კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აკრძალა „ლუკოილის“ მფლობელმა ვაგით ალეკპეროვმა ოდეკოლონების გაყიდვა და ვინ უწოდა მას „ალეკ პირველი“



ის არის თანამედროვე რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი, რომელმაც შეინარჩუნა ოლიგარქის წოდება, მიუხედავად იმისა, რომ მისმა კაპიტალმა მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა ეკონომიკური კრიზისის გამო. ვაგით ალეკპეროვი, ნავთობგიგანტ „ლუკოილის“ პრეზიდენტი და მფლობელი, რუსი მილიარდერების პირველი ათეულის მუდმივი წევრია. ჟურნალ „ფორბსში“ 2009 წელს გამოქვეყნებულ მსოფლიო მილიარდერთა რეიტინგში ალეკპეროვი 7,8 მილიარდი დოლარით 57-ე ადგილზე იმყოფება.

ვაგით იუსუფის ძე ალეკპეროვი 1950 წელს აზერბაიჯანში, სოფელ რაზინოში (ბაქოს შემოგარენი) აზერბაიჯანელი მამისა და რუსი დედის ოჯახში დაიბადა. ვაგითი, ალეკპეროვების მრავალსულიან ოჯახში, მეხუთე ბავშვი იყო და როდესაც სამი წლის გახდა, მამამისი იუსუფ ქერბალ-ოღლი გარდაიცვალა. ბავშვებს დედა, ტატიანა ბოჩაროვა მარტო ზრდიდა. ცნობილია, რომ ვაგითისთვის დედა დღემდე ხელშეუხებელი ავტორიტეტია. სკოლაში ვაგითი კარგად სწავლობდა და სკოლის დასრულებამდე მას უკვე მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი მენავთობე გამხდარიყო.

1972-1974 წლებში ალეკპეროვი „კასპმორნეფტის“ ნავთობსაბადოზე მბურღავად მუშაობდა და ამის პარალელურად, აზერბაიჯანის ქიმიის და ნავთობის აზიზბექოვის სახელობის ინსტიტუტში სამთო ინჟინერის სპეციალობას ეუფლებოდა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ 1974-1979 წლებში ის „კასპმორნეფტში“ აგრძელებდა მსახურობას, სადაც სხვადასხვა თანამდებობა გამოიცვალა: უფროსი ინჟინერ-ტექნოლოგი, უფროსი ინჟინერი, ცვლის უფროსი და ნავთობის და გაზის მომპოვებელი საამქროს უფროსის მოადგილე. 70-იანი წლების მიწურულს ალეკპეროვი დასავლეთ ციმბირში, პარტიული დავალებების შესასრულებლად გააგზავნეს. იქ მან სხვადასხვა სამრეწველოებში: „სურგუთნეფტეგაზში“, „ფედოროვსკინეფტში“, „ხოლმოგორნეფტში“ და „ლიანტორნეფტში“ მაღალ თანამდებობებზე იმუშავა. 1983-1985 წლებში ალეკპეროვი სათავეში ედგა ნავთობის და გაზის მომპოვებელ საწარმოს სოფელ კოგალიმში და იმავე 1985 წელს ის დაინიშნა „ბაშნეფტის“ გენერალური დირექტორის მოადგილედ დასავლეთ ციმბირის ოლქში. 1987-1990 წლებში ალეკპეროვი „კოგალინნეფტეგაზის“ გენერალურ დირექტორად მუშაობდა და სწორედ იმ პერიოდში გაიცნო მან იური შაფრანიკი, ვისთან ერთადაც ჩამოაყალიბა მან მოგვიანებით „ლუკოილი“. 1990 წელს ალეკპეროვი დაინიშნა საბჭოთა კავშირის ნავთობისა და გაზის მრეწველობის მინისტრის მოადგილედ და ის აღმოჩნდა ამ თანამდებობაზე ყველაზე ახალგაზრდა კადრი საბჭოთა კავშირში. 1992 წელს ალეკპეროვი თავს ანებებს სამინისტროსა მუშაობას და აყალიბებს ნავთობკონცერნ „ლანგეპასურაიკოგალიმნეფტს“, რომელიც აერთიანებს საბჭოთა კავშირის ყველაზე დიდ ნავთობის საბადოებს ლანგეპასში, ურაისა და კოგალიმში. 1993 წელს რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, ბორის ელცინის განკარგულებით, კონცერნი სააქციო საზოგადოებად გარდაიქმნა და „ლუკოილი“ ეწოდა. ამბობენ, რომ „ლუკოილის“„ „იუკოსის“ და სხვა ნავთობკომპანიების ჩამოყალიბება ვიქტორ ჩერნომირდინის იდეა იყო და მას გარკვეული აქტივები გააჩნდა ამ ნავთობგიგანტებში.

გარდა „ლუკოილისა“, ალეკპეროვი ბანკ „იმპერიალსაც“ ხელმძღვანელობდა, მაგრამ 1998 წელს რუსეთში მომხდარი დეფოლტის დროს, ბანკს სერიოზული ფინანსური პრობლემა შეექმნა და 2000 წელს მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლომ ის ბანკროტად გამოაცხადა. სხვათა შორის იმ პერიოდში ალეკპეროვის დაპატიმრებასაც არ გამორიცხავდნენ რუსი ჟურნალისტები. მას გადასახადების გადაუხდელობა ედებოდა ბრალად, თანხა კი საკმაოდ დიდი, 500 მილიონი დოლარი იყო, მაგრამ იგივე სასამართლომ ის უდანაშაულოდ სცნო. ნავთობის გარდა, ალეკპეროვი მედია საშუალებებითაც იყო დაინტერესებული. მის ხელში ცნობილი რუსული ტელეარხების „ტვ-6-ის“ და „რენტივის“ აქციათა დიდმა ნაწილმაც გაიარა. გარდა ამისა, ის გაზეთ „იზვესტიას“ აქციების პატრონიც იყო და მისი განხორციელებული საკადრო წმენდის შემდეგ, გაზეთის გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა ცალკე, ახალი გაზეთი „ნოვოე იზვესტია“ ჩამოაყალიბეს.

2008 წელს ალეკპეროვმა, რომელიც „ლუკოილში“ სამუშაოდ მხოლოდ „კაგებეს“ და „ეფესბეს“ გადამდგარ ოფიცრებს იღებს, „გეითკრაფტ ლიმიტედის“ დახმარებით „ლუკოილის“ 11,13 მილიონი აქცია ( 1,3 პროცენტი) შეიძინა და ნავთობკომპანიის ყველაზე მსხვილი აქციონერი გახდა. მის ბალანსზე „ლუკოილის“ აქციათა 20,04 პროცენტი ირიცხება. იმ დროისთვის მისი პირადი ქონება 13 მილიარდ დოლარს შეადგენდა და დერიპასკასთან და აბრამოვიჩთან ერთად, ის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ რუსეთის მოქალაქედ ითვლებოდა მსოფლიოში. თავისი პოზიციები მან 2009 წელსაც შეინარჩუნა და მიუხედავად იმისა, რომ მისი ქონება ამჯერად 7,8 მილიარდ დოლარად ფასობს, მან შეინარჩუნა ადგილი „ფორბსის“ პირველ ასეულში.

სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით, ვაგით ალეკპეროვს ვიწრო წრეში მაფიოზურად „დონ ვაგითს“ უწოდებენ და ამბობენ, რომ ნავთობმაგნატს მართლაც ახასიათებს იტალიელი მაფიოზის ჩვევები. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ალეკპეროვს ძალიან უყვარს ძვირად ღირებული საჩუქრების გაკეთება. მაგალითად, 90-იან წლებში მან ყაზახეთის პრეზიდენტს, მეგობრობის ნიშნად, თვითმფრინავი „იაკ-142“ აჩუქა. ასევე მის სახელს უკავშირდება უამრავი ლეგენდა. მაგალითად, მბურღავად მუშაობის პერიოდში ერთ-ერთ საბადოზე აფეთქება მოხდა და ალეკპეროვი აფეთქების ტალღამ რამდენიმე მეტრზე გადააგდო. ის კასპიის ზღვაში ჩავარდა და როდესაც ყველამ იფიქრა, რომ ვაგითი დაიღუპა, სწორედ მაშინ გამოცურა და ვითომც არაფერი, თავის საქმეს დაუბრუნდა. ასევე ამბობენ, რომ კოგალიმში მუშაობის პერიოდში ალეკპეროვმა აკრძალა ოდეკოლონების გაყიდვა. დასახლებაში მწვავედ იდგა ალკოჰოლიზმის პრობლემა და ახალგაზრდა მენავთობეს არ აწყობდა, მის დაქვემდებარებაში მუდმივად ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი თანამშრომლები ყოფილიყვნენ. კოგალიმში ცხოვრების პერიოდში ალეკპეროვს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მეტსახელი „ალეკ პირველიც“ კი უწოდეს. არსებობს კიდევ ერთი ლეგენდა, რომლის თანახმად, ვაგით ალეკპეროვი ჰეიდარ ალიევის შვილია და ამ უკანასკნელის დამსახურებაა ის, რომ ჩვეულებრივმა ბაქოელმა ვაგითმა ნავთობის ბიზნესში უდიდეს წარმატებას მიაღწია.

თავისუფალ დროს „ლუკოილის“ შეფს ყველაზე მეტად მოგზაურობა ან მეგობრებთან შეხვედრა უყვარს. რაც შეეხება მის ოჯახს, მეუღლე ლარისა ალეკპეროვა მასთან ერთად მოსკოვის მახლობლად, „რუბლიოვკის შოსეზე“ მდებარე კერძო სახლში ცხოვრობს. მათი შვილი იუსუფ ალეკპეროვი კი, რუსეთში ყველაზე მდიდარ ახალგაზრდად ითვლება.



უშანგი რუხაძე


скачать dle 11.3