კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისზე ოცნებობ...

იდეალური პარტნიორი მითია და ამ მითისგან დროზე უნდა გათავისუფლდეთ. თუ დღემდე სანიმუშო კავალერს ეძებთ, რომელსაც არასოდეს არაფერი შეეშლება და რომლისგანაც მერე არაჩვეულებრივ, უნიკალურ ქმარს „გამოიყვანთ“, თქვენი ყველა მცდელობა მარცხით დამთავრდება. იმედგაცრუებას თავიდან ვერ აიცილებთ. რატომ უნდა იოცნებოთ იმაზე, რაც არ აგისრულდებათ?! წარმოსახვაში შექმნილი მამაკაცის სტერეოტიპი რეალურ ცხოვრებაში არ უნდა გადმოიტანოთ. ასეთები არ არსებობენ. ნუ ქექავთ და ნუ ეძებთ ნაკლს იმ შესაძლო პარტნიორებში, რომლებიც თქვენ გვერდით არიან. ყურადღება მათ დადებით მხარეებზე გაამახვილეთ და იფიქრეთ, გადაწონის თუ არა ისინი ნაკლს. გამოიჩინეთ ქალური სიბრძნე.

გაერკვიეთ საკუთარ თავში. ჩამოყალიბდით, რა გინდათ. ეს არ ნიშნავს ოცნების აკრძალვას. პირიქით, ოცნება ძალიან კარგია და სასარგებლო. უნდა იცოდეთ, როგორი მამაკაცი გჭირდებათ გვერდით. რეალურად ჩამოაყალიბეთ მისი გარეგნობა, ხასიათი, სოციალური მდგომარეობა. არავითარი იდეალიზაცია, მხოლოდ რეალობა. ხომ იცით, როგორები არიან სინამდვილეში მამაკაცები. ჰოდა, შეარჩიეთ ოქროს შუალედი. ორიენტირი უნდა არსებობდეს, მაგრამ ის მიწიერი უნდა იყოს და არა რაღაც მითიური არსება.


скачать dle 11.3