კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დავარეგულიროთ სასიყვარულო და სექსუალური ურთიერთობები პირადი რიცხვის გამოთვლით

ასტროლოგიურად, შეგიძლიათ გამოთვალოთ პირადი ციფრი, რომელიც თქვენსავე სასიყვარულო თუ სექსუალურ ურთიერთობებზე მოგცემთ მინიშნებებს. ნუმეროლოგია განსაზღვრავს ადამიანის პირად რიცხვს, რაც საშუალებას გაძლევთ, ამოიცნოთ თქვენი იდეალური პარტნიორი, გაარკვიოთ, რა უდევს საფუძვლად როგორც მას, ასევე, თქვენს ფანტაზიებს.

პირადი რიცხვის განსაზღვრის სისტემა, რომელიც ახასიათებს პიროვნებას და მოქმედებს ცხოვრების ციკლზე, უნდა გამოთვალოთ დაბადების თარიღით. გამოთვალეთ ის პირადი რიცხვი, რომელიც განსაზღვრავს სასიყვარულო და სექსუალურ ურთიერთობებს და ამით კიდევ უფრო მეტს მიაღწევთ პირად ცხოვრებაში.

მაგალითად, თუ თქვენი დაბადების თარიღია 15, მაშინ 1-ს უნდა მიუმატოთ 5 და მიიღებთ 6-ს. გამოდის, რომ თქვენი პირადი რიცხვი 6-ია. მაგრამ, თუ შეკრების შემდეგ ისევე ორნიშნა რიცხვი მიიღეთ, მაგალითად, 29, 2+9=11, მაშინ 1-ს უნდა მიუმატოთ 1 და მიიღებთ 2-ს, რომელიც თქვენი პირადი რიცხვი იქნება. თუ თქვენ შეკრიბეთ რიცხვები, მაშინ დააკვირდით ქვემოთ მოყვანილ ასტროლოგიურ რეკომენდაციებს.

1 – სიყვარულში შეუდარებელი ადამიანი ხართ. გიყვართ ლიდერობა და პირველობის სურვილი სექსუალურ ურთიერთობებშიც ვლინდება. თქვენი შარმი და მიმზიდველობა შეუმჩნეველი არ რჩება. ეგოიზმი კი ურთიერთობებს გირთულებთ. გიყვართ პაემნების დროს მდიდრულ გარემოში ყოფნა. ხოლო სიყვარულში კი უპირატესობა გამოცდილ პარტნიორს მიანიჭეთ.

2 – ემოციური ხართ და ეს ხშირად გიფუჭებთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან. თუ ვინმე გიყვართ, გიყვართ მთელი არსებით. თუმცა, ხშირად რისკავთ და თქვენს სიყვარულს სასწორზე დებთ.

3 – საწოლში მაქსიმალურად იხარჯებით, თუმცა შესაძლოა, საყვარელ ადამიანს საუბრის დროს ხშირად ტკენდეთ გულს. ზედმეტად მგრძნობიარე ადამიანებთან ფლირტს ნუ გააბამთ. გირჩევთ ურთიერთობას მეტად რეალისტ და პრაქტიკული ადამიანებთან. დააფასეთ საკუთარი თავი და იყავით მეტად დამოუკიდებელი.

4 – თქვენს ვნებას ბევრი ვერ უძლებს. რომანტიკული ბუნებით არაერთ ადამიანს მოხიბლავთ. გიყვართ სასიყვარულო-სტაბილური ურთიერთობები. არ მოთოკოთ გრძნობები. ხშირად დიდ სიყვარულს მეგობრულ წრეში ეძებთ. ქვეცნობიერად კი ყოველთვის გიზიდავთ ის, რაც აკრძალულია.

5 – თქვენი სასიყვარულო ურთიერთობები თავგადასავლებით არის სავსე. ცვალებადი ხასიათის გამო, სიყვარულში ხშირად ახალ პარტნიორებს ეძებთ. მოუთმენელი ბუნების გამო, სიყვარულში არ გიმართლებთ. ჯობია, კარგად გაერკვეთ საკუთარ გრძნობებში. გიყვართ, როცა ემორჩილებით საყვარელ ადამიანს და არ ფარავთ მის წინაშე ვნებას. ხშირია მასთან მოულოდნელი შეხვედრები.

6 – როცა გიყვართ, თვალები სხვანაირად გიბრწყინავთ. ამ დროს მეტად ხელგაშლილი და მზრუნველი ხართ. გესმით სექსის ხელოვნება. მოქმედებთ გრძნობით და არა გონებით, რის გამოც სიყვარულში ხშირად არ გიმართლებთ. აუცილებელია ისეთ პარტნიორზე გააკეთოთ არჩევანი, რომელიც მგრძნობიარეა, მაგრამ აუჩქარებელი და რომანტიკული.

7 – ხშირად ცდებით სასიყვარულო პარტნიორის არჩევის დროს. არ იქნება ურიგო, თუ თავიდან დისტანციას დაიცავთ, კარგად დააკვირდებით და შემდეგ გაიხსნებით მასთან. ვერ აიტანთ, თუ საყვარელი ადამიანი კარიერაში შეგიშლით ხელს. იმდენად ეთაყვანებით თქვენს სხეულს, რომ ხშირად თავადვე რჩებით მოტყუებული.

8 – ადვილად შეგიძლიათ მოხიბლოთ ადამიანი. არასდროს დამალოთ თქვენი ხიბლი. გიყვართ, როცა საყვარელი ადამიანი ძვირად ღირებული საჩუქრებით განებივრებთ. თქვენთვის სექსი მხოლოდ მიმდინარე მოვლენების კონტროლის საშუალებაა. ცხოვრებაში ხანმოკლე სასიყვარულო ისტორიები მრავლად გექნებათ.

9 – ცდილობთ, ასიამოვნოთ საყვარელ ადამიანს. სექსუალურ ცხოვრებაში ძლიერ პარტნიორს აფასებთ. საჭიროა, მან ხშირად შეგახსენოთ, რომ შეუდარებელი ხართ. სიყვარულში ხან სუსტი ხართ, ხან ძლიერი, არასდროს კმაყოფილდებით იმით, რაც გაქვთ. გირჩევთ, ცხოვრების თანამგზავრად ინტელექტუალურ და დახვეწილ ადამიანზე შეაჩეროთ არჩევანი.


скачать dle 11.3