კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ გახდა ნინი წიკლაურის „ქიმიური ძმა“ და რატომ სძინავს მას ყოველთვის გაღიმებულს

ჯეოსტარელ ნინი წიკლაურის ცხოვრება, რომელიც ამჟამად კულტურის სამინისტროში მუშაობს, „ჯეოსტარის“ შემდეგ რადიკალურად შეიცვალა – შეიძლება ითქვას, მთლიანად თავდაყირა დადგა. ძველი, სევდიანი ნინი, ახალმა სიცოცხლით სავსე, ენერგიულმა, ხალისიანმა, თბილმა ნინიმ შეცვალა, რომელიც საოცრად დადებითი, ნიჭიერი და საყვარელი ადამიანია.



ნინი წიკლაური: ერთი წელი არ არის, რაც კულტურის სამინისტროში ვმუშაობ – კულტურის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ვარ. ზოგადად, ჩემი სამსახურებრივი ცხოვრება „ჯეოსტარის“ შემდეგ დაიწყო. ამ კონკურსის შემდეგ ჩემი ცხოვრება სულ სხვა ფაზაში გადავიდა, მივხვდი, რომ თურმე ვცხოვრობ, გამიჩნდა სხვა აზრები, ფიქრები. აღარც მახსოვს, მანამდე როგორ ვიყავი, „ჯეოსტარის“ შემდეგ ახალი ნინი დაიბადა. იმის მიუხედავად, რომ ძალიან ბევრი კონცერტი მაქვს, აქტიურად ვმღერი, ერთ რამეში დავრწმუნდი – ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მას საკუთარი ცხოვრება აქვს მოწყობილი. თუმცა, არ არის აუცილებელი, გათხოვილი იყო, ოჯახი გქონდეს, ღვთის ნებით, ესეც იქნება, როცა მუშაობ, შენს სამყაროს იქმნი.

– საკმაოდ მხიარული, „ფერადი“ ადამიანი ხარ.

– ერთი სახასიათო თვისება მაქვს, როდესაც თმა მაქვს გადაწეული, მაშინ ძალიან ცუდ ხასიათზე, დათრგუნული ვარ, მაგრამ ეს იშვიათად ხდება. ისეთი ლაღი ხასიათი მაქვს, რომ ბევრ პრობლემას მაინც ღიმილით ვწყვეტ. ამ ცხოვრებაში არაფერი ღირს იმად, სასოწარკვეთილებაში ჩავარდე. რამდენიმე ხნის წინ ბებია მეკითხებოდა, ბებო, რა სიზმრებს ნახულობო. არ მახსოვს-მეთქი. ღამე იცინოდიო. ყველანი შეეჩვივნენ, რომ ღამე სახეზე ღიმილით მძინავს. მასხარა ხარო – მეუბნებიან, როგორ შეიძლება, ადამიანს ეძინოს და თან იცინოდესო.

– 23 წლის ხარ. თუმცა საკმაოდ რთული ცხოვრება გაიარე და ბევრი პრობლემაც გქონდა.

– 23 წლის ვარ და თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ იმდენი პრობლემა, რაც მე მქონდა, 60 წლის ქალს არ ექნებოდა. ნებისმიერი ბავშვისთვის მთავარია, მშობლები ჰყავდეს გვერდით და როცა ეს არ აქვს, მას მთელი ფსიქიკა ერღვევა. მე ბებია დედობას, მამობას მიწევდა და ახლაც მიწევს. მაგრამ, მქონდა ის მომენტი, რომ ბებიას „ბებოს“ ვეძახდი და ამ დროს მინდოდა, ვინმესთვის დედა დამეძახა. პატარაობაში შურის მომენტიც მქონია, დაქალთან ვყოფილვარ, იმის მამა მოსულა, უი, მოხვედი მამა, დედა მშია, საჭმელი გამიცხელე, ეს რაღაცეები, მე რომ არ მქონდა, საშინლად ვითრგუნებოდი. ყველაფრის და საკუთარი თავის კომპლექსი მქონდა. პატარა ვიყავი მამა რომ გარდამეცვალა, მერე დედა წავიდა უცხოეთში და ყველაფერი ამერია, მარტო დავრჩი. დაქალებთან მივდიოდი, ცუდად ვხდებოდი. ისინი მოდიოდნენ და უარესი მემართებოდა. ბებიამ ეს ყველაფერი გადამატანინა, თუმცა მე მისთვის არასდროს მითქვამს – ბებია, ვწუხვარ, რომ ისინი არ არიან-მეთქი. არ მინდოდა, გული სტკენოდა. ამ ყველაფერმა ჩემზე ცუდად იმოქმედა. ჩემი მოძღვარი სულ მეუბნებოდა, ეს არის ღვთის ნება და უფლება არ გაქვს მას პატივი არ სცეო. ამ საუბრებმა გამომიყვანა მდგომარეობიდან. ბებიაჩემმაც ყველაფერი გააკეთა, ლუკმა-პურს იკლებდა, რომ ჩემთვის წიგნი ეყიდა და მაქსიმალური ცოდნა მოეცა. ბებია დღეს იმ დონემდე მიყვარს, რომ მის იქით სამყაროს ვერ ვხედავ. ვერ წარმომიდგენია, ერთი დღე მის გარეშე ვიცხოვრო. ამხელა სტრესიდან მან გამომიყვანა და მერე „ჯეოსტარმა“ საერთოდ შეცვალა ჩემი ცხოვრება. ერთი პერიოდი ისეთი ჩაკეტილი ვიყავი, იმის აზრსაც ვერ ვხვდებოდი, დღეს რომ საჭმელი ვჭამო, ეს რისთვის უნდა გავაკეთო-მეთქი. მეგონა, რომ ყველაფერი დღეს მთავრდებოდა. მონატრება ყველაზე საშინელი გრძნობაა და ის, რომ საკუთარი მშობელი გაკლია, არ გყავს გვერდით – ეს კიდევ უფრო დიდი საშინელებაა.

– ახლა საკმაოდ საპასუხისმგებლო სამსახური გაქვს.

– ძალიან საპასუხისმგებლო და შრომატევადი სამსახური მაქვს, მაგრამ, რაც მთავარია, ვაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს, იმ სფეროში ვარ, რაც მაინტერესებს და ღმერთს ყოველდღე ვუხდი ამისთვის მადლობას. სამაგიეროდ, საქმეს როცა ვაკეთებ, ხმა არ უნდა გამცე, ძალიან მკაცრი ვარ. როდესაც რაღაცას ვიღებ საკუთარ თავზე, ამას მარტო იმიტომ კი არ ვაკეთებ, რომ რაღაც დავწერო და მოვიშორო, პირიქით, ვცდილობ, პასუხი ვაგო და ბოლომდე მივიყვანო საქმე.

– ხშირად დადიხართ „ჯეოსტარის“ მონაწილეები ტურნეებში და ალბათ, ძალიან კარგად ერთობით.

– ტურნე არის ჩვენი გაგიჟების პიკი, ანუ ბოლომდე ვგიჟდებით. ტურნეებში დიდი ხანია დავდივართ და ძალიან კარგად ვერთობით – ლამაზად, ისე არა, რომ ვინმე გავაღიზიანოთ. მე, გიორგი მახარაშვილი და ბექა მოშიაშვილი ტურნეში ძირითადად ფოტოებს ვიღებთ, ოღონდ ვიღებთ რეკლამებს, სერიალებს. გიორგი ხან დინოზავრს ახმოვანებს, ხან კიდევ – რას, საოცარ რაღაცეებს აკეთებს. მახარაშვილს იმდენი ზედმეტი სახელი აქვს – „ნუპი“, „ავატარი“, „დინოზავრი“, „როზავაია პანტერა“. მე სუხიტაშვილმა დამარქვა „სევდა“. სალომე ბაკურაძეს „კუ“ ჰქვია, სუხიტაშვილს „ქიმიურ ძმას“ ვეძახი, როცა ერთად ვართ, სულ ჩემზე ზრუნავს.

– ასაკის მატებასთან ერთად მამაკაცების მიმართ მოთხოვნები, გემოვნება გეცვლება?

– ადრე ბიჭი თუ ფეხბურთს თამაშობდა, ბურთის გაგორება იცოდა, „ვსიო“, მომწონდა! მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ძირითადად, ლაპარაკიც კი არ იციან. ახლა უკვე დამეხვეწა გემოვნება, სერიოზული და საქმიანი ბიჭები მომწონს. არ არის აუცილებელი, მინისტრი იყოს, ან პრეზიდენტის ვინმე. მთავარია, პატიოსნად შრომობდეს, არავის აწუხებდეს, არავის არაფერს ართმევდეს, საკუთარი თავის ფასი და ქალის პატივისცემა იცოდეს. ისეთი უნდა მიმიღოს, როგორიც ვარ და არ უნდა მომთხოვოს ისეთი რამე, რასაც ვერ გავუკეთებ. ერთადერთი, რაზეც მიფიქრია, ის არის, რომ ვერასდროს შევიყვარებ და შევხვდები სხვის ქმარს, ან ყოფილ ქმარს, არ აქვს მნიშვნელობა. არ არსებობს, რომ ურთიერთობა გავაგრძელო, აზიატი კი არ ვარ, უბრალოდ, არ შემიძლია. მე მინდა, ჩემი ქმრისთვის პირველი ცოლი ვიყო და მინდა, პირველმა გავუჩინო შვილი. თან, რა დაზღვეული ვარ, რომ თუ გუშინ ჩემმა ქმარმა სხვა მიატოვა, ხვალ მე არ მიმატოვებს?! ეს არის საკითხი, რომელზეც თვალს ვერასდროს დავხუჭავ.

– როგორი მეუღლე იქნები?

– ძალიან მხიარული, თბილი, ყურადღებიანი მეუღლე ვიქნები – იმისთვის ვიცოცხლებ და ვიცხოვრებ.

– სიყვარულში იმედგაცრუება გქონია?

– ადრე ერთი ძალიან ცუდი ჩვევა მქონდა, ვიღაც მომწონდა, მერე, რომ გავიგებდი, მას მოვწონდი, ან რამეს მაჩუქებდა, იქ ყველაფერი მთავრდებოდა. ახლა მრცხვენია და ბედნიერი ვიქნები, თუ ადამიანი ჩემთვის იბრძოლებს, ვეყვარები. ჩემს ურთიერთობებს რომ ვიხსენებ, ძირითადად არასერიოზული იყო ყველაფერი, რადგან თუ გიყვარს, ეს გრძნობა 2-3 კვირაში არ გადაგივლის. როცა ადამიანი გიყვარს, იმის სახელის გაგონებაზე უნდა გაჟრიალებდეს.

– და პეპლები უნდა დაფრინავდეს მუცელში და ლიფტი მოძრაობდეს.

– მე ჯერ არც მაჟრიალებს და არც პეპლები დაფრინავენ ჩემს მუცელში, არც ლიფტით მივლია და არც ლიფტს უვლია ჩემს მუცელში. მოფრინდებიან, ალბათ, პეპლები, აბა, სად წავლენ.

– 11 სექტემბერს დაბადების დღეზე ლილიკო ნემსაძემ საოცარი საჩუქარი გაგიკეთა.

– პირველად სანოს სტუდიაში შევხვდი ლილიკო ნემსაძეს. დამიძახა – ნინიო, მოვტრიალდი და მითხრა, უნდა ჩაგეხუტოო. ჩამეხუტა, მაკოცა, მომეფერა და მითხრა, ძალიან მომწონხარ, ჩემი ფავორიტი ხარ და გგულშემატკივრობო. ამით დამთავრდა ჩვენი ნაცნობობა. გავიდა დრო და „ფეისბუქში“ ერთმანეთი მეგობრებად დავიმატეთ. დაბადების დღის წინა დღეებში მომწერა, ნინი, ძალიან მიყვარხარ და შენთვის სიურპრიზი მაქვსო. მივხვდი, სიმღერასთან იყო დაკავშირებული, მაგრამ თუ ახალს მომცემდა, ამას ვერ წარმოვიდგენდი. დარჩენილ დღეებს, საათებს ვითვლიდი. 11 სექტემბერს დამირეკა და მითხრა, გამოხვალ ჩემთან და შენ ახალ სიმღერას წაიღებო. არ იცი, რა დამემართა, მოვკვდი, მოვთქვამდი ხმამაღლა. საოცარი სიმღერაა, სევდიანი, ჩემებური. ჩავწერ სანოს სტუდიაში, ტექსტს წერს ირინა სანიკიძე და მჯერა, რომ ხალხი კარგად მიიღებს. ვფიქრობდი, ლილიკოს რით გადავუხადო სამაგიერო იმისთვის, რომ ასეთი სიხარული მომანიჭა-მეთქი. ლილიკომ მითხრა, ხომ არ გადაირიეო და ბოლოს შევთანხმდით, მთელი ცხოვრება ყოველდღე მადლობის მესიჯი მივწერო, ყოველდღე ვუგზავნი მესიჯს, მადლობას ვუხდი და ისიც მწერს, ნინი, შენ, მგონი, გადაირიეო.


скачать dle 11.3