კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას უნდა დავაკვირდეთ ავტომობილის შეძენისას



როდესაც ავტომობილის შეძენაზე მიდგება საქმე, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა მაინც ეს არის: გახსნილია თუ არა ძრავა ანუ შერემონტებულია თუ არა ის? თუმცა, როგორც პროფესიონალი მრბოლელი, გიგა ლორთქიფანიძე გვარწმუნებს, ძრავას შეკეთება სულაც არ არის ტრაგედია და სულაც არ ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში ავტომობილი აღარ ვარგა.

გიგა ლორთქიფანიძე: განაკეთები, გახსნილი ძრავა – ეს ჩვენი ქვეყნის რეალობაში ისეთი ფრაზებია, რომელსაც ძალიან ხშირად გაიგონებ. ძრავას ხსნიან იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი ცუდად მოიხმარეს ან მისი ექსპლუატაციის ვადა უკვე გავიდა, გაყიდვის მიზნით კი კილომეტრაჟების დაკლება – ჩვეულებრივი მომენტია. ძრავა ქარხნულად შემდეგნაირად კეთდება: მზადდება დეტალები რობოტზე, მაგრამ მისი აწყობა ანუ ძრავას შექმნა ხელით ხდება – იუველირული სიზუსტით, მილიმეტრის მეასედებში, პატარა ხელის ქლიბებითა და სხვა ინსტრუმენტებით ხდება ძრავას დეტალების იდეალურად დასმა. ალბათ, მილიონში ერთხელ, რომ ქარხანასაც გამოუვა „ბრაკი“ და ის ძრავა იმდენ კილომეტრს ვერ გაივლის, რამდენიც უნდა გაევლო. ერთი და იგივე მარკა, მოდელი ერთი და იგივე ძრავათი, განსხვავებულ კილომეტრაჟს გადის. ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ექსპლუატაციას, თუმცა კარგად აწყობილი ძრავა იმასაც გულისხმობს, რომ ცუდად მოხმარების პირობებში მაინც კარგად იმუშაოს. თუ ძრავა შეკეთებულია მაშინ უკვე რთულია იმის დადგენა, იდეალური სიზუსტით მოხდა თუ არა მისი შერემონტება.

– გაიხსნა ძრავა და შეკეთდა. შეიძლება, რომ ამის შემდეგ ის აღარ ვარგოდეს? რატომ ერიდებიან ასეთი ავტომობილის შეძენას?

– ეს არის მცდარი დამოკიდებულება. თუ ძრავა კარგი გაკეთებულია, შესაბამისი დამუშავებით და იდეალურად არის აწყობილი, მაშინ მან, შესაძლოა, ორი იმდენი იაროს და იმუშაოს, რასაც გარემონტებამდე შეძლებდა. გახსნილ და გარემონტებულ ძრავას ურჩევნიათ ხოლმე ისეთი ავტომობილი შეიძინონ, რომლის ძრავასაც ცოტა, მაგრამ მაინც დარჩენილი აქვს მუშაობის რესურსი. ეს მცდარი მიდგომაა. თუ ძრავა კარგი სპეციალისტის მიერ კარგად არის აწყობილი, მას იგივე რესურსი ექნება, რაც ქარხნიდან გამოშვებულს. ამიტომ ვერანაირ პრობლემას და ტრაგედიას ვერ ვხედავ იმაში, რომ ძრავა შეკეთდეს. ძრავას 300 000 რომ აქვს გავლილი, მის „გულს“ შეაკეთებ და კიდევ 300 000-ის გავლის რესურსი ექნება, რატომ არის ცუდი?! ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა ახლობელს უთქვამს, მანქანის ყიდვა მინდა, არადა, ძრავა აქვს გახსნილიო. მისი ძრავა მინახავს, დამითვალიერებია და იმდენად კარგად ყოფილა შეკეთებული, რომ მირჩევია, ეყიდა. ის ავტომობილები დღემდე მშვენივრად დადიან. მაგრამ, აუცილებლად უნდა იცოდეთ, ვინ შეაკეთა ის ძრავა. „მატორისტები“ ძალიან მომრავლდნენ – თუ ვინმეს საკუთარ პროფესიაში რამე არ გამოუვიდა, ყველა ხელოსნობას იწყებს. ბევრისგან გამიგია ისიც, რომ ელემენტარული ზეთის „ჭამის“ გამო ძრავა შეუკეთებიათ და დაახლოებით ერთ თვეში მას ისევ დაუწყია ზეთის „ჭამა“. რატომ?! იმიტომ რომ, ძალიან ცუდად ააწყვეს. ისეთ პირობებში, როგორიც ჩვენთანაა, როდესაც ხელოსანს, რომელმაც შესაძლოა, რაღაც იცის, მაგრამ, ელემენტარულად, შესაბამისი ინსტრუმენტი და ხელსაწყოები არ აქვს, ძნელია, შესრულებული სამუშაოს იდეალურობა მოსთხოვო.

ყველაზე რთული რა არის, რის გაკეთება უჭირთ ხელოსნებს?

– ჯერ ერთი, გასათვალისწინებელია როგორი ხარისხის დეტალებით არის მანქანა აწყობილი. მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია (ამას, შეგიძლიათ, ავტომობილის შეძენისას თავადაც დააკვირდეთ ან აჩვენოთ ვინმეს, ვინც ოდნავ მაინც ერკვევა ავტომობილში), როგორ არის მისი დეტალები მოჭერილი. ნაწილების მოჭერა ხდება სპეციალური დინამომეტრული „კლუჩით“, რომელიც კილოგრამების მიხედვით აკეთებს გადაჭერას. ხდება ძრავას ყველა შიდა დეტალის გადაჭერა. ქარხნიდან მოცემულ სპეციალურ მონაცემებში მითითებულია, რამდენ კილოგრამზეა საჭირო ამა თუ იმ დეტალის მოჭერა, ძრავას საფენი იდეალურად უნდა იყოს დადებული და სხვა. ამიტომაც ვამბობ, რომ ეს საქმე ძალიან რთულია. მაგრამ აქ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტიცაა: იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი შეიძინეთ და ძრავას ცოტა ხანში პრობლემები დაეწყო, მაინცდამაინც მისი ხელოსნის ძებნას ნუ დაიწყებთ, რადგან, შესაძლოა, პრობლემები მისი წინა მეპატრონისგან მოდიოდეს. მას შემდეგ, რაც ძრავას შეაკეთებთ, აუცილებელია, რომ მანქანამ ძალიან დაბალი დატვირთვით გაიაროს გარკვეული კილომეტრები – დაახლოებით 300-დან 1 000 კილომეტრამდე, გააჩნია, რა გაკეთდა ძრავაში. ამას ეგრეთ წოდებულ „აპკადკას“ უწოდებენ. „აპკადკის“ დროს ძრავას მოძრაობა სამი ათას ბრუნს არ უნდა ასცდეს, რათა მისი დეტალები „მოჯდეს“. ამას ხშირად არ აკეთებენ და ძრავაც მალე გამოდის მდგომარეობიდან. სპორტსმენებს ეს პრობლემა სულ გვაქვს, ძრავას შერემონტება ხშირად გვიწევს და, შეჯიბრებამდე ორი დღე რომ არის დარჩენილი, ბათუმში ჩავდივართ და ჩამოვდივართ ხოლმე. თუ ძრავას პრობლემები „აპკადკის“ დროს ეწყება, ეს ნიშნავს, რომ ის ძალიან ცუდად არის გაკეთებული.


скачать dle 11.3