კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორი მეთოდებით იპყრობდა აფრიკას საბჭოთა დაზვერვა

ოპერაცია „შავი პრინცი“

1955 წლიდან საბჭოთა უშიშროებაში ახალი სადაზვერვო ტექნოლოგიები დაინერგა და საბჭოთა სპეცაგენტების მოქმედების არეალი მნიშვნელოვნად გაფართოვდა. ეს სიახლე კი საბჭოთა საგარეო პოლიტიკის ახალმა ამოცანებმა განაპირობა, რაც აფრიკის კონტინენტის ათვისებას გულისხმობდა. „შავი კონტინენტის“ ათვისება კი ამ კონტინენტზე ხელისუფლებაში პროსაბჭოთა მთავრობის მოყვანას გულისხმობდა. ამასვე ცდილობდნენ დასავლეთის კაპიტალისტური ქვეყნები და საბჭოთა კავშირზე მეტ წარმატებასაც აღწევდნენ. ამიტომ, საბჭოთა დაზვერვამ ტაქტიკის შეცვლა გადაწყვიტა და სამხედრო გადატრიალების პარალელურად, რაც უდიდეს ფინანსებთან იყო დაკავშირებული, აქცენტი ეგრეთ წოდებულ, „დუბლირების ინსტიტუტზე“ გააკეთა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მათთვის საინტერესო სახელმწიფოს პირველი პირი საბჭოთა სპეცაგენტით უნდა შეცვლილიყო, რომელიც ძალიან ჰგავდა მათთვის საინტერესო სახელმწიფოს ლიდერს. მას ათვისებული უნდა ჰქონოდა ორიგინალის ყველა მოძრაობა თუ წეს-ჩვეულება. 1955 წლის ნოემბრის მიწურულს პირველი ასეთი ოპერაცია ჩატარდა, რომელსაც „შავი პრინცი“ ეწოდა. ოპერაცია მიზნად ისახავდა ანგოლის სახელმწიფო მეთაურის, პრინც ალბერტო-ნეტო მორალესის შეცვლის ოპერაციას. საამისოდ სპეციალურად შეირჩა მოზამბიკელი ეროვნების ზანგი, ვინმე აბუ კორდალანი. მას ექსტრაკლასის საბჭოთა ქირურგმა-კოსმეტოლოგმა ინა კარპოვამ უბადლო ოპერაცია გაუკეთა სახეზე და საბჭოთა სპეცაგენტი გაჭრილი ვაშლივით დაემსგავსა ანგოლის პრინცს. შემდეგ ის ექვსი თვის სპეცპროგრამით მოამზადეს და 28 ნოემბერს საბჭოთა სპეცაგენტებთან ერთად აფრიკაში გაამგზავრეს. ოპერაციის ჩასატარებლად და ექვსკაციანი სპეცჯგუფის მეთაურად ოლგა რიჟაკი დაინიშნა. 29 წლის რუსი ლამაზმანი თავის ხელქვეითებთან ერთად 1 დეკემბერს ქალაქ ლუანდის პორტში სწრაფმავალმა კატერმა შეიყვანა.

ძირითადი გეგმის მიხედვით, რიჟაკი თავს ფრანგ ჟურნალისტად ასაღებდა, რომელსაც სახელმწიფოს მეთაურისგან ინტერვიუ უნდა აეღო. რიჟაკს მორალესი უნდა ეცდუნებინა, ხოლო შემდეგ კი საბჭოთა სპეცაგენტებს ის კორდალანით უნდა შეეცვალათ. პრინცის სასახლე ლუანდის ცენტრში მდებარეობდა და მას, ეგრეთ წოდებული, სამეფო გვარდიის ასეული იცავდა. მიუხედავად იმისა, რომ ანგოლა იმ პერიოდში არანაირ პოლიტიკურ ძალას არ წარმოადგენდა, პრინცის სასახლეში შეუმჩნევლად შეღწევა მაინც ძალიან რთული იყო.

ოლგა რიჟაკმა ოფიციალური რეგისტრაცია 4 დეკემბერს გაიარა პრინცის კანცელარიაში და მეორე დღეს მას აცნობეს, რომ ქვეყნის მეთაურთან ინტერვიუ 7 დეკემბერს, საღამოს 18 საათზე იყო დანიშნული.

შეთანხმებულ დროს „ფრანგი ჟურნალისტი“ ანა-მარია ნოლანი, იგივე ოლგა რიჟაკი, ანგოლის პრინცის სასახლეს ეწვია და მორალესის სტატს-მდივანმა ის ქვეყნის მეთაურის აპარტამენტში შეიყვანა.

ინტერვიუ საათ-ნახევარს გაგრძელდა, მაგრამ „ფრანგი ჟურნალისტი“ დილამდე დარჩა ანგოლელი პრინცის აპარტამენტებში. დილით კი ის თავად ქვეყნის მეთაურმა მიაცილა კარამდე და გამომშვიდობებისას უთხრა:

– იმედია, საფრანგეთში გამგზავრებამდე კიდევ ერთხელ მეწვევით და ჩემს მარტოხელა ყოფას თქვენი სილამაზით შეავსებთ.

– ახლა უკვე თქვენს ვიზიტს ველოდები, მისიე, – უთხრა მორალესს საბჭოთა სპეცაგენტმა, – საფრანგეთში ათში მივემგზავრები, დილით და მოხარული ვიქნები, თუკი თქვენი ბრწყინვალება ინკოგნიტოდ მეწვევა სასტუმროში.

მორალესმა „ფრანგ ჟურნალისტს“ უზარმაზარი ექვსკარატიანი ბრილიანტის ბეჭედი აჩუქა გამომშვიდობებისას და შეჰპირდა, რომ მას აუცილებლად ეწვეოდა.

სასტუმროში დაბრუნებულმა რიჟაკმა აბუ კორდალანს უბრძანა, ანგოლის პრინცის შესაცვლელად მომზადებულიყო და დანარჩენი ოთხი საბჭოთა სპეცაგენტიც სასწრაფო მზადყოფნაში მოიყვანა.

1955 წლის 9 დეკემბერს, საღამოს 19 საათზე, მორალესი ოლგა რიჟაკს ინკოგნიტოდ ეწვია და ზუსტად ერთი საათის შემდეგ უკვე დედიშობილა, გაკოჭილი და პირში ჩვარჩატენილი იწვა ოლგას ფეხქვეშ, ხოლო მორალესის დუბლიორი კი პრინცის სამოსს ირგებდა.

წინ მთელი ღამე იყო და ანგოლის სასტუმროს „ვარსკვლავის“ ნომერში, სადაც „ფრანგი ჟურნალისტი“ ქალი ცხოვრობდა, საბჭოთა სპეცაგენტებმა ანგოლელი პრინცისგან ყველა საინტერესო ინფორმაცია შეიტყვეს. შემდეგ მორალესი დააძინეს და საიდუმლოდ გადაიყვანეს სწრაფმავალ კატერზე, დუბლიორი კი სასახლისკენ გაემართა.

იმავე დილით, ანგოლის პრინცი მოსკოვის გზას გაუყენეს, ხოლო ცრუ მორალესმა ქვეშევრდომებს განუცხადა, რომ ფრანგ ჟურნალისტ ქალს ცოლად ირთავდა.

ოლგა რიჟაკი და კორდალანი 25 დეკემბერს დაქორწინდნენ და ისინი 5 წლის განმავლობაში მართავდნენ ქვეყანას. შემდეგ იქ რევოლუციური, პროამერიკული მთავრობა მოვიდა სათავეში და საბჭოთა სპეცაგენტები ანგოლიდან გაიქცნენ.

ანგოლის ნამდვილი პრინცი სამოცდაათიანი წლების დასაწყისამდე მოსკოვში საიდუმლოდ ცხოვრობდა და საბჭოთა უშიშროებისა და დიპლომატიური სამსახურის კონსულტანტად მუშაობდა. რიჟაკი და კორდალანი კი 1988 წელს შეერთებულ შტატებში გაიქცნენ და თავიანთი ისტორია პირველად იქ გაამჟღავნეს. თუმცა, ერთი წლის შემდეგ ორივე ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ სასტუმროში იპოვეს დახოცილები.

მოგვიანებით, გავრცელებული ხმების თანახმად, ყოფილი საბჭოთა სპეცაგენტები იმ ქვეყნების სიის გამოქვეყნებას გეგმავდნენ, სადაც საბჭოთა დაზვერვამ ანალოგიური ოპერაციები განახორციელა.

დაუდასტურებელი ინფორმაციის თანახმად, აფრიკის 10 სახელმწიფოს საბჭოთა სპეცაგენტები მართავდნენ...


скачать dle 11.3