კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სტამბულს საკუთარი მანჰეტენი ექნება

ბოსფორის სანაპიროზე მდებარე თურქეთის ულამაზეს ქალაქ სტამბულში ახალი სრუტე და კუნძული შეიქმნება, რომელიც ნიუ-იორკის ისტორიული ცენტრის, მანჰეტენის მსგავსი იქნება. 15-მილიონიანი ქალაქის ევროპულ ნაწილში არხი გაიჭრება, რომელიც „ოქროს რქის“ ნავმისადგომს ბოსფორის სრუტესთან შეაერთებს. ხელოვნური არხის სიგანე 100 მეტრამდე იქნება, სიგრძე – 20 კილომეტრი და ის ქალაქის ცენტრში გაივლის. ხელოვნურ კუნძულზე აღმოჩნდებიან სტამბულის ცნობილი უბნები: ბეიოღლუ, ბეშიქთაში, შიშლი და სარიერი. პროექტის რეალიზაცია მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც მას თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯებ ტაიპ ერდოღანი დაამტკიცებს. პროექტის განხორციელება 20 მილიარდამდე ევრო დაჯდება. თურქული პრესა წერს, რომ ერდოღანს მოსწონს სტამბულის ცენტრში ახალი პროექტის განხორციელების იდეა, თუმცა საჯაროდ ამის შესახებ ჯერ არ უსაუბრია. სტამბულის მანჰეტენის შექმნის იდეის ავტორი, თურქი არქიტექტორი სინან გენიმი, დარწმუნებულია, რომ ახალი პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ქალაქის განტვირთვას და ალტერნატიულ მარშრუტებს შექმნის. ამასთან, ახალი სრუტე საერთაშორისო საზღვაო მიმოსვლისთვის დახურული იქნება. სტამბულის მანჰეტენის ამბიციური პროექტი, შესაძლოა, ორ წელიწადში განხორციელდეს.


скачать dle 11.3