კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იმათ – ნაურუ, ჩვენ – ტუვალუ




ანუ „სადაც შენი დაიკვეხო…“

დიმიტრი მედვედევი, რომელსაც, აშკარაა, რომ უფროსი ამხანაგი (რა თქმა უნდა, ვლადიმირ პუტინი) რუსეთის საქმეებს სათოფეზეც არ აკარებს, აფხაზეთისა და „იუჟნაია ოსეტიასთვის“ ამღიარებლებს კონტინენტ-კონტინენტ ეძებს. სულ ახლახან რფ-ის ნომინალური პრეზიდენტი ალჟირში იმყოფებოდა, მათ შორის, აღიარების მოპოვების იმედითაც. სხვათა შორის, მარტო არ ყოფილა, მას გვერდს „იუჟნაია ოსეტიას“ წარმომადგენელიც უმშვენებდა (სავარაუდოდ, როგორც თვალსაჩინოება). მცდელობამ მთლად ისეთიც არა, როგორსაც ელოდნენ, მაგრამ, რაღაც შედეგი მაინც გამოიღო. კერძოდ, საჰარის არაბული დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელს ალჟირში განუცხადებია, რომ მზადაა, შეუერთდეს რუსეთს, ნიკარაგუას, ვენესუელასა და ნაურუს აღიარების საქმეში.

მიუხედავად იმისა, რომ საჰარის არაბული დემოკრატიული რესპუბლიკა თავადაც აღიარების მოლოდინშია, მათმა მხარდაჭერამ ჩვენებური სეპარატისტები მეტად შეაგულიანა და იმედმოცემულებს ასეთი განცხადებაც კი გააკეთებინა: „აფრიკული ქვეყნებისგან შემდგომ აღიარებას ველითო“.

თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენი პრეზიდენტი გაეროში ბოლო ვიზიტისას სენეგალის პრეზიდენტს მეტად დაუახლოვდა, ამთავითვე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სენეგალში ფეხი არ ჩაუვათ! უფრო მეტიც, უცხოური მედიის თქმით, თბილისი წყნარი ოკეანის სამხრეთით მდებარე ქვეყანა ტუვალუს (ნაურუს მეზობელს) დახმარებას დაჰპირებია (ან კი როგორ არ დაჰპირდებოდა, როდესაც ამ მადლიან ტუვალუელებს გაეროში ამ ჩვენ მიერ მომზადებული რეზოლუციისთვის მხარი დაუჭერიათ!).

ჩვენ, ბუნებრივია, არაფერი ვიცით, ვინ მოიგებს აფრიკელების გულს: ჩვენ თუ ჩვენებური სეპარატისტები (შესაძლოა, გადავინაწილოთ კიდეც აფრიკაში გავლენის სფეროები), მაგრამ, სამაგიეროდ, ვიცით, რომ მაროკოს სეპარატისტული რეგიონის – დასავლეთ საჰარის ლიდერები (რომლებიც საკუთარ თავს საჰარის არაბთა დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებად მიიჩნევენ და ამ ჩვენს ჯაყოებს აღიარებას ჰპირდებიან) თავს ალჟირს აფარებენ. ისიც ვიცით, რომ თავად დასავლეთ საჰარის არაბთა დემოკრატიული რესპუბლიკის ქვიშით მოცულ ტერიტორიაზეა გაშენებული და იქ, ძირითადად, ბედუინები სახლობენ. ჰოდა, იქნებ, ეს მადლიანი მომთაბარე არაბები მხოლოდ აღიარებას არ დასჯერდნენ, ამ ჩვენს ჯაყოს (კოკოევს) ჩვენი სერგოც (ბაღაფშიც) მიაყოლონ და უდაბნოში დაიტოვონ?!


скачать dle 11.3