კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იმკურნალეთ ღვინით და იყავით ჯანმრთელი

ალკოჰოლური სასმელების მცირე დოზით მიღებას სამკურნალო ეფექტი აქვს. ჭამის დროს დალეული ერთი ჭიქა ღვინო ადამიანს იცავს გულისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებისგან.

ღვინოში არის ნივთიერება, რომელიც ხელს უშლის დაბერების პროცესს. ეს ნივთიერება ანტიოქსიდანტებია.

ანტიოქსიდანტები არის ხილშიც, მაგრამ მას ყურძენი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეიცავს.

ასევე, ღვინო შეიცავს ვიტამინებს, მინერალურ ნივთიერებებს, ორგანულ მჟავებს და სხვა ნივთიერებებს, რომლებიც აადვილებს საჭმლის მონელებას, ზრდის ცალკეული ორგანოს სისხლმომარაგებას და აუმჯობესებს გუნება-განწყობას.

არ გირჩევთ ღვინის მიყოლებას სალათებზე, ნედლ ბოსტნეულზე, ძმრით მომზადებულ კერძებზე. ამ სახის საკვებზე ღვინის მიყოლება იწვევს საჭმლის მონელების დარღვევას.

ღვინის მიყოლება კარგია ხორციან საკვებზე, რადგან ხორცის შეწვის დროს წარმოიქმნება ორგანიზმისთვის ძნელად ასათვისებელი ნივთიერებები, რომლებიც იწვევს მთელ რიგ მოშლილობებს. ღვინოში შემავალი მთრიმლავი ნივთიერებები კი, შლის ამ ძნელად ასათვისებელ ნაერთებს.


скачать dle 11.3