კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწვანილიჭამია უცოდინარები




მოხალისე შემხვევები

რაკი ჩვენი პრეზიდენტის უკითხავად ამ ქვეყანაში თვით ყველაზე მცირე ზომის საწარმოსაც კი კარი ვერ გაუღია, სავსებით ლოგიკური იყო, რომ პირველი პირის გარეშე ვერც ნატახტარის ხორცის გადამმუშავებელი ქარხნის გახსნა ჩაივლიდა. თუ ვერც ჩაივლიდა, არც ჩაიარა. ქარხანას ვამბობთ, თორემ, რეალურად, ამ საწარმოში 100 ადამიანია დასაქმებული, თუმცა, მეორე მხრივ, ისიცაა, ზღვა თუ კოვზით დაილევა, ვითომ 100-100-კაციანი საწარმოების გახსნამ რით ვერ უნდა დაასაქმოს, ცესკოს დათვლით, საქართველოს ოთხ მილიონამდე ზრდასრული მოქალაქე?!

პრეზიდენტმა საზოგადოებას არც რჩევები დაამადლა, კერძოდ, ხორცის დამუშავების მიმართულებით (დროა, ხორცის კარგად დამუშავება ვისწავლოთო! მართლაც, თუ ხორცი ჯეროვნად ვერ დავამუშავეთ, ვინ შეგვიშვებს ნატოსა და ევროკავშირში?!). მომაქვს ციტატა: „ქართველებს, მართლაც, უნიკალური სამზარეულო გვაქვს, მაგრამ, კვების ორი კომპონენტის – თევზისა და ხორცის დამუშავება არ ვიცით… ვიცით მარტო მწვადი. ქართველების მიერ დამუშავებული კარგი ხორცი თითქმის არ არსებობს… ქართველები სულ უნდა ვავითარებდეთ ჩვენს სამზარეულოს და ხორცის დამუშავება ამის უპირველესი პირობაა (რაც, შესაძლოა, ისეც გავიგოთ, რომ ჩვენ მწვანილის ჭამა უფრო გვეხერხება).“

მსგავსი შენიშვნა პირველი არ ყოფილა, უფრო ადრე, კერძოდ, რთველის დაწყებამდე, ბ-ნმა სააკაშვილმა არ დაგვიმალა, რომ ყურძნის დაბინავება, როგორც იქნა, დაგვასწავლა, რამაც იმის ფიქრის საფუძველი მისცა, რომ მომავალში ღვინის დაწურვასაც დაგვაუფლებს. ხოლო, თუ ამას ხორცისა და თევზის მისამართით გამოთქმულ შეგონებებსაც დავუმატებთ (მეორე მხრივ, სრული სიმართლეა, რომ თევზეული ქართულ სამზარეულოში მართლაც არ არის ჯეროვნად წარმოდგენილი, თუმცა, პირადად მე, ზღვის სიახლოვის თევზის დამუშავებაში განსხეულებას საზღვაო ქვეყნის თვისებების განვითარება მირჩევნია), შესაძლოა, სულ მალე ისიც აღმოვაჩინოთ, რომ მთლად ჯეროვნად თავს ვერც ტოლმის შეხვევას ვართმევთ. ჰოდა, იქნებ, ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად მოხალისე შემხვევები მოგვეწვია?!


скачать dle 11.3