კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები





კითხვა: მაინტერესებს, იწვევს თუ არა ძაღლებში გართულებას ფილტვების ანთება და რა არის მისი პირველადი ნიშნები?

პასუხი: ფილტვების ანთება ანტიბიოტიკების მიღებას, სწორ და სწრაფ მკურნალობას კარგად ემორჩილება და არანაირ გართულებას არ ტოვებს. ეგრეთ წოდებული პარაგრიპი, ფილტვების ანთებაში გადადის. ამის საწინააღმდეგო ვაქცინა არსებობს, რომელიც ძაღლს აუცილებლად გაკეთებული უნდა ჰქონდეს. ძაღლი 11 თვეში ერთხელ უნდა აიცრას. თუ საერთოდ არ აქვს გაკეთებული აცრა, ან გაკეთებიდან 11 თვეს გადაცილდა, უკვე შესაძლებელია, რომ ძაღლი დაავადდეს.

კითხვა: ჩემს ძაღლს პირიდან არასასიამოვნო სუნი ამოსდის. შეიძლება, რომ ეს კბილების ბრალი იყოს? როგორც მითხრეს, ამის ალბათობა დიდია.

პასუხი: მართალია, შეიძლება ეს კბილების ბრალიც იყოს, მაგრამ ზეპირად დიაგნოზის დასმას, უმჯობესია, ძაღლი ვეტერინარს უჩვენოთ. საერთოდ, კბილების მოვლა ერთ-ერთი პრობლემატური საკითხია ძაღლის შემთხვევაში. მშრალი, ოჯახის ან რბილი საკვები, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ ძაღლებს, კბილების დაბინძურებას, გაყვითლებასა და ქვების წარმოშობას იწვევს. ამას პირის ღრუდან საზიზღარი სუნი მოჰყვება. შემდეგ ძაღლს პატრონი ხან რას უსვამს პირში, ხან რას, მაგრამ რასაც პატრონი ასეთ დროს ძაღლისთვის აკეთებს, არასაკმარისია. როგორც პატარა ბავშვს ვაჩვევთ ჯაგრისის ხმარებას, ასევე უნდა შევაჩვიოთ ლეკვიც. მხოლოდ ჯაგრისი თქვენ უნდა გეჭიროთ, რადგან ლეკვი ამას ვერ შეძლებს. ჯაგრისი გაუსვ-გამოიუსვით და როცა მიეჩვევა, კბილებს ყოველგვარი პრობლემის გარეშე გაგაწმენდინებთ. კბილების გახეხვა ძაღლისთვის, სასურველია ყოველდღე ან ორ დღეში ერთხელ. არსებობს სპეციალური ხსნარები, რომელიც ყოველდღე შეგიძლიათ, მიასხუროთ ძაღლს კბილებზე.

კითხვა: როგორც ვიცი, შემოდგომაზე ძაღლებს ბეწვი სცვივათ, მაგრამ ჩემს ძაღლს წელს მეტად დახშირებულად სცვივა. მაინტერესებს, ეს სხვა მიზეზის გამო ხომ არ ხდება? შეიძლება, ბეწვის ცვენა ძაღლის ბანაობის სიხშირეს უკავშირდებოდეს?

პასუხი: რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს, რა სიხშირით და საშუალებებით ბანთ, წმენდთ და ვარცხნით ცხოველს. დღევანდელ პირობებში არსებობს ბეწვის მოვლისა და დამუშავების ძალიან ბევრი საშუალება, მაგრამ მათგან უნდა შეირჩეს ხარისხიანი, რომელიც არ გამოიწვევს ალერგიულ რეაქციებს, კანის გამოშრობას და ბეწვის დაზიანებას. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ადამიანის შამპუნის გამოყენება. ბეწვის ცვენას ხშირად იწვევს ჰორმონული დისბალანსი. ჰორმონული პრეპარატების ხშირმა გამოყენებამ, შეჯვარების პერიოდის გამოტოვებამ, არასწორმა კვებამ, შეიძლება, გამოიწვიოს ჰორმონული დისბალანსი, რაც თავის მხრივ, აისახება ბეწვის საფარველზე და იწვევს მის ცვენას. გირჩევთ, უფრო ზუსტი პასუხის მისაღებად ვეტერინარს მიმართოთ, რომელიც დაათვალიერებს ცხოველს და ზუსტ დიაგნოზს დაუსვამს.


скачать dle 11.3