კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ აღვიძებს ყოველ დილით თამთა გოგუაძეს და რატომ არასდროს იქნება ის უფუნქციო ქალი

მომღერალი თამთა გოგუაძე უკვე მესამე წელია „ქართული ლეგენდა – სამაიას“ წევრია. ამ წარმატებულ პროექტში მოხვედრას ბევრი მომღერალი ინატრებდა, მაგრამ მათგან მხოლოდ ერთს გაუმართლა და ეს თამთა გოგუაძეა. გადატვირთული გრაფიკის გამო, მომღერალი პირადი ცხოვრებისთვის ჯერჯერობით ვერ იცლის. წელიწადის უმეტეს ნაწილს ის უცხოეთის ტურნეებში ატარებს. მართალია, თამთას პირველი ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა, მაგრამ მიიჩნევს, რომ ეს შეცდომა სულაც არ იყო და იმ ურთიერთობიდან ისეთი განძი დარჩა, რომელიც მისთვის ყველაფერია.



თამთა გოგუაძე: ახლახან ანტალიიდან ჩამოვედი, სადაც კიდევ ერთი წარმატებული ტურნე გვქონდა. ამჯერად მორიგი ტურნესთვის ვემზადებით, რომელიც ოქტომბრის ბოლოს არის დაგეგმილი. მივემგზავრებით უკრაინაში, შემდეგ კი – რუსეთში. 27 ოქტომბერს უკრაინაში უკვე პირველი კონცერტია დაგეგმილი. საქართველოში ნოემბრის ბოლოსთვის დავბრუნდებით.

– ალბათ, დამეთანხმები, რომ ძალიან ბევრი მომღერალი ინატრებდა შენს ადგილზე ყოფნას. წარმატებული და მასშტაბური პროექტის მონაწილე ხარ.

– მიხარია, რომ ასეთ პროექტში მოვხვდი, სადაც მართლა ძალიან ბევრი მომღერალი ინატრებდა ყოფნას. საკმაოდ სერიოზული პროექტია, რომელსაც ძალიან დატვირთული რეჟიმი აქვს. მოხარული ვარ, რომ წილად მხვდა ბედნიერება და „ქართული ლეგენდა-სამაიას“ წევრი ვარ.

– ამ პროექტში როგორ მოხვდი?

– უკვე მესამე წელია, „ქართული ლეგენდა – სამაიაში“ ვმღეროდი. ამ პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელი ჭაბუკა ამირანაშვილია, რომელიც ჩემთვის წერდა სიმღერებს. პროექტში ქალი სოლისტი სჭირდებოდათ და ჭაბუკამ მათ ჩემი სიმღერები მოასმენინა. მოეწონათ, მერე ერთმანეთს შევხვდით და მალე პირველ ტურნეში, ჰოლანდიაში წავედით. მას შემდეგ იქ ვარ და მათთან ერთად უკვე 10 ქვეყანაში ვიყავი.

– მაყურებლის ყურადღების თვალსაზრისით, ყველაზე მეტად რომელი ტურნე დაგამახსოვრდა?

– ყველა ქვეყანაში სხვადასხვანაირი მაყურებელია. ევროპაშიც მოსწონთ, მაგრამ აზიაში უფრო მეტად. აი, მაგალითად, მექსიკაში უფრო ტემპერამენტიანი ხალხია და ემოცია და ფურორიც მეტი იყო. საბოლოო ჯამში, „ქართული ლეგენდა – სამაია“ ყველგან მართლა მოსწონთ. კონცერტის შემდეგ ჰოლში გავდივართ და მაყურებელთან ერთად ფოტოებს ვიღებთ, რომლებიც ძალიან დიდი სიყვარულით გველაპარაკებიან. ზოგის ენა არ გვესმის, მაგრამ დაახლოებით ვხვდებით რას ამბობენ.

– მართალია, პატარა შვილი გყავს, მაგრამ ის უკვე შეჩვეულია შენ გარეშე ყოფნას, უცხოეთში ხომ ძალიან დიდ დროს ატარებ.

– ლუკა გაიზარდა და უკვე სწყინს მასთან ერთად ხშირად რომ არ ვარ. ვოკალზე რომ დავდივარ, ამასაც აპროტესტებს, რა არის სულ მღერი, გაგებუტეო. ვეუბნები, ტელევიზორში და ჟურნალებში რომ მხედავ, ეს ხომ მოგწონს-მეთქი. გაბრაზებული მპასუხობს, რა არის, გუშინ ხომ იყავი ჟურნალში, რაღად მინდა მეორედ. არ მინდა, ნუ მღერი, სახლში იყავიო.

– ლუკა წელს პირველად წავიდა სკოლაში. მოსწონს?

– კი, მოსწონს, მაგრამ დილით ადრე რომ დგება, ეს არ უნდა. სიმართლე გითხრათ, მეც ძალიან მიჭირს ადრე ადგომა. ამიტომ, ყოველ დილით დედაჩემი მთელი ამბებით გვაღვიძებს ორივეს.

– ბოლო დროს იმიჯი საგრძნობლად შეიცვალე.

– ანტალიიდან რომ ჩამოვედი, გარეგნობაში რაღაც ცვლილების შეტანა მომინდა. ერთი წელი თმა შავად მქონდა შეღებილი, რასაც ბოლომდე ვერ შევეგუე. მერე ყავისფრად მინდოდა, მაგრამ სალონში რომ მივედი, „რიჟა“ უფრო მომეწონა და შევიღებე. უკვე ერთი თვეა „გავრიჟავდი“.

– საკმაოდ აქტიური ცხოვრება გაქვს, სულ დაკავებული ხარ. პირადი ცხოვრებისთვის თუ გრჩება დრო?

– პირადი ცხოვრება ჩემთვის ლუკაა, მეტი არავინ და არაფერი. ვერ ვიტყვი, რომ პირადი ცხოვრებისთვის დრო არ მრჩება, ალბათ, ვერ შევხვდი ადამიანს, რომელსაც პირადს ვუწოდებ. ამ ეტაპზე მირჩევნია, ლუკას და ჩემს კარიერას მივხედო.

– ზოგადად, როგორი უნდა იყოს მამაკაცი რომ მოგეწონოს და დაინტერესდე მისით?

– ძალიან კარგი უნდა იყოს, ჩემს შვილს უნდა მოეწონოს, რადგან მასთან ერთად უნდა იცხოვროს. უნდა უყვარდეს ჩემი შვილი ძალიან, ვიზუალურად სიმპათიური უნდა იყოს, მაღალი; შრომისმოყვარე და ყურადღებიანი. მასთან ერთად თავს კარგად უნდა ვგრძნობდე.

– ლუკა ხომ არ ეჭვიანობს მათზე, ვინც ჩვეულებრივზე მეტ ყურადღებას გითმობს?

– არა. ლუკა რაც უფრო იზრდება, მით უფრო დაძმური ურთიერთობა გვიყალიბდება. სულ მეუბნება, მე შენი პირადი მცველი ვარო. თუ მამაჩემი რაღაცას ზედმეტს მეტყვის, მაშინვე გამოვარდება და აპროტესტებს. არ არსებობს ლუკამ ჩემი თავი ვინმეს დააჩაგვრინოს. თუ ვინმემ ჩემ მიმართ ხმას აუწია, „ფსიხდება“ და თავს ვეღარ აკონტროლებს. მინდა, გითხრათ, მოვალეობას თავს კარგად ართმევს. მთელი ოჯახი თავის ნებაზე დაჰყავს, განსაკუთრებით დედა. რა ვქნა, დესპოტი დედა ვერ ვიქნები, მთავარია, უზრდელი არ გაზარდო.

– გადაწყვეტილებას ადვილად იღებ?

– რაც წლები მემატება, მით უფრო მიჭირს გადაწყვეტილების იოლად მიღება. ალბათ ჭკუა-გონებაც სხვანაირად არის მომართული და ვუფიქრდები, რა შეიძლება, მოყვეს რომელიმე გადაწყვეტილებას. ადრე წინ არ ვიხედებოდი.

– საკუთარ შეცდომებზე შეგიძლია ისწავლო?

– უკეთესი იქნება, სხვის შეცდომებზე თუ ვისწავლი. მაგრამ, უშეცდომო არავინაა და მეც ვცდილობ, მეორედ აღარ გავიმეორო შეცდომები.

– როგორ ფიქრობ, 20 წლის ასაკში შენი პირველი ქორწინება შეცდომა იყო?

– ლუკა რომ არ მყავდეს, ვიტყოდი, შეცდომა იყო-მეთქი. ის რომ არა, ძალიან ცუდად ვიქნებოდი. ბედნიერი ვარ, რომ იმ ურთიერთობიდან ლუკა მყავს, რომელიც ყველაფერს მირჩევნია. ოჯახი რომც არასდროს აღარ შევქმნა, ისეთი განძი მყავს, რომ ჩემს პირველ ქორწინებას შეცდომას არასდროს დავარქმევ.

– პირველი წარუმატებელი ქორწინების შემდეგ, ოჯახის შექმნაზე ფიქრი და გადაწყვეტილების მიღება ძალიან უჭირთ. ზოგს საერთოდ აღარ უნდა ოჯახი, მთავარია, შვილი ჰყავს.

– ოჯახი აღარ მინდა, შვილი ხომ მყავს – გარკვეულ ასაკამდეა კარგი, მაგრამ მერე შვილს თავისი პირადი ცხოვრება აქვს და შენც გინდა საკუთარი ცხოვრება გქონდეს. ასე რომ, ალბათ, ყველაფერს თავისი დრო აქვს. რა თქმა უნდა, უფრო დაფიქრებული გავხდი, უფრო სხვანაირად ვუყურებ ცხოვრებას, წინ ვიხედები. ისე როგორც პირველი ქორწინება გადაწყდა გაუაზრებლად, მაგას მირჩევნია საერთოდ აღარ გავთხოვდე. ასე რომ, სანამ გავთხოვდები, აუცილებლად კარგად გავიაზრებ, მინდა თუ არა იმ ადამიანთან ერთად ყოფნა. მეორე შეცდომა რომ დავუშვა, უკვე შვილთან ვიქნები დამნაშავე. ლუკას დედის და მამის ურთიერთობა არც ახსოვს, რადგან ერთი წლის იყო, რომ გავშორდით. მართალია, ჩემი მეორე მეუღლე მისი მამა არ იქნება, მაგრამ ლუკას მამობას აუცილებლად გაუწევს და ოჯახურ სითბოს აგრძნობინებს.

– მამასთან თუ აქვს ურთიერთობა?

– კი, როცა სცალია, ლუკას მამამისი ურეკავს და ნახულობს.

– სიყვარულს რა ადგილი უკავია შენს ცხოვრებაში?

– სიყვარულის გარეშე ვერც ვერანაირ საქმეს გააკეთებ, და ვერც კარგ ხასიათზე იქნები...

– სიყვარულის გამო ბევრს დათმობ?

– კი, სიყვარულის გამო ბევრს დავთმობ, მაგრამ მხოლოდ სახლში ვიჯდე და შვილებს მოვუარო, არა. ჩემი აზრით, უფუნქციო ქალი, რომელიც მხოლოდ სადილებს აკეთებს, არც ერთ კაცს არ მოეწონება, მოსაბეზრებელი იქნება. საკუთარი თავი მომბეზრდება, მხოლოდ სამზარეულოში რომ ვიტრიალო და ქმარს როგორ არ მოვბეზრდები? ადამიანს შენი პროფესიით, დაკავებული გრაფიკით და ყველაფერთან ერთად, უნდა შეუყვარდე. როცა საქმიანი ქალი ხარ, ქმარმა არ უნდა დაგთრგუნოს და არ უნდა გითხრას, უსაქმური გახდიო. მე ასეთი ადამიანი გვერდით არასდროს მეყოლება. ადამიანი ერთხელ ცხოვრობს და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გააკეთოს.

– როცა გათხოვება გადაწყვიტე, ეს ნაბიჯი შენი ოჯახის წევრებისგან დამოუკიდებლად გადადგი და შენს რჩეულთან ერთად გაიპარე.

– გადაწყვეტილებას მეორედაც დამოუკიდებლად მივიღებ, უბრალოდ, აღარ გავიპარები.

– რის უფლებას არ მისცემ საკუთარ თავს?

– ცოტა ზარმაცი ვარ და ამიტომ, საკუთარ თავს მოდუნების უფლებას არ მივცემ. მინდა, უფრო აქტიური და წარმატებული ვიყო. მინდა, ლუკამ იამაყოს ჩემით, რომ ასეთი დედა ჰყავს და ბედნიერი იყოს.


скачать dle 11.3