კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (50)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

ბრინჯის ახალი ჯიში შიმშილთან ბრძოლის წინააღმდეგ



ინდოელმა სწავლულებმა ბრინჯის ახალი ჯიში გამოიყვანეს, რომელსაც მოხარშვა არ სჭირდება.

ქალაქ ორისეში ბრინჯის კვლევის ცენტრალური ინსტიტუტის მკვლევრებმა ახალი ბრინჯი შეჯვარების შედეგად მიიღეს. ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის შტატ ასამში იზრდება ეგრეთ წოდებული რბილი ბრინჯი, რომელსაც ადგილობრივები მოუხარშავად ჭამდნენ. უბრალოდ, საღამოს ასხამდნენ წყალს და ასე აჩერებდნენ მთელი ღამე, ხოლო შემდეგ მდოგვის ზეთთან და ხახვთან ერთად მიირთმევდნენ. ეს სახეობა აქამდე მხოლოდ ინდოეთის ამ რაიონში მოდიოდა, მაგრამ ახლა სწავლულებმა შექმნეს ჰიბრიდული ჯიში: შეაჯვარეს ენდემური რბილი ბრინჯი და მაღალმოსავლიანი, ჩვეულებრივი ბრინჯი. მიღებულ ჯიშს „აგჰუნიბორა“ დაარქვეს.

ინსტიტუტის დირექტორი, დოქტორი ადხია ამტკიცებს, რომ ახალი ჰიბრიდული ჯიშის საცდელმა მოსავალმა გაამართლა. ეს შესაძლებლობას იძლევა, ვივარაუდოთ, რომ ბრინჯის მოყვანას ინდოეთის მთელ ტერიტორიაზე, სხვადასხვა კლიმატურ ზონებშიც შეძლებენ.

ისეთი ბრინჯის შექმნა, რომლის მომზადება შესაძლებელი იქნება ყოველგვარი ენერგიის დახარჯვის გარეშე, უბრალოდ, წყალში ჩაყრით, დიდი მიღწევაა ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც ინდოეთია, სადაც შიმშილი დაუძლეველ პრობლემად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ 90-იანი წლებიდან ეკონომიკის ლიბერალიზაციით ინდოეთმა შიმშილთან ბრძოლაში ბევრს მიაღწია, მაინც მსოფლიოს ყოველი მესამე გამოუკვებავი ბავშვი სახელდობრ სწორედ ამ ქვეყანაში ცხოვრობს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ჰიბრიდული ბრინჯი გამანადგურებელი იარაღია შიმშილის წინააღმდეგ.



მოამზადა

ლაშა გაბელიამ


скачать dle 11.3