კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აპრილი 2020 (48)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)

რაშია გამოუცდელი ანა მდივნიშვილი და რა ოცნება აისრულა მან

ჯეოსტარელი ანა (ანუნა) მდივნიშვილი ჯერ 16 წლის არის, სკოლაში სწავლობს, თუმცა ასაკთან შედარებით საკმაოდ ჭკვიანი და მიზანდასახული გოგონაა – ენერგიული, დადებითი ემოციებით რომ განაწყობს ირგვლივ მყოფებს. რაც ყველაზე საოცარია, ანას კარგად ეხერხება სამზარეულოში ტრიალი და არა მხოლოდ კერძების მომზადება, პიცისა და ტორტის გამოცხობაც კი. ანას ერთ-ერთი ოცნება „ჯეოსტარში“ მოხვედრა იყო და ახლა მშვენიერი გოგონა ცდილობს, მაყურებელი თავისი სიმღერითა და დადებითი ემოციებით მოხიბლოს.



ანა: 53-ე სკოლაში ვსწავლობ, მეთერთმეტე კლასში. სამოდელო სააგენტოშიც ვარ და, ახლა კი „ჯეოსტარში“ მოვხვდი. მთლიანად კონკურსის საქმეებში ვარ ჩართული.

– მოგწონს, ალბათ, შენი ახალი ცხოვრება.

– ძალიან მომწონს. ბევრი საქმე მაქვს, დაღლაც ძალიან სასიამოვნოა. ტელეჟურნალისტიკურზე ვაპირებ გამოცდების ჩაბარებას, მიყვარს აქტიური ცხოვრება, წასვლა-წამოსვლა, ლაპარაკი, ძალიან ბედნიერი ვარ.

– დიდი ხანია მღერი?

– ბავშვობიდან ვმღერი, მაგრამ პირველად გამოვედი მაყურებლის წინაშე. ამ საკითხში ძალიან გამოუცდელი ვარ. სანამ სცენაზე გავიდოდი, ძალიან ვინერვიულე, ვფიქრობდი, რა უნდა გავაკეთო-მეთქი. მაგრამ, მგონი, შევძელი და ნორმალურად ვიმღერე. ახლა უკვე ვიცი, როგორია სცენაზე სიმღერა, მაყურებელი და მეორე კონცერტიდან შევეცდები, ყველანაირად მოვიხსნა დაძაბულობა, ნერვიულობა. თან, ყველა ჩემ მიმართ დადებითად არის განწყობილი, რაც ძალიან მსიამოვნებს. მინდა, პროექტში ვიყო, დავიხვეწო, როგორც მომღერალი, გამოცდილება მივიღო. იმედია, ხალხი დაინახავს ჩემს მონდომებას და მხარს დამიჭერს. მინდა, მომავალშიც გავაგრძელო სიმღერა. „ჯეოსტარი“ კი ის პროექტია, რომელიც დიდ გამოცდილებას გაძლევს და როგორც მომღერალი იხვეწები. იმედია, მაყურებელი ხმას მომცემს, დამიმესიჯებს. სიმღერა ჩემი ცხოვრების ნაწილია და მინდა, კარიერა გავაგრძელო, თან, პარალელურად, ჟურნალისტიც ვიქნები.

– სახლში, ალბათ, სულ მღერი.

– სახლში სულ ვმღერი, ბანაობის, საჭმლის კეთების დროს. ძალიან მიყვარს კერძების მომზადება, ყველაფერი მეხერხება. ხან პიცას ვაცხობ, ხან – ნამცხვარს. ჩემი მეგობრები მოდიან და მივირთმევთ. ტორტიც გამიკეთებია, ხანდახან მე ვიგონებ რაღაცეებს. თან, ამ ყველაფერს სიმღერ-სიმღერით ვაკეთებ. რაღაცას რომ ყურს მოვკრავ, ამეკვიატება. მთელი დღე ვმღერი და ბოლოს მიყვირიან, გაჩერდიო. ზოგადად, საოჯახო საქმე მეხერხება, თითქმის ყველაფერი. სამი წლის და მყავს, მარიშკა. დედა უვლის, მაგრამ მეც ვეხმარები. როცა საჭიროა, შემიძლია, ჩავაცვა, დავბანო, გავასეირნო, მიყვარს ასეთი რაღაცეები. სახლის დალაგებაც მიყვარს. ზოგს ეს ეთაკილება, მე სახლსაც ვალაგებ, ჭურჭელსაც ვრეცხავ და ყველაფერს ვაკეთებ.

– ძალიან ენერგიული და ხალისიანი გოგონა ხარ, დადებითი ენერგია გაქვს, გადამდები.

– კი, ძალიან ენერგიული ვარ. ყველა მეუბნება, ბევრს ლაპარაკობ, ცოტა ილაპარაკე, გაჩერდიო, მაგრამ – არა. ყველას უხარია ჩემთან ურთიერთობა და იმედია, მაყურებელიც დაინახავს ამას. ძალიან მინდა პროექტში ყოფნა. ერთი სული მქონდა, როდის დადგებოდა 14 თებერვალი და 16 წლის გავხდებოდი. თუმცა, არ მოვმზადებულვარ, ჩემით ვიმეცადინე და მიხარია, რომ გამიმართლა. იმედია, ბოლომდე გამიმართლებს და ამ გზას გავყვები.

– როგორ ცხოვრობდი „ჯეოსტარამდე“?

– ძირითადად სწავლით ვიყავი დაკავებული, სკოლა, მასწავლებლებთან მომზადება, ხანდახან სამოდელო საქმეები... უფრო სწორად, ახლა ვიწყებ სამოდელო საქმიანობას, მაგრამ გაყოლას არ ვაპირებ. სერიოზული პროფესიის არჩევას ვფიქრობ, რომ ყველანაირად დავიხვეწო. კარგი განათლება მივიღო და კარგი ჟურნალისტი ვიყო. ჩვეულებრივ სკოლაში დავდიოდი, მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ერთად ვიყავი, მაშინაც ძალიან აქტიური ცხოვრება მქონდა. ახლა კი თითქმის რადიკალურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება. ადრეც მქონდა გადაღებები, ინტერვიუები, მაგრამ ამდენი გადაღება და თან, „თბილისელებისთვის“ რომ მიმეცა ინტერვიუ – არ ყოფილა. ძალიან მომწონს ახალი ცხოვრება. მინდა, ჩემი სიმღერით ხალხს შევუყვარდე. გამიცნონ და რაც მთავარია, მინდა, საკუთარ თავში დავრწმუნდე, რომ ეს ყველაფერი შემიძლია. ძალიან მიზანდასახული ადამიანი ვარ. შარშან კონცერტის გახსნაზე დარბაზში ვიჯექი და ვიფიქრე – ანა, მეორე წელს შენ იქ უნდა დადგე და ავისრულე ოცნება. ჩემი სურვილების ასრულებას, ძირითადად, ღმერთს ვთხოვ და ახლაც მას ვთხოვე. ჩემი თავი მივანდე და თუ ღმერთი ინებებს, ბოლომდე გავალ და დავამტკიცებ, რომ მეც შემიძლია სიმღერა.

– შენ და ანი სირაძე ყველაზე პატარები ხართ, არ განებივრებენ?

– ერთნაირები ვართ, ჭკუამხიარული ბავშვები და კარგად ვერთობით. ყველანი ერთმანეთთან ძალიან კარგად ვართ. ვერ წარმოგვიდგენია, ვინმემ რომ დატოვოს პროექტი, მაგრამ რას ვიზამთ, პროექტის წესი ასეთია.

– შენს ასაკში უყვართ მხიარული, ენერგიული გართობა.

– კლუბებში სიარული არ მიყვარს. ძალიან მიყვარს ქორწილებში სიარული, დაბადების დღეებზე. ცეკვაზე ვგიჟდები, თითქმის ყველანაირი ცეკვა ვიცი. მართლა ყველაფერი მეხერხება. ქორწილებში ბოლომდე ვერთობი ხოლმე. თუ ახლობლის ქორწილია, ვმღერი კიდეც. მაგრამ არცთუ ისე ახლობლის ქორწილიშიც, ნეფე-პატარძალი რომ მთხოვს, შეიძლება, ერთი სიმღერა ვიმღერო.

– თაყვანისმცემლები ნამდვილად გეყოლება.

– კი. როგორც ყველა გოგონას, მეც მყავს. ჯერჯერობით არავის შევუწუხებივარ. ძირითადად რაღაცეებს მწერენ, საჩუქრებს მიგზავნიან – ყვავილებს, სამაჯურებს, ტორტიც გამოუგზავნიათ. მიხვდნენ, ტკბილეული რომ მიყვარს. სახლში კურიერს რომ მოჰქონდა, რა უნდა მექნა, ავიღებდი ხოლმე.

– როგორი ბიჭები მოგწონს?

– ამბობენ, მთავარი გარეგნობა არ არისო, მაგრამ ხომ უნდა მოგეწონოს გარეგნობით, რომ მერე გაიგო მისი შინაგანი სამყარო. მე მომწონს მაღალი, შავგვრემანი ბიჭები. არ მიყვარს ლამაზები. შეიძლება არ იყოს ძალიან სიმპათიური, მაგრამ რაღაც ისეთი ჰქონდეს – „ვიდზე“ არ მოგწონდეს, მაგრამ იმდენად მამაკაცური იყოს, მოგეწონოს. კიდევ ბიჭების თითებს ვაკვირდები, გართულება მაქვს ფეხსაცმელზე.

– ჩაცმულობას აქცევ ყურადღებას?

– მთავარია, ბიჭს გემოვნებით ეცვას. ყველას ხომ არ აქვს იმის შესაძლებლობა, „დოლჩე გაბანას“ სამოსი ჩაიცვას. არც მე მაცვია. შეიძლება, ორლარიანი რაღაც გეცვას, მაგრამ ისეთი გემოვნებით, დაჩრდილო ის, ვისაც ცნობილი ბრენდის სამოსი აცვია. ანუ, მთავარი გემოვნებაა და ერთმანეთს როგორ შეუხამებს სამოსს. ფასს ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა.

– შენი ასაკის გოგონები ბიჭებთან ურთიერთობისას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მატერიალურ მხარეს...

– შეიძლება, ადამიანი ერთ დროს მატერიალურად კარგად იყოს, მერე აღარ და რა დაგრჩება, არაფერი. ზოგი მთელი ცხოვრება მატერიალურად უზრუნველყოფილია, მაგრამ ეს მაინც წარმავალია. მთავარია, ადამიანი როგორია. დღეს ისე ხდება, ვისაც ფული არ აქვს, ის უფრო დაგაფასებს და ის უფრო არის შენი მეგობარი. ყველაზე არ ვამბობ, მაგრამ არის კატეგორია, რომელიც მატერიალურად კარგად არის უზრუნველყოფილი და ვისაც ბევრი ფული არ აქვს, იმას ზემოდან უყურებენ – რა აცვია, ეს ვინ არისო. მერე მან რომ იშოვოს ფული, უკვე კარგი გოგო ხდება. ჩემთვის მთავარია, იყოს კეთილი, ადამიანური და სიყვარულის გამოხატვა შეეძლოს – შენთან ერთად იყოს, გაგიგოს და რჩევა მოგცეს. სულ არ მინდა, რაღაც მიყიდოს და დაჯდეს ჩუმად. მირჩევნია ადამიანური იყოს და კარგად საკონტაქტო.

– ვალენტინობას გაქვს დაბადების დღე...

– მაგარ დღეს მაქვს დაბადების დღე და ძალიან მიყვარს. ხანდახან ორმაგად მასაჩუქრებენ, მაგრამ ზოგჯერ ერთი საჩუქრითაც ადვილად გამოძვრებიან ხოლმე. ხშირად მეუბნებიან, რა დღესაც დაიბადე, ისეთი ხარო. სიყვარულს სულ გამოვხატავ, ყველას ვახრჩობ. მეუბნებიან, თავი დაგვანებეო. მეც ძალიან მიყვარს, სხვებს რომ საჩუქრებს, სიურპრიზებს ვუკეთებ და ვახარებ. ახლაც ჩემი ახლობლები „ჯეოსტარში“ ჩემი ყოფნით ძალიან გახარებულები არიან და მინდა, ბოლომდე გავახარო.


скачать dle 11.3