კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნადიმი „შავებთან“ და მილიციას გადაცემული ქურდი „პაძელნიკი“

ერთხელ, ცოლის ნათესავის ქორწილში მოვხვდი ქუთაისში, სრულიად შემთხვევით. ჩემი მილიციელობა არავინ იცოდა და რომ გაიგეს, თბილისიდან ვიყავი, არ მომასვენეს, შემომიჩნდნენ და ღვინის სმას მაძალებდნენ, თუმცა თვითონვე დათვრნენ და რომ იტყვიან, გუდას მოხსნეს პირი.

სუფრის წევრთა ნაწილი, ეგრეთ წოდებული შავები იყვნენ და რომ დათვრნენ, ალაპარაკდნენ. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მეც თავისიანად მიმიჩნიეს და ჩემთვის საკმაოდ საინტერესო ამბებს მიყვებოდნენ. განსაკუთრებით ერთ ახალგაზრდას, სახელად პალიკოს, მოვუვედი თვალში. ის ყველაზე მთვრალი იყო და ისე დამიახლოვდა, სულ ვახტანგურად ვსვამდით ღვინოს, თანაც, რატომღაც, მურაზს მეძახდა.

– მურაზია, ბიჯო! – მითხრა ქორწილის ბოლოს გატრეტილმა პალიკომ, – შენთვის ერთი კარგი საქმე მაქვს. უთენია მოგაკითხავ და ჯერ ერთი საქმე გავაკეთოთ, შემდეგ კი „პახმელიაზე“ გამოვიდეთო.

მოკლედ, პალიკო წავიდა. მე კი, მასპინძლის ბინაში დავიძინე. უთენია მართლაც მოვიდა პალიკო, რომელიც აჩრდილივით დამადგა თავზე და სრულიად ფხიზელი ხმით მითხრა:

– მურაზია, ბიჯო, წამო, წავედით! დაგავიწყდა, რაზე შევთანხმდით?

ბევრი რომ არ გავაგრძელო, მე პალიკოს ნებას დავყევი. წამოვდექი, მის „პობედაში“ ჩავჯექი და წავყევი. ერთ-ერთ სოფელში ჩავედით. პალიკომ მანქანა გააჩერა და მითხრა:

– „ატასაზე“ დადექი, მე მალე მოვალ.

პალიკო მართლაც მალე დაბრუნდა და სულ რაღაც 20 წუთის შემდეგ მანქანაში უზარმაზარი ფუთა ჩადო. შემდეგ თვითონაც ჩაჯდა და უკან გამოვბრუნდით. უკანა გზაზე საჭესთან მე ვიჯექი. პალიკომ ამით ისარგებლა, ფუთიდან სამვარსკვლავიანი კონიაკის ბოთლი ამოიღო და ცოტა მოსვა. შემდეგ მეც შემომთავაზა, მაგრამ მე არ დავლიე და სანამ დანიშნულების ადგილზე მივიდოდით, სულ მთლად გამოსცალა.

უკვე ქუთაისის მილიციის სამმართველოს შენობასთან ვიყავით, როცა პალიკომ ბოლო ყლუპი გადაუძახა სტომაქში და ბოთლი დაუშვა, ნაცნობ შენობას მოჰკრა თვალი და შემცბარმა მითხრა:

– მურაზია, ბიჯო, დაატრიალე უკან, „რული“, თვარა „გაგვსკვანჩავენ“! – თუმცა, უკვე გვიან იყო. მოპარული „პობედა“ და ფუთაში გახვეული ნაქურდალი ნივთები, პალიკოსთან ერთად ჩემს ქუთაისელ კოლეგებს გადავულოცე და შეწყვეტილი ძილის გასაგრძელებლად გავემართე.

პოლკოვნიკ ლევან კასრაძის ნაამბობის მიხედვით


скачать dle 11.3