კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (99)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

როგორ გახდა მდივანი მაიკო „მრეცხავი მოქალაქე“ და რა გარისკა მან

სერიალმა „შუა ქალაქში“ არსებობის მერვე სეზონი გახსნა და მაყურებელიც დიდი ინტერესით ელოდება იქ განვითარებულ ახალ სახალისო ისტორიებს. სერიალის ერთ-ერთი პერსონაჟი მაიკო, იგივე ქეთი ასათიანი, დიდი შემართებითა და სიამოვნებით შეუდგა საქმიანობას. ქეთი მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობია, ასევე, თამაშობს სანდრო ახმეტელის სახელობის მუნიციპალური თეატრის ერთ-ერთ სპექტაკლში. ამჟამად კი, მუსიკისა და დრამის თეატრში გადის რეპეტიციებს, სადაც „ვერის უბნის მელოდიები“ იდგმება.



ქეთი ასათიანი: „შუა ქალაქმა“ თავისი მერვე სეზონი დაიწყო. არაჩვეულებრივი შემართებით ვარ, რადგან ახალი, ძალიან ლამაზი სახლი გამიკეთეს.

– და გაგათხოვეს კიდეც...

– გათხოვებით არ გავთხოვილვარ, რამდენადაც მივხვდი, თანამედროვე ცხოვრებას ვეწევი, შედეგად, დათოც დროს იხელთებს, გადმოსახლდება ჩემს სახლში და ერთად დავიწყებთ ცხოვრებას. მართალია, მეთექვსმეტე სართულზე ვართ, რაც დათოსთვის პრობლემაა, რადგან ლიფტი არ მუშაობს, მაგრამ, მაინც ეგუება და ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს.

– შენი რეალური მეუღლე, ნიკუშა ნადირაძე, დათოსგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანია. ერთი წამით რომ წარმოიდგინო, რომ ის დათოსნაირი იყოს...

– წარმოდგენითაც ვერ წარმოვიდგენ მაგას. დათოს პერსონაჟი, ისევე, როგორც სხვა დანარჩენი პერსონაჟები, ერთმანეთს ერთი რამით ჰგვანან: ყველა დადებითი პიროვნებაა. დათოს თვალებში რომ შეხედავ, მაშინვე იგრძნობ, რომ მისგან დადებითი აურა მოდის, რითაც ძალიან ჰგავს ჩემს რეალურ მეუღლეს. ისე, თავისი „პრინციპული“ ცხოვრების წესიდან გამომდინარე ვერანაირად ვერ შევეგუებოდი დათოსნაირ მეუღლეს. თუმცა, მზრუნველობა, რაც დათოს მიმართ მაქვს, მაქვს ჩემი ნამდვილი მეუღლის მიმართაც.

– არც ცხოვრებაში ხარ ისეთი დაბნეული, როგორიც მაიკოა.

– არა, დაბნეული არანაირად არ ვარ. პირიქით საკმაოდ გაწონასწორებულ ადამიანად მიმაჩნია თავი. საზოგადოებისთვის, რომელიც ჩემს გარშემოა, დაბნეული ადამიანის ხატს ნამდვილად არ ვქმნი.

– თეატრში რა ხდება?

– თუმანიშვილის თეატრში ახალ სპექტაკლზე ვიწყებთ მუშაობას, ახმეტელის თეატრიდან ქუთაისში მივდივართ გასტროლებზე; მარტში, თუმანიშვილის თეატრიდან გასტროლებზე ნიუ-იორკში მივფრინავთ. იქ მცხოვრებ ქართველ მაყურებელს წარვუდგენთ სპექტაკლს „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს.“ ჯერჯერობით მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ, დარწმუნებულები ვართ, რომ ეს პროექტი შედგება. ამჟამად დოისთან ვმუშაობ მუსკომედიის თეატრში, სადაც „ვერის უბნის მელოდიები“ იდგმება.

– „ვერის უბნის მელოდიებში“ ვის როლს ასახიერებ?

– მრეცხავი მოქალაქე ვიქნები. ჩემთვის ახალი სეზონი აქტიურად დაიწყო, ბევრი საინტერესო სამუშაო მაქვს, მით უმეტეს – „შუა ქალაქში.“

– მსახიობობის წყალობით, საშუალება გეძლევა, ძალიან ბევრი სხვადასხვა პროფესიის ადამიანის ცხოვრება და ხასიათი გაითავისო. ყველაზე მეტად როგორი ადამიანის განსახიერება გაგიჭირდა?

– ყველა როლში არის რაღაც სირთულეები, თუმცა, არის ისეთებიც, რომლებიც უფრო ახლოს არის შენს სულთან ხასიათთან და, მალე „იჭერ“ მას. მაგალითად, სპექტაკლში „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“, ქართლელ მოახლეს ვთამაშობ, რაც სულაც არ აღმოჩნდა ადვილი. ვიტყოდი, რომ დღესაც ძიებაში ვარ, რადგან ეს ხასიათი ცოტა შორს არის ჩემგან, მაგრამ, ძალიან საინტერესოა. მაგალითად, „თოლიაში“ ტრეპლოვის დედას, ირინას ვთამაშობ, რომელიც ძალიან ახლებურ ვარიანტში დამანახვა რეჟისორმა და საინტერესო რაღაცეები მოვუძებნეთ პერსონაჟს.

– იმისთვის, რომ მიზანდასახული იყო, როგორ ფიქრობ, მონდომების გარდა კიდევ ბევრი რამ არის საჭირო?

– ალბათ, ყველაფერი ერთად არის საჭირო. ჩემი აზრით, შეიძლება, ადამიანში ნიჭიერება სულ რაღაც 30 პროცენტი იყოს, მაგრამ სხვა რაღაცეებით უფრო მეტს მიაღწიო. დიდი შრომისა და მონდომების შედეგად, შეიძლება ნიჭიც, ძალიან გაიზარდოს. იმასაც ამბობენ, თუ მსახიობს ბედი არ აქვს, მორჩაო... მე რომ სამსახიობოზე ვაბარებდი, რა, ცაში უნდა ამეხედა და მეკითხა, ბედი მექნება თუ არა-მეთქი?! ჩემი აზრით, მსახიობი თვითონ უნდა იყოს მუდმივად ფორმაში და ის აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას. კი, შეიძლება, გვერდით გყავდეს ადამიანი, რომელსაც გაუმართლებს და თითქოს ლანგარზე გამზადებული მიუვა წარმატება, მაგრამ, დაუმსახურებელს დიდხანს ვერ შეინარჩუნებ. ასევეა პოპულარობაც. ჩემი აზრით, ეს ცოტა ხელის შემშლელი ფაქტორია მსახიობისთვის. ვაიდა, დაიჯერე, რომ მართლა რაღაც კარგი გააკეთე – აი, სწორედ მაშინ, იქვე გამოგეთხრება მიწა. ალპაჩინომ, თავის ერთ-ერთ ინტერვიუში, როცა მას პოპულარობაზე დაუსვეს კითხვა, უპასუხა: პოპულარობა ერთი დიდი განათებაა, რომელიც მსახიობს თვალებში შემოგანათებს და ამ დროს იმის უნარი უნდა გქონდეს, რომ ნაბიჯი გადადგა და წინ წახვიდეო.

– „შუა ქალაქამდე“ თუ გქონდა სხვა რომელიმე სერიალიდან შემოთავაზება?

– შემოთავაზება რამდენჯერმე მქონდა, მაგრამ, უარი ვთქვი. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ხარისხს – თუ ის ვერ დავინახე, ვერანაირ შემოთავაზებას ვერ მივიღებ. ჩემი აზრით, მე „შუა ქალაქშიც“ გავრისკე, რადგან წინასწარ არ ვიცოდი, რას შევთავაზებდი მაყურებელს. კი, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემში მსახიობის პოტენციალი არის, მაგრამ, ვაიდა, იქ ვერ მომეხდინა ამის რეალიზება?!

– ხშირად რისკავ?

– ხმამაღალი რისკი არ მიყვარს. უფრო ფრთხილი და გაწონასწორებული ვარ, რისი წყალობითაც გააზრებულად ვაკეთებ ყველაფერს.

– სანამ შენ გამოჩნდებოდი „შუა ქალაქში“ მარიამი (ქეთის მული – ავტორი), ანუ რუსკა, დათოს ერთ-ერთი შეყვარებული, მანამდე იყო სერიალში.

– დიახ, მარიამი გაცილებით ადრე გამოჩნდა „შუა ქალაქში.“

– ანუ, ჯერ ის იყო დათოს შეყვარებული, ახლა კი შენ ხარ.

– აბაა! რძალი და მული მივადექით ერთ კაცს. რამდენიმე დღის წინ იყო მარიამი მოსული რეპეტიციის დროს. მე, დათო და მარიამი ერთად ვიდექით და ამ თემასთან დაკავშირებით ვიცინოდით. ასეთი რაღაცეები სამსახიობო კარიერაში ხდება, ასე რომ, კიდევ სად „გადავეკვეთებით“ ერთმანეთს მე და მარიამი, კაცმა არ იცის. შეიძლება, დედა-შვილიც აღმოვჩნდეთ, დებიც, მტრებიც და ასე შემდეგ.

– „შუა ქალაქის“ მსახიობები თათულის (თამარ ღლოტის – ავტორი) პატარას მოუთმენლად ელოდით. რაიმე სიახლე ხომ არ არის?

– თათულიმ ცოტა ხნის წინ იმშობიარა და გოგონა შეეძინა, რომელსაც ნანა დაარქვეს. ამიტომ თამარს ჯერ ფეხი მოსტეხეს, მერე, მგონი, სოფელში გაამგზავრეს, საიდანაც ჩამოსვლა არ უნდა. რაც „შუა ქალაქი“ არსებობს, უკვე მეხუთე პატარა დაიბადა.

– შენ ხომ არ გეგმავ მეორე შვილის გაჩენას?

– ჯერ არა, თუმცა, მინდა 5 შვილი მყავდეს. სხვათა შორის, მეცხრე თვეში ვიყავი, სპექტაკლში რომ ვთამაშობდი. ეს ძალიან სასიამოვნო პერიოდი იყო, თითქოს ფორმაში ჩამაყენა და ფეხმძიმობის უმძიმესი პერიოდი ძალიან ადვილად გადავიტანე.

– ფაქტობრივად, შენს შვილს მუცლად ყოფნის პერიოდშივე ნათამაშები აქვს სპექტაკლში თუმანიშვილის თეატრის სცენაზე.

– დიახ, და, თან, საკმაოდ მძიმე სპექტაკლი, „პუნქტი ¹ 0“, სადაც ვხოხავთ, ვვარჯიშობთ, ვცეკვავთ, პუანტებზე ვდგავართ და ასე შემდეგ. ერთხელ კურიოზიც შემემთხვა: თითქმის ცხრა თვის ფეხმძიმე ვიყავი, სპექტაკლი მიდიოდა, პუანტებზე დავდექი და უცებ, შუა სპექტაკლის დროს, მუცელმა მოძრაობა არ დაიწყო?!

– წონაში რამდენი გქონდა მაშინ მომატებული?

– 20 კილოგრამი, მაგრამ, რომ გითხრა, ძალიან დიდი ვიყავი-მეთქი – არა.

– ცხრა თვის ფეხმძიმე სცენაზე იდგე – ეს ერთგვარი რისკია ბავშვისთვისაც და დედისთვისაც. ეს გაუაზრებლად გააკეთე თუ შეგნებულად?

– რეპეტიციაზე რომ მივმხვდარიყავი, რომ სცენაზე დგომას ფიზიკურად ვერ შევძლებდი, უარს ვიტყოდი, მით უმეტეს, რომ რეჟისორმა შემომთავაზა დუბლიორის აყვანა. მაგრამ, იმდენად დავრწმუნდი, რომ ეს ჩემთვის აუცილებელი და სასარგებლო იყო, რომ ყველაფერმა და ყველამ ერთად შემიწყო ხელი. არაერთი სპექტაკლი ვითამაშე, რაც ჩემი ორსულობის ყველაზე კარგი პერიოდი იყო. პირველი სამი თვე წოლითი რეჟიმი მქონდა, მაგრამ, შემდეგ, რეპეტიციაზე, უკეთესად რომ ვიგრძენი თავი, რას ამბობ, თავს დავანებებდი?!

– თუ გაქვს იმის სურვილი, რომ შენი ქალიშვილი შენს პროფესიას გაჰყვეს?

– სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ჩემი შვილის მსახიობობის! ვიცი, რა სირთულესთან არის დაკავშირებული მსახიობობა და ჩემი შვილი ამისთვის არ მემეტება.


скачать dle 11.3