კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1975 წლის 21 დეკემბერს. რა არის ჩემი კარმული მისია? რომელი პროფესიებია ჩემთვის ასტროლოგიური კუთხით უფრო მისაღები და უცხოეთის რომელ ქვეყანაში გამიმართლებს?

პასუხი: თქვენი კოსმიურ-კარმული მისია უკავშირდება იმას, რომ გახდეთ უფრო აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, შეგეძლოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ლიდერული თვისებების გამოვლენა. ასევე, უნდა შეგეძლოთ ორგანიზატორულ თვისებებთან ერთად, გამოავლინოთ მებრძოლი და უშიშარი სულისკვეთება, დაეყრდენით ინტუიციას და შეინახეთ საკუთარი საიდუმლო, სანამ ნაბიჯს გადადგამთ. რაც შეეხება პროფესიებს, თქვენთვის მეტად მისაღები და წარმატებების მომტანია: საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო-საფინანსო საქმიანობის ფართო სპექტრი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, მანქანათმშენებლობა, საინჟინრო საქმე, სამხედრო სტრუქტურები, სპორტი, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, ფსიქოთერაპია, მედიცინიდან – სასწრაფო დახმარება, სტომატოლოგია, რეანიმატოლოგია, ქირურგია, გინეკოლოგია; ასევე, სამართალდამცავი ორგანოები, საბაჟო დეპარტამენტები, სადაზღვევო კომპანიები, საგადასახადო ინსპექცია, კონტროლის პალატა, ექსტრასენსორიკა, ფიტოთერაპია, ჰომეოპათია. უცხოეთიდან კი კარგია თქვენთვის შემდეგი ქვეყნები: სირია, ინგლისი, დანია, ავსტრალია, შვედეთი, ვიეტნამი, ყაზახეთი, ჩინეთის აღმოსავლეთი ნაწილი, მოსკოვი, სინგაპური, მალაიზია, გერმანია, მაროკო, ნორვეგია, კუბა, მექსიკა, უნგრეთი.

კითხვა: დავიბადე 1974 წლის 22 ივნისს, დილის საათებში. გთხოვთ, მითხრათ, უცხოეთის რომელი ქვყანაა ჩემთვის მეტად მისაღები და წარმატებების მომტანი?

პასუხი: თქვენთვის კარგია და წარმატებების მომტანი შემდეგი ქვეყნები: ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთი მხარე, ჰოლანდია, თურქეთი, შოტლანდია, ახალი ზელანდია, ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია, პორტუგალია, ფილიპინები, ტაილანდი, ავსტრალია, ისრაელი, სამხრეთ კორეა და კუნძული მალტა.

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2002 წლის 9 ოქტომბერს. სამომავლოდ, რომელ სფეროში გაუმართლებს?

პასუხი: მისთვის სამომავლოდ წარმატებების მომტანი პროფესიებია: სახელმწიფო ზემაღალ სტრუქტურებში ადმინისტრაციული საქმიანობა, იურისპრუდენცია, საიუველირო საქმიანობა ან ბიზნესი, არქიტექტურა, დიზაინი, მოდელირება, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, პლასტიკური ქირურგია, სტომატოლოგია, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, გასართობი საქმიანობა, მთარგმნელობითი საქმე, პროფესიონალური დიპლომატია, ტურისტული ბიზნესი ან შემოქმედება.

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1997 წლის 20 ივნისს. რა არის მისი კარმული მისია?

პასუხი: მისი კარმულ-კოსმიური მისია უკავშირდება ისეთი თვისებების გამოვლენას, როგორიცაა დისციპლინა, ორგანიზებულობა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფვა, ნებისყოფა, პრაქტიკულობა. საჭიროა მეტი სერიოზულობით მიუდგეს ნებისმიერ საქმეს, გამოავლინოს პასუხისმგებლობა, იყოს მუდამ მოწესრიგებული. ნებისმიერ ნიუანსს მიაქციოს ცხოვრებაში ყურადღება. სადაც საჭიროა, გამოავლინოს არასტანდარტული მოქმედება, სპონტანური იმპროვიზაცია. დაიცვას სხვისი უფლებები, იყოს დიპლომატი და დემოკრატი. დაეყრდნოს ინტუიციას, გამოავლინოს დიპლომატია ურთიერთობებში. ყველა ამ თვისების გამოვლენა დაეხმარება, იყოს მეტად წარმატებული ცხოვრებაში.


скачать dle 11.3