კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწვანე კუთხე





კითხვა: ჩემს დენდრობიუმს ამ ზაფხულს ფოთლები მოულპა, იქნებ ამიხსნათ, რა მიზეზს შეიძლება, გამოეწვია ეს და როგორ დავეხმარო?

პასუხი: თქვენ, ალბათ, ფოთლები დაუსველეთ მორწყვისას და სწორედ ამის გამო დაიწყო მათი ლპობა. ზაფხულში დენდრობიუმის ქოთანი კვირაში ერთხელ ხუთი წუთით ჩადგით რბილწყლიან ჭურჭელში, ხოლო შემდეგ ძალიან კარგად დაწრიტეთ. ზამთრობით მცენარე თითქმის სრულ სიმშრალეში უნდა ამყოფოთ.

კითხვა: როგორ მოვუარო დავალიას და რა პირობები მოსწონს მას?

პასუხი: დავალია ძალიან გამძლე მცენარეა. უყვარს სინათლე, ზამთარში დაბალტენიანობასაც უძლებს. მართალია, ტენის მოყვარულია, მაგრამ ნაკლებტენიანობის დროსაც არ შეგაწუხებთ. მოსწონს ჩრდილიანი სამზარეულო და გირჩევთ, ასეთ ადგილას დადგით. თუ გრილა, მხოლოდ იმდენი წყალი სჭირდება, რომ ძალიან არ გამოშრეს, ხოლო სიცხეში რეგულარულად მორწყეთ. ზრდის პერიოდში სასურველია ბალანსირებული თხევადი სასუქის მიწოდება რამდენიმე კვირაში ერთხელ.

კითხვა: რა ტემპერატურა უხდება ციპერუსს და სად მირჩევთ მის დადგმას?

პასუხი: ამ მცენარისთვის საკმარისია ოთახის ნორმალური ტემპერატურა 18-24 გრადუსი, ზამთარში კი, მინიმალური ტემპერატურა – 7 გრადუსია. ციპერუსს სინათლე უყვარს, ამიტომ გირჩევთ, დადგათ ნათელ სასტუმრო ოთახში და თავს ძალიან კარგად იგრძნობს.

კითხვა: როგორ გავუხანგრძლივო სპარსულ იას ყვავილობა და როგორ მოვუარო მას წელიწადის სხვადასხვა სეზონზე?

პასუხი: დამჭკნარი ყვავილები რეგულარულად მოაშორეთ და ყვავილობის პერიოდი ამით გაუხანგრძლივდება. რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მას მით მეტი ტენი სჭირდება. თუ თქვენს ბინაში მშრალი ჰაერია, ქოთანი სველკენჭებიან ლანგარზე დადგით. ზრდის მთელი სეზონის განმავლობაში მიწა ტენიანი უნდა იყოს. რამდენიმე კვირაში ერთხელ მორწყეთ ბალანსირებული თხევადი სასუქით. სინათლე არ მოაკლოთ, თუმცა შუადღის მწველ მზეს მოარიდეთ. ზამთარში ამ მცენარეს მინიმუმ 11 გრადუსი სჭირდება. სხვა სეზონზე კი საკმარისია ოთახის ტემპერატურა. დადგით ნათელ ოთახში და გაითვალისწინეთ ზემოაღნიშნული პირობები.

კითხვა: ხშირად მოვრწყა თუ არა ლავანდა?

პასუხი: ლავანდა სინესტეს ვერ იტანს. ზამთარში, თუ ტემპერატურა დაბალია, მიწა მხოლოდ ტენიანი უნდა იყოს. ზაფხულში კი ყოველ სამ კვირაში ერთხელ ნიადაგი გაანოყიერეთ და მორწყეთ რეგულარულად.


скачать dle 11.3