კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„იდეებ რა ვუყო“





„ერთ შვილი მაინც გავზარდე, სიმბოლიკებთან მეომარიო“

მართალია, მისმა „პატრიოტის აქტმაც“ დალია ჩაილურის წყალი და, მაინცდამაინც, ვერც ლუსტრაციის კანონი გაიტანა, მაგრამ, რაკი აშკარაა, რომ იდეების სიმცირეს არ უჩივის, ხალხის რჩეულმა გია თორთლაძემ საზოგადოებას ახალი ინიციატივა შესთავაზა („იდეებ რა ვუყო!“), კერძოდ, საბჭოთა სიმბოლიკის აკრძალვა მოითხოვა. ბუნებრივია, ჩვენ არ ვიცით, რა იქცა ბ-ნი თორთლაძის ამ კონკრეტული შთაგონების წყაროდ, თუმცა გვარწმუნებს, რომ მსგავსი კანონის მიღების მნიშვნელობა ევროპული კურსის მქონე ქვეყნისთვის უდიდესია! საკუთარი ინიციატივის საფუძვლიანობის გასამყარებლად სხვა ქვეყნების გამოცდილებასაც იშველიებს, განსაკუთრებით ფასდაუდებელი ამ მხრივ ბალტიისპირეთის სამი რესპუბლიკის გამოცდილება ყოფილა, რომლებსაც კარგა ხნის წინათ უთქვამთ უარი საბჭოთა სიმბოლიკაზე (სხვათა შორის, ლიტვის გამოცდილების გაზიარება მართლაც არ გვაწყენდა დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებისთვის).

მეორე მხრივ, რაკი საბჭოთა სიმბოლიკა მაინც მკვდარია (კანონის მიუღებლადაც), ამ ინიციატივას, შესაძლოა, ინიციატორის პოლიტიკურ ზედაპირზე ტივტივის მისიაც ჰქონდეს. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ოფიციალურ მოტივად ევროპული კურსისათვის შეუფერებლობა სახელდება (ისიც ითქვა, საბჭოთა სიმბოლიკის დატოვება, მაგალითად, ლიტველი ხალხის შეურაცხყოფა იქნებოდაო), ისმის კითხვა: რა უფრო შეურაცხმყოფელია, ძალად ევროპულად შერაცხილ საქართველოში მოსახლეობის ნაწილს ნაგვის ბუნკერები რომ აქვთ დანაწილებული იქიდან საჭმლის ნარჩენების ამოღების იმედით თუ, თუნდაც, თვალსაჩინო ადგილას გამომზეურებული ნამგალი და ურო?! თუმცა, ბ-ნი თორთლაძის გაგებაც შეიძლება: საბჭოთა სიმბოლიკის აკრძალვა ხომ უფრო ადვილია, ვიდრე შინაარსობრივად ევროპული სახელმწიფოს აშენება?!


скачать dle 11.3