კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (53)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

გასცა თუ არა სინამდვილეში ჩეკისტების განადგურების ბრძანება სტალინმა



„ერთ დღეს საბჭოთა გაზეთები აცხადებდნენ, რომ „მოსკოვის მეორე პროცესზე“ დამნაშავეების სიკვდილით დასჯა სისრულეში იქნა მოყვანილი. „ენკავედეს“ პოლიტიკური სამმართველოს სამდივნოდან ერთ-ერთმა გამომძიებელმა, რომელიც მსჯავრდებულების დაკითხვაში მონაწილეობდა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მის მიერ დატოვებულ იქნა წერილი, რომელსაც თანამშრომლებისგან მალავდნენ. ეს ბადებდა ეჭვს, რომ მოკლული „სინდისმა შეაწუხა“.

არ გასულა ორი თვე, რომ გორკის სამმართველოდან პოგრებინსკმა მოიკლა თვაი. მან მოსკოვის „პირველ პროცესზე“ პირადად დააპატიმრა მარქსიზმ-ლენინიზმის სკოლის პედაგოგები და აიძულა ისინი, ეღიარებინათ, რომ ვითომ საპირველმაისო დემონსტრაციის დროს სტალინის მოკვლას აპირებდნენ. სიკვდილის წინ პოგრებინსკმა სტალინისთვის გადასაცემად წერილი დატოვა. სანამ კრემლში მოხვდებოდა, მანამდე წერილმა „ენკავედეს“ რამდენიმე წარმოსადეგი თანამშრომლის ხელში გაიარა. „წონიანი“ მასში წერდა: „ერთი ხელით პატიოსან ადამიანებს სასჯელი გამოვუტანე, მეორე ხელით კი იძულებული ვიყავი, დავმორჩილებოდი პარტიულ დისციპლინას...“ თავის მოკვლა მოუწია, აგრეთვე, უკრაინის „ენკავედეს“ პოლიტიკური სამმართველოს უფროსს, კოზელსკოვს, რომელსაც 4 წლის ვაჟი გარდაეცვალა. ბავშვი მძიმედ იყო ავად. შვილისთვის საუკეთესო ექიმები შეარჩია, რომელთა მონახვა მხოლდ საბჭოთა კავშირში თუ შეიძლებოდა. მიუხედავად ექიმების დროულად ჩარევისა, ბავშვის გადარჩენა მაინც ვერ მოხერხდა. ამის შემყურე მამამ თავი მოიკლა. დატოვებულ წერილში ის წერდა, რომ მისი შვილი ღმერთმა მამის ცოდვების გამო დასაჯა – უდანაშაულო ადამიანების გადასახლებისა და დაჭერისათვის. თუმცა, პარტიული თვალსაზრისით, კოზელსკოვის წერილს სხვაგვარად ახსნეს თითქოს მას ფსიქიკა ჰქონდა დარღვეული და რაღაც მისტიკურისკენ მიისწრაფოდა. უკრაინის „ენკავედემ“ მას ღირსეული პანაშვიდები მოუწყო, მის ოჯახს კი პენსია დაუნიშნეს...

...ზინოვიევისა და კამენევის მისამართის სტალინმა ბრძანება გასცა, რომ მათ აღიარებით ჩვენებაში ასეთი დამატება შეეტანათ: ისინი არ გამორიცხავდნენ საშუალებას, რომ „ოგუპუს“ ხელთ უჭირავს მათ მიერ მომზადებული ანტისახელმწიფოებრივი განაჩენის გამოტანის გეგმა, რომლის მიხედვითაც მათ მთავარ ამოცანად მიაჩნდათ, ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ გაენადგურებინათ ყველა შესაძლო კვალი. ამიტომ გადაწყდა, „ოგუპუს“ თავმჯდომაერედ ბაკაევი დანიშნულიყო. მის მოვალეობაში შედიოდა იმ პირებ

ყველამ კარგად იცოდა, რომ არავინ ისე არ უკეთებდა ორგანიზებას სასამართლო სპექტაკლებს, როგორც სტალინი. ამდენად, „ენკავედეს“ უნდა გაეთვალისწინებინა, რომ თავისი პოლიტიკური მოწინააღმდეგების, ან თუნდაც მხარდამჭერების განადგურების შემდეგ, სტალინი „ენკავედეს“ ყველა გამომძიებელსაც გაანადგურებდა.

1936 წელს სტალინის ფავორიტი ეჟოვი შინაგან საქმეთა კომისრად, იაგოდას ადგილას დაინიშნა. ეჟოვმა „ცეკადან“ მოიყვანა თავისი ხალხი, რომლებიც ხელმძღვანელი პირის მოადგილეების ადგილებზე იქნენ დანიშნულნი მოსკოვსა და პერიფერიებში. ეჟოვი სტალინის გეგმის შესრულებაზე უკვე მოსკოვის „მეორე პროცესის“ დროს გადავიდა. ანადგურებდნენ არა მხოლოდ „ენკავედეს“ იმ თანამშრომლებს, ვინც სტალინური სიბინძურის საიდუმლოს შესახებ იცოდა, არამედ მათაც, ვისაც შეიძლებოდა, ეს გაეგოთ. ყველაფერი კი ასე ხდებოდა: 1937 წლის მარტის ერთ-ერთ საღამოს ეჟოვმა თავი მოუყარა თავის მოადგილეებს – იაგოდას დროს ამ მოვალეობის შემსრულებლებს. მათ შეატყობინა, რომ „ცეკას“ მითითებით, თითოეულ მათგანს ევალება რუსეთის ერთ-ერთ მხარეში გამგზავრება პოლიტიკური ნდობის შესამოწმებლად. ეჟოვმა მანდატები „ცეკას“ ბლანკებით შეცვალა და ბრძანა, დანიშნულების ადგილას დროულად წასულიყვნენ. მხოლოდ ოთხ მათგანს არ მიუღია ასეთი ბრძანება. ესენი იყვნენ: სლუცკი, ფრინოვსკი, სტალინის პირადი დაცვა პაუკერი და რედენსი.

მეორე დილით, ყველამ, ვინც ყალბი მანდატი მიიღო, მოსკოვი დატოვა. მათგან არცერთმა არ მიაღწია დანიშნულების ადგილამდე. ყველა ჩუმად ჩამოიყვანეს ვაგონებიდან მოსკოვის პირველივე სადგურზე და მანქანებით გადაიყვანეს მოსკოვის მახლობლად მდებარე ციხეში. გავიდა რამდენიმე კვირა, სანამ „ენკავედეს“ სხვა თანამშრომლებისთვის ცნობილი გახდებოდა თავიანთი უფროსების ამ უცნაური გაუჩინარების შესახებ. ამასობაში ეჟოვმა „ენკავედეს“ დაცვა და ზოგიერთი თანამშრომელი მოსკოვსა თუ ქალაქგარეთ დანიშნული სხვა მაღალ ჩინოსნებით შეცვალა. ახალ ხელმძღვანელებს შორის ბევრი ქართველი აღმოჩნდა. ეჟოვი ამ ყველაფერს უფრო ენერგიულად შეუდგა. წავიდა გამომძიებლების მასობრივი დაჭერები. მათ აპატიმრებდნენ დღისით, ღამით, ოჯახებში, სამუშაოზე. ერთ დღეს, როცა ოპერატიული ჯგუფი ერთ-ერთ მათგანის სახლში შეიჭრა, მსხვერპლმა დაიყვირა: „თქვენ ვერ შეძლებთ ჩემს აყვანას“! შემდეგ გავიდა აივანზე და მეთორმეტე სართულიდან გადახტა. ფეილიქს გურსკი, საგარეო საქმეთა სამმართველოს თანამშრომელი, რომელიც რამდენიმე კვირის შემდეგ „წითელი ვარსკვლავის“ ორდენით დაჯილდოვდა სამუშაოს მაღალი დონის შესრულებისათვის, თავისი კაბინეტის ფანჯრიდან, მეცხრე სართულიდან გადმოხტა. ესპანეთში და საფრანგეთში მყოფი შინაგან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლები შემაშფოთებელ ისტორიებს ყვებოდნენ იმის შესახებ, თუ როგორ ეჭრებოდნენ სახლში შეიარაღებული ოპერატიული სამსახურის მუშაკები „ენკავედეს“ თანამშრომლების ოჯახებს. როგორც კი კარზე ზარს მისცემდნენ, შიგნიდან სროლის ხმა ისმოდა. ოგორც ჩანს, მსხვერპლი თავისი ხელით იხლიდა შუბლში ტყვიას.

მე ერთი ასეთი ისტორია მიამბეს: „ენკავედეს“ თანამშრომლების გარკვეული ჯგუფის ლიკვიდაციის შემდეგ ოთხი მათგანის უპატრონოდ დარჩენილმა ბავშვებმა ერთ-ერთი თანამშრომლის სახლიდან იარაღი მოიპარეს და მოსკოვის მახლობლად ტყეში გაეშურნენ თვითმკვლელობის მიზნით. იარაღის გასროლისა და ბავშვების ყვირილის ხმაზე ვიღაც რკინიგზის თანამშრომელი მივარდნილა. მან შეძლო 14 წლის ბიჭისთვის იარაღი ხელიდან გამოეგლიჯა. ორი მოზარდი მიწაზე იწვა – როგორც გაირკვა, ისინი დაჭრილები იყვნენ. იქვე წერილი ეგდო – „ხალხის კერპს – ამხანაგ სტალინს!“. მასში ბავშვები „ძვირფას სტალინს“ სთხოვდნენ, მოენახა და დაესაჯა ისინი, ვინც მათი მამები დახოცა. „ჩვენი მშობლები პატიოსანი კომუნისტები იყვნენ, – ეწერა წერილში, – ქვეყნის მტრებმა, დამპალმა ტროცკისტებმა, ვერ შეძლეს, ეს მათთვის ეპატიებინათ...“ საიდან იცოდნენ ბავშვებმა, ვინ იყვნენ ტროცკისტები?! სტალინის სამდივნომ ათეული ასეთი წერილი მიიღო. ისინი სწრაფად გაეშურნენ „ენკავედეში“ მოთხოვნით – პატარა ნაძირლები მოსკოვიდან გაექროთ. აქ არ უნდა ყოფილიყო მათი ცრემლების ადგილი! უცხოელ ჟურნალისტებსა და სტუმრებს არ უნდა ენახათ ქუჩაში მასობრივად და უპატრონოდ დაყრილი ბავშვები.

უფრო ცუდ მდგომარეობაში იყვნენ გოგონები. ერთ-ერთი მათგანის ბედი მე შპიგელგლასისგან გავიგე: შემოდგომაზე მოულოდნელად დააპატიმრეს წითელი არმიის შტაბის უფროსი ალექსანდრ კარინი და მისი ცოლი. ორივეს ესროლეს. ამ თანამდებობამდე კარინი „ენკავედეს“ შინაგან სამმართველოში საქმეთა მმართველად მუშაობდა. ის შპიგელგლასს უცხოეთში საიდუმლო და სახიფათო დავალებების შესრულებაში ეხმარებოდა. ისინი ოჯახებით მეგობრობდნენ. კარინის ერთადერთი, 13 წლის გოგონა შპიგელგლასის გოგონების საუკეთესო მეგობარი იყო. მამის დაპატიმრების შემდეგ გოგონა ქუჩაში აღმოჩნდა, ხოლო მათი ბინა ეჟოვის ხალხიდან ერთ-ერთმა მათგანმა დაიკავა. გოგონა შპიგელგლასთან მივიდა. ის ყვებოდა: „მე ეს გოგონა ჩემს შვილებზე არანაკლებ მიყვარს. ის ჩემთან თავისი მწუხარებით მოვიდა, როგორც მშობელ მამასთან. მაგრამ, შემეძლო გარისკვა და ჩემთან დატოვება? ენა არ მომიბრუნდა, მეთქვა, რომ წასულიყო. მე და ჩემი ცოლი შევეცადეთ, დაგვემშვიდებინა და დასაძინებლად დავაწვინეთ. ღამით ის საწოლიდან რამდენჯერმე წამოხტა ყვირილით, ვერ გაერკვია, სად იყო და რა ხდებოდა მის თავს. დილით, ეჟოვის მდივანთან, შაპნიროსთან მივედი და მოვუყევი, რა მდგომარეობაშიც აღმოვჩნდი. „რაღაც გზა უნდა მოიძებნოს, – მითხრა მან, – ყოველ შემთხვევაში, შენ არ გიღირს მისი შენთან გაჩერება. ჩემი რჩევა იქნება: შეეცადე, მისგან გათავისუფლდე!..“

„შაპიროს რჩევა, – განაგრძობდა შპიგელგლასი, – პირდაპირ, ბრძანებასავით იყო – ბავშვი ქუჩაში გამეგდო. ჩემმა ცოლმა შემახსენა, რომ კარინს სარატოვში ვიღაც ნათესავები ჰყავდა. გოგონას ფული მივეცი და ბილეთი ვუყიდე, რომ გამგზავრებულიყო. მრცხვენოდა საკუთარი ქალიშვილებისთვის თვალებში ჩახედვის. ჩემი ცოლი ტიროდა. ვცდილობდი, სახლში რაც შეიძლებოდა ნაკლებად ვყოფილიყავი...

... ორი თვის შემდეგ გოგონა მოსკოვში დაბრუნდა და ჩვენთან მოვიდა. გავოცდი, ისე იყო შეცვლილი. ფერმკრთალი, გამხდარი, სევდიანი თვალებით, არანაირი ბავშვური კვალი მა სარ ეტყობოდა. „პროკურატურაში განცხადება შევიტანე, – თქვა მან, – თხოვნით, დამეხმარონ, რომ ადამიანებმა, რომლებიც ჩვენს ბინაში ცხოვრობენ, ჩემი ტანსაცმელი დამიბრუნონ. „ჩვენს პიონერულ ბანაკში ვიყავი, – განაგრძობდა გოგონა, – და იქ მივიღე მიმართვა პროკურატურისთვის, რომ ვითომ პიონერებმა თავისრიგებში ორი წლის წინ მიმიღეს, მაგრამ პიონერხელმძღვანელი მოითხოვდა, პიონერულ შეკრებებზე გამოვსულიყავი და მეთქვა, რომ მე ვამართლებ ჩემი მშობლების სიკვდილით დასჯას. კიდეც გამოვედი და ვთქვი, რომ თუ ისინი შპიონები იყვნენ, მაშინ სწორია, რომ მათ ესროლეს. საქმე ისაა, რომ ისინი ჩემგან მოითხოვდნენ, მეღიარებინა, თითქოს მშობლები მართლა შპიონები და ქვეყნის მტრები იყვნენ. მე ვთქვი, რომ ყველაფერი ტყუილია! ისინი პატიოსანი ადამიანები იყვნენ და, ვინც მათ ესროლა, სწორედ ისინი არიან სამშობლოს მტრები!“ – გაბრაზებით დაამთავრა გოგონამ. ის უარზე იყო საჭმელზე და არ მოისურვა, აეღო ფული...“

ამ დროისათვის კი მიტინგებზე და გაზეთებში „სტალინის ჰუმანურ ეპოქაზე“, „სტალინის ხალხის მზრუნველობაზე“ და „ბავშვებისადმი განსაკუთრებულ სიყვარულზე“ გაჰყვიროდნენ.

ლევ ფელდბინის წიგნის „სტალინის დანაშაულთა საიდუმლო ისტორია“

მიხედვით მოაზადა

გიორგი კვესიტაძემ


скачать dle 11.3