კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაკარგეს ერთმანეთი ბავშვობის მეგობრებმა და რატომ ეძებს რუსეთში მცხოვრები 52 წლის მამაკაცი რუსთაველის გამზირის ფოტოებს ინტერნეტში



52 წლის ანდრო ლურსმანაშვილი ეძებს 51-52 წლის ელა ანატოლის ასულ ერემენკოს.

ისტორია: ვეძებ ჩემს მეგობარს, 51-52 წლის ელა ანატოლის ასულ ერემენკოს. მე და ელამ ერთმანეთი ბავშვობაში გავიცანით და ძალიან დავმეგობრდით, 1975 წლიდან 1979 წლამდე ჩვენ გვქონდა მიმოწერა. ელა ცხოვრობდა თბილისში, კეცხოველის შესახვევში ¹2-ში, ბინა 28-ში. 1979 წლიდან ჩვენი მიმოწერა შეწყდა ბანალური ცხოვრებისეული სიტუაციების გამო: ორივე გავიზარდეთ და ჩვენ-ჩვენი ცხოვრება გვქონდა. მას შემდეგ წლებია გასული და ძალიან მინდა ჩემი მეგობრის პოვნა, დამოუკიდებლად მე ეს ვერ შევძელი და დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენ დამეხმარებით.

– როგორ გაიცანით ერთმანეთი და რა ინფორმაცია გაქვთ თქვენ ელას შესახებ?

– 1975 წელს მე და ჩემი მამიდაშვილები ვისვენებდით სოჭში, სადაც დასასვენებლად იყო ჩამოსული ელა თავის დასთან – ტატასთან და დედასთან ერთად. მე და ელა დავმეგობრდით, ერთად დავდიოდით ლაშქრობაში მთებზე. წამოსვლის წინ გავცვალეთ მისამართები და შევპირდით ერთმანეთს, რომ მიმოწერა მაინც გვექნებოდა. 1979 წლამდე ჩვენ ვწერდით ერთმანეთს წერილებს, ამჟამად რომ ვათვალიერებ ამ წერილებს, ბავშვობა მაგონდება და მესმის, რომ ყოველი წერილი შინაარსობრივად იყო აბსოლუტურად არაფერზე (იცინის), მაგრამ ჩვენთვის იცით, რამდენს ნიშნავდა?! ყოველთვის მინდოდა, მყოლოდა მეგობარი საქართველოში და ასეთად ელა მეგულებოდა. მე რუსეთში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ძალიან მიყვარს ჩემი საქართველო, რადგან ქართველი ვარ. სამწუხაროდ, ცხოვრება ისე ამეწყო, რომ თბილისში მხოლოდ ერთხელ ვიყავი ჩამოსული, ისიც შორეულ 1979 წელს. ელას ოჯახმა მიმასპინძლა და, მახსოვს, ბილეთიც კი მაჩუქეს „დოული ფემილიზე“, რაც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა, რადგან ამ ჯგუფის ფანი ვიყავი. ელას სახლი მდებარეობდა ზედ რუსთაველის გამზირთან. დღესაც კი მახსოვს, როგორ გამოიყურებოდა შენობა, ის ისტორიულ ფასეულობას წარმოადგენდა, რადგან ძალიან ძველი იყო, იმ სახლში ცხოვრობდნენ ელას დედა, ბებია და და-ძმა. სამწუხაროდ, ელას დედის გვარი არ მახსოვს, ვიცი, რომ დედა ქართველი ჰყავდა, მამა კი მათგან შორს მინსკში ცხოვრობდა. ელას მშობლები გაყრილები იყვნენ. ელას დას ტატა, ტატიანა ერქვა და იგი ელაზე ერთი წლით უფროსი იყო. ასევე, მახსოვს, რომ მას ჰყავდა ძმა, სახელად ედიკა, რომელიც ელას დედას მეორე ქორწინებიდან ჰყავდა, ანუ ნახევარძმა იყო. ედიკა ამჟამად დაახლოებით 32 წლის უნდა იყოს.

– რა მიზეზით შეწყდა თქვენი მიმოწერა და რამ გადაგაწყვეტინათ ელას ძებნა დაგეწყოთ?

– ჩვენი მიმოწერა შეწყდა როგორც გითხარით 1979 წელს. მე დავოჯახდი და, ასე ვთქვათ, აღარ მეცალა მეგობრებისთვის. შესაძლებელია, ელამაც შექმნა ოჯახი, ან მასაც მობეზრდა ჩვენი ბავშვური მიმოწერა, ან ეწყინა, რომ მე აღარ ვწერდი. სიმართლე გითხრათ, მისი გაჩუმების მიზეზი ჩემთვის უცნობია. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ხშირად ვფიქრობ ხოლმე ჩვენს მეგობრობაზე. ძალიან მინდა თბილისში ჩამოსვლაც. დარწმუნებული ვარ, როდესაც იმ ადგილს დავინახავ, სადაც ელა ცხოვრობდა, მელანქოლია შემომაწვება და მირჩევნია, ჯერ ის ვიპოვო და მერე გადავწყვიტო ჩამოსვლა. რაც უფრო გადის წლები, მით მეტად აფასებ შენს ბავშვობისა და ახალგაზრდობის წლებს და მეგობრებს. მისი პოვნის დიდი სურვილი მაქვს, მაინტერესებს, როგორ აეწყო მისი ცხოვრება, რამდენი შვილი ჰყავს და ასე შემდეგ. რამდენიმე თვეა, რაც ელას პოვნა გადავწყვიტე და სხვადასხვა საიტიდან თბილისის ქუჩების, სახლების ფოტოებსაც კი ვიწერ, რათა უკეთესად აღვიდგინო მეხსიერებაში ელას სახლი. ამჟამად ვიშოვე რუსთაველის გამზირის ფოტო, რომელზეც ელას სახლიც არის გამოსახული, მაგრამ მის უკან მდებარე შენობა მაეჭვებს. ადრე ის იქ არ მდგარა, ესე იგი, ახალი აშენებულია. იქ ამჟამად კაზინოა. დიდი იმედი მაქვს, რომ სახლში მცხოვრებნი გაიხსენებენ ელას თუ არა, ბებიამისს მაინც, რომელიც იქ ძალიან დიდხანს ცხოვრობდა. გიგზავნით ჩემს იმდროინდელ ფოტოსაც, რომლითაც ელა ადვილად ამომიცნობს. დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენ მაპოვნინებთ მას.

– ანდრო, რომ აღმოჩნდეს, რომ ელას ჰყავს ოჯახი და ძალიან ეჭვიანი მეუღლე, რომელსაც არ მოეწონება ის ამბავი, რომ მის ცოლს ასეთი მონდომებით ეძებს წლების წინ დაკარგული მეგობარი, ამაზე თუ გიფიქრიათ?

– ამ თემაზე ძალიან ბევრი ვიფიქრე. მესმის, რომ ცოტათი დაუჯერებლად ჟღერს, რომ ასეთი მონდომებით ეძებ, უბრალოდ, მეგობარს, მაგრამ ეს დანამდვილებით ასეა და მე არანაირი სხვა გრძნობა არ მამოძრავებს. იმედია, თუკი ელა დაოჯახებულია, მისი მეუღლე გამიგებს და ელასაც ამის გამო პრობლემები არ შეექმნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, რანაირი მეგობარი ვარ, თუ ჩემი გამოჩენით პრობლემას შევუქმნი მას? მაგალითად, ჩემმა მეუღლემ გამიგო და, პირიქით, მგულშემატკივრობს ელას მოძებნაში. იმედია, სწორედ ასეთ გაგებას შევხვდები მისი მხრიდანაც.


скачать dle 11.3