოვრებმა 29 წლის ახალგაზრდამ მშობელი მამა იპოვა

29 წლის დენის ფრიდონის ძე გოგბერაშვილი ეძებდა 1964 წელს დაბადებულ ფრიდონ ალექსანდრეს ძე გოგბერაშვილს.

ისტორია: 2006 წლიდან აქტიურად ვეძებ მამას, 1964 წელს დაბადებულ ფრიდონ ალექსანდრეს ძე გოგბერაშვილს. როგორც ვიცი, მამაჩემი წარმოშობით დასავლეთ საქართველოდანაა. დამოუკიდებლად მისი პოვნა ვერ მოვახერხე. ძალიან გთხოვთ, დამეხმაროთ მის მოძებნაში.

ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია რუბრიკა „დაკარგულებში“ ჟურნალ „თბილისელების“ 2010 წლის 20 სექტემბრის ნომერში დაიბეჭდა. ირკუტსკში მცხოვრები დენისი თავის ბედნიერებას ვერ მალავს. დღევანდელი ჩვენი რუბრიკის სტუმარიც სწორედ ის არის.

– დენის, პირველ ყოვლისა, მოგვიყევი, როგორ ეძებდი მამას.

– როგორც წინა ინტერვიუში მოგახსენეთ, მშობლებმა ერთმანეთი ირკუტსკის მხარეში 1982 წელს გაიცნეს, სადაც მამაჩემი ჯარში მსახურობდა. 1984 წელს კი მამაჩემმა სამხედრო სამსახური დაასრულა და ის სამშობლოში დაბრუნდა. მას შემდეგ მე მის შესახებ არაფერი ვიცოდი. მთელი ჩემი ცხოვრება ძალიან მინდოდა მამის პოვნა, მაგრამ, ყველა ცდა უშედეგო იყო დღემდე. 2006 წლიდან გადავწყვიტე მამის აქტიურად ძებნა და მივაკითხე „ჟდი მენიას“ სამძებრო სამსახურისთვის განკუთვნილ ჯიხურებს, სადაც განვათავსე კიდეც ჩემი განაცხადი და დავტოვე მამის ფოტო. 2010 წლის სექტემბრამდე ჩემს განაცხადს არც ერთი გამოხმაურება არ მოჰყოლია, ბედნიერი ვიყავი, როდესაც თქვენგან წერილი მივიღე, მაშინვე გავიფიქრე, ყინული დაიძრა-მეთქი. დარწმუნებული ვიყავი, რომ მამაჩემს უკვე თავისი ოჯახი ექნებოდა, მაგრამ, მეც ხომ მქონდა უფლება, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც მენახა მამა. უბედნიერესი ვარ, რომ მამა მაპოვნინეთ. თუკი მამაჩემის მეორე ოჯახის მხრიდანაც იქნება ჩვენი შეხვედრისა და ერთმანეთის გაცნობის თანხმობა, მეტად ბედნიერი ვიქნები. ყოველთვის ვიმედოვნებდი, რომ მამას გაუხარდებოდა, რომ მე ის მახსოვს და ვეძებ. რომ არ გახარებოდა, ბუნებრივია, არ დაგიკავშირდებოდათ მისი სანათესაოდან არავინ. ამიტომ მიმაჩნია, რომ ჩემი იმედები გამართლდა.

– წინა ინტერვიუში შენ თქვი, რომ, მოლოდინზეც თანახმა იქნებოდი, ოღონდ კი გეპოვა მამა. ახლა რას ფიქრობ, შედეგმა მოლოდინს ხომ არ გადააჭარბა?

– მთავარი ჩემთვის მისი პოვნა იყო. მართლაც შოკირებული ვარ, რომ ასეთ მოკლე ვადაში იპოვეთ ის. მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებთ. მოცდა რომ მომიწევდა, წინასწარ ვიცოდი, ამიტომაც ჩემთვის ორი თვეც კი არაფერი იქნებოდა. დედაჩემს არ სჯეროდა, რომ ვიპოვიდი მამას, მასაც უხარია, რომ ოცნება ამიხდა. ჩემს სურვილში ცუდი არაფერი იყო და, ვფიქრობ, იმიტომაც ამისრულდა.

– დენის, სამწუხაროდ, შენნაირი და მსგავსი სიტუაცია ბევრ ჩემს რესპონდენტს აქვს. არიან ისეთებიც, რომლებსაც დღემდე ვერ დავეხმარეთ გარკვეული მიზეზების გამო. რას უსურვებდი შენ მათ, როგორც ამ საკითხში გამოცდილი და იღბლიანი ადამიანი?

– აბსოლუტურად ყველა ადამიანს, ვინც კი ვინმეს ეძებს, ვუსურვებ, იქონიოს ნებისყოფა და იმედი. მთავარია, ადამიანმა რწმენა არ დაკარგო და აუცილებლად აგიხდება ჩანაფიქრი და ყველაფერი კარგად იქნება. ვუსურვებ, რომ ყველამ იპოვოს თავისი ნათესავი, მშობელი თუ ამხანაგი.


скачать dle 11.3